შინაარსზე გადასვლა

იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იქს-ადამიანები (მრავალმნიშვნელოვანი).
„იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები“
რეჟისორი ბრაიან ზინგერი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ეშლი ედვარდ მილერი
ზეკ სტენცი
ჯეინ გოლდმენი
მეთიუ ვონი
ეფუძნება მომავალი წარსულის დღეები
— კრის კლერმონტი
ჯონ ბირნი
ისტორია შელდონ ტერნერი
ბრაიან ზინგერი
როლებში
მუსიკა ჯონ ოტმენი
ოპერატორი ნიუტონ თომას სიგელი
მონტაჟი ედი ჰემილტონი
ლი სმითი
სტუდია
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • 10 მაისი, 2014 (2014-05-10) (ნიუ-იორკის პრემიერა)
  • 23 მაისი, 2014 (2014-05-23) (აშშ)
ხანგრძლივობა 131 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი [2][3]
შემოსავალი 748.1 მილიონი აშშ დოლარი[2]

იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები (ინგლ. X-Men: Days of Future Past) — ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომელიც ეფუძნება იქს-ადამიანების პერსონაჟებს და 1981 წლის Uncanny X-Men-ის სიუჟეტს მომავალი წარსულის დღეები, რომლის ავტორები არიან კრის კლერმონტი და ჯონ ბირნი. ფილმის რეჟისორია ბრაიან ზინგერი.

ეს არის რიგით მეშვიდე ფილმი იქს-ადამიანების ფილმების სერიაში და მესამე, რომლის რეჟისორია ზინგერი, 2000-იანი წლების პირველი ორი ფილმის, იქს-ადამიანები და იქს-ადამიანები 2 შემდეგ. ისტორიის ავტორები არიან საიმონ კინბერგი, მეთიუ ვონი და ჯეინ გოლდმენი, ხოლო კინბერგი სცენარის ავტორიც არის. ფილმში მონაწილეობენ: ჰიუ ჯეკმენი, ჯეიმზ მაკევოი, მაიკლ ფასბენდერი, ჯენიფერ ლოურენსი, ჰალი ბერი, ანა პეკუინი, ელენ პეიჯი, ნიკოლას ჰოლტი, შოუნ ეშმორი, პიტერ დინკლიჯი, იენ მაკ-კელენი და პატრიკ სტიუარტი. ისტორიის ავტორები არიან საიმონ კინბერგი, მეთიუ ვონი და ჯეინ გოლდმენი, ხოლო კინბერგი სცენარის ავტორიც არის.

მომავალი წარსულის დღეები არის 2006 წლის ფილმის იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა და 2011 წლის ფილმის იქს-ადამიანები: პირველი კლასი, ისევე, როგორც 2013 წლის სამურავის გაგრძელება. მისი ძირითადი გადაღებები დაიწყო 2013 წლის აპრილში, მონრეალში და დასრულდა იმავე წლის აგვისტოში.[4][5] ფილმი გადაღებულია 3D ფორმატში და გამოვიდა 2014 წლის 23 მაისს.[6]

მსახიობი როლი
ჰიუ ჯეკმენი ლოგანი
ჯეიმზ მაკევოი ჩარლზ ქსავიე
მაიკლ ფასბენდერი მაგნეტო
ჯენიფერ ლოურენსი მისტიკა
ჰალი ბერი შტორმი
ანა პეკუინი მარი/როგი
ელენ პეიჯი კიტი პრაიდი
ნიკოლას ჰოლტი მხეცი
შოუნ ეშმორი ყინულის კაცი
პიტერ დინკლიჯი ბოლივარ ტრასკი
იენ მაკ-კელენი მაგნეტო
პატრიკ სტიუარტი ჩარლზ ქსავიე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ X-MEN: DAYS OF FUTURE PAST (12A). 20th Century Fox. British Board of Film Classification (May 9, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 8, 2014. ციტირების თარიღი: May 9, 2014.
  2. 1 2 X-Men: Days of Future Past (2014). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: October 6, 2014.
  3. ↑ Kelly, Brendan (November 17, 2013). „X-Men returns to Montreal for reshoots“. Calgary Herald. Canada: Postmedia News. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 6, 2013. ციტატა: „...the second-most expensive movie ever produced by Hollywood studio 20th Century Fox, behind only Avatar.“
  4. ↑ Wigler, Josh. (November 9, 2012) ‘X-Men: Days Of Future Past′ Shoots In April 2013. MTV Splash Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 11, 2013. ციტირების თარიღი: January 29, 2013.
  5. ↑ Perry, Spencer. (August 17, 2013) Production Wraps on X-Men: Days of Future Past. ციტირების თარიღი: August 18, 2013.
  6. ↑ 20th Century Fox Sets Dates for Independence Day 2, Assassin's Creed, Apes and X-Men! (June 20, 2013). ციტირების თარიღი: June 21, 2013.