კვირიკობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვირიკობა
კვირიკობა ფოტოსურათი
წმინდა კვირიკე და ივლიტას ხატი
მნიშვნელობა მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაული ქართულ კულტურაში
აღნიშნავენ 28 ივლისს

კვირიკობა — სახალხო-რელიგიური დღესასწაული საქართველოში სვანეთის, ქართლის, იმერეთისა და კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში. გამორჩეულად აღინიშნება მესტიის მუნიციპალიტეტში სადაც დღესასწაულს ლაგურკასაც უწოდებენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანური ტრადიციით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში (მესტიის მუნიციპალიტეტი) 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.

ქართლში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ დუმაცხოვში, ხაშურის მუნიციპალიტეტში 28 ივლისს, წმიდა კვირიკესა და ივლიტეს ხსენების დღეს აღინიშნება დღეობა “კვირიკობა“. ამ სახელთანაა დაკავშირებული სოფლის შიგნით აღმართ-დაღმართების, თუ წყაროების სახელწოდებანი (კვირიკეს აღმართი, კვირიკეს წყარო და ა.შ.).

დღეობის აღნიშნვა შემდეგი სახით ხდებოდა: 27 ივლისს ღამის გასათევად ეკლესიის ეზოში გაემართებოდნენ, შეპირებისამებრ წირავდნენ ცხვარს, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ტაძარს გარს 3-ჯერ შემოუვლიდნენ და ეკლესიის ყოველ კუთხეს კოცნიდნენ.

ეკლესია სოფლის სასაფლაოს ეზოში დგას და ამჟამად თითქმის სოფლის ცენტრშია მოქცეული. ამიტომ დღემდე ხშირი თავშეყრის ადგილია. ამჟამად დღეობა “კვირიკობა“ ღამის თევით აღარ აღინიშნება. ამჟამად ჩვეულებრივ სუფრა დღის პირველ-ორ საათზე იშლება. მიბრძანდებიან წინასწარ მიპატიჟებული სტუმრები და ოჯახის ახლობლები. დღეობის აღნიშვნა აქ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახალი წელი, შობა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი “ხაშურის მოამბე", 8-14 იანვარი, 2018 წ. გვ. 4.
  • გიორგი ჩუბინიძე. გაზეთი “ხაშურის მოამბე", 15-21 იანვარი, 2018 წ. გვ. 5.
  • გიორგი ჩუბინიძე. ჭერათხევის ხეობის სოფელ დუმაცხოვის ისტორია და ეთნოლოგია. ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია - მასალები. თბილისი, 2016, გვ. 38-40.
  • სერგი მაკალათია. ფრონეს ხეობა. თბილისი, 1963, გვ. 78.