კაიან-მენტარანგის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კაიან–მენტარანგის ეროვნული პარკი)
კაიან–მენტარანგის ეროვნული პარკი

Taman Nasional Kayan Mentarang

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული იავა
კოორდინატები 3°12′ ს. გ. 115°30′ ა. გ. / 3.200° ს. გ. 115.500° ა. გ. / -3.200; 115.500
ფართობი 13 605 კმ²
დაარსდა 1996
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

კაიან–მენტარანგი (ინდონ. ინდონ. Taman Nasional Kayan Mentarang) — გაუვალი ტყეებიანი ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ ბორნეოზე, აღმოსავლეთ კალიმანტანის პროვინციაში. სახელი ეწოდა მენტერანგის მთების პლატოებისგან, რომელიც მისი ტერიტორიის დიდ ნაწილს მოიცავს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკი მდებარეობს ინდონეზია–მალაიზიის საზღვარზე. შექმნილია მსოფლიოს ველური ბუნების ფონდთან დადებული ხელშეკრულება „ბორნეოს გულის“ თანახმად, რომელიც მოითხოვს ბორნეოს ტრანსსასაზღვრო მთიანეთის დაცვას, ინდონეზიას, მალაიზიასა და ბრუნეის შორის.

ბოლო წლებამდე, ეროვნულ პარკში შესვლა საკმაოდ რთული იყო ტურისტებისათვის. სირთულეს ძირითადად მალაიზიაი–ნდონეზიის საზღვარზე მცხოვრები ადგილობრივები ქმნიდნენ. თუმცა ბორნეოს გულის შეთანხმების წყალობით, ეს პრობლემა გარკვეულწილად მოგვარდა და შესვლა შესაძლებელია მალაიზიის მხრიდან.

ადამიანთა დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ტერიტორიაზე აღმოჩენლი ქვის იარაღები და სამარხები მიუთითებენ, რომ ეს ტერიტორია ბოლო 350 წლის მანძილზე დასახლებულია. ამჟამად, აქ სახლობს დაახლოებით 20 000 - 25 000 დაიაკი.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]