თბილისის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის კვირაცხოვლის ეკლესია — მდებარეობს ჩუღურეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დიდხევის მარცხენა ნაპირზე, რკინიგზის ხაზთან, შემაღლებულ ადგილას (ბორცვზე).

ამჟამად დაკარგული აქვს ეკლესიის სახე, გადაკეთებულია საცხოვრებელ შენობად. კვირაცხოვლის ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ვახუშტის თბილისის 1735 წლის გეგმაზე №63-ით აქვს დატანილი „კვირაცხოველი“. 1800 წლის თბილისის გეგმაზე №11-ითაა დატანილი. კვირაცხოვლის ეკლესია XIX საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში ჯერ კიდევ არ ყოფილა აღდგენილი. XIX საუკუნის 90-იან წლებში კვირაცხოვლის ქართული ეკლესია შეიძინეს ახალ კუკიაზე, რკინიგზის გადაღმა მცხოვრებმა ასურელებმა, რომლებმაც აღადგინეს ეკლესია. თბილისის 1913 წლის გეგმაზე №249 დატანილია წმინდა თომას ეკლესია. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ეკლესია გააუქმეს. ეკლესიასთან იყო სასაფლაო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 593