შინაარსზე გადასვლა

ანა პეკუინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა პეკუინი
დაბადების სახელი ანა ჰელენ პეკუინი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1982 (1982-07-24) (44 წლის)
უინიპეგი, კანადა
მოქალაქეობა  კანადა
 ახალი ზელანდია
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი, Hutt Intermediate School, Raphael House Rudolf Steiner School, Windward School და Windward School
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1993-დღემდე
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1993 — პიანინო

ანა ჰელენ პეკუინი (ინგლ. Anna Paquin დ. 24 ივლისი, 1982, უინიპეგი) — კანადაში დაბადებული ახალზელანდიელი მსახიობი.

დაიბადა ქალაქ უინიპეგში. 1992 წელს ცხრა წლის ანამ, როგორც 5000–მა სხვა ნიჭიერმა გოგონამ, მონაწილეობა მიიღო სინჯებში ფლორა მაკგრატის როლზე ფილმში „პიანინო“. ახალგაზრდა ანამ მონაწილეობა მიიღო ამ ფილმის გადაღებაში და დაიმსახურა ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ამერიკული კინოაკადემიის ეს გადაწყვეტილება ყველა დამსწრებისთვის შოკად იქცა, მაგრამ ყველაზე მეტად ანასთვის. თერთმეტი წლის მსახიობი მიკროფონს მოუახლოვდა და 15 წამის განმავლობაში ხმა ვერ ამოიღო. ამ წარმატებამ ანას გზა გაუხსნა მსოფლიოს საუკეთესო სურათების გადასაღებ მოედნებზე. მან პატარა ჯეინის როლი ითამაშა ფილმში „ჯეინ ეარი“ (1996) და დონას როლი ფილმში „აურზაური“ (1998). განმეორებითი წარმატება მოვიდა ანასთან მარი/როუგის როლის შესრულების შემდეგ ფანტასტიკურ ბლოგბასტერში „X ადამიანები“. ამ როლმა მსახიობს რამდენიმე ნომინაცია მოუტანა სხვადასხვა კინოფესტივალზე. პეკუინი ბისექსუალია.[1]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1993 პიანინო The Pianoფლორა მაკგრათი
1996 ჯეინ ეარი Jane Eyreახალგაზრდა ჯეინ ეარი
1997 ამისტედი Amistadიზაბელა II ესპანელი
1998 აურზაური Hurlyburly დონა
2000 იქს ადამიანები X-Menმარი/როუგი
2002 25-ე საათი 25th Hourმარი დ'ანუნციო
2005 კალმარი და ვეშაპი The Squid and the Whale ლილი
2014 იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები X-Men: Days of Future Pastმარი/როუგი
2019–2019 რომანი The Affair ჯოანი ლოკჰარტი
2019 ირლანდიელი The Irishman პეგი შირანი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Singh, Anita (1 April 2010). „True Blood star Anna Paquin comes out as bisexual“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 1 April 2010.