შინაარსზე გადასვლა

ელიოტ პეიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ელენ პეიჯი)
ელიოტ პეიჯი
დაბადების სახელი ელენ ფილპოტს-პეიჯი
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1987
ჰალიფაქსი, ნოვა სკოტია, კანადა
მოქალაქეობა  კანადა
ალმა-მატერი Queen Elizabeth High School, Shambhala School, Vaughan Road Academy და Halifax Grammar School
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1997 – დღემდე
მეუღლე(ები) ემმა პორტნერი

ელიოტ ფილპოტს-პეიჯი (ინგლ. Elliot Page დ. 21 თებერვალი, 1987; წარსულში ცნობილი, როგორც ელენ პეიჯი) — კანადელი მსახიობი. მთავარი პერსონაჟის განსახიერებისთვის 2007 წლის ფილმში „ჯუნო“, მან მიიღო ნომინაციები ოქროს გლობუსსა და ოსკარზე. ასევე ზედიზედ ორჯერ მოიგო ოსტინის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის „ჯუნოთი“ და „კარამელით“ (2005). ის ცნობილია თავისი როლებისთვის ფილმებში „დასაწყისი“(2010), „სუპერი“ (2010), „ჭკვიანი ხალხი“ (2008) და „იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა“ (2006).

2008 წელს, პეიჯი ნომინირებული იყო „ტაიმის“ 100 ყველაზე გავლებიანი ადამიანის სიაზე[1] და იკავებდა 86–ე ადგილს FHM–ის მსოფილოში ყველაზე სექსუალურ ქალთა სიაში.[2] 2010 წლისთვის მან 70–ე ადგილზე გადაინაცვლა.[3] 2008 წლის ივნისში, Entertainment Weekly–მ პეიჯი შეიყვანა მომავალი ა–კლასის ვარსკვლავთა სიაში.[4]

2014 წლის თებერვალში საჯაროდ გამოჩნდა როგორც გეი-ქალი, ხოლო 2020 წლის დეკემბერში — როგორც ტრანსგენდერი.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2005ფ კარამელი Hard Candy ჰეილი სტარკი
2006ფ იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა X-Men: The Last Stand კიტი პრაიდი
2007ფ ჯუნო Junoჯუნო მაკგაფი
2008ფ ჭკვიანი ხალხი Smart Peopleვანესა ვეზერჰოლდი
2010ფ დასაწყისი Inceptionარიადნა
2010ფ სუპერი Super ლიბი
2012ფ სიყვარულით რომში To Rome with Loveმონიკა
2014ფ იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები X-Men: Days of Future Pastკიტი პრაიდი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ „Ellen Page“. Time. April 1, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 9, 2011. ციტირების თარიღი: May 1, 2010.
  2. ↑ 100 Sexiest Women 2008 – the results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-01. ციტირების თარიღი: 2011-07-07.
  3. ↑ 100 Sexiest Women in the World 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-03. ციტირების თარიღი: 2011-07-07.
  4. ↑ Ellen Page | 15 to Watch: Hollywood's Next A-List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 2011-07-07.