ინტერვენცია გამბიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინტერვენცია გამბიაში
თარიღი 19 იანვარი, 2017 — დღემდე
მდებარეობა გამბია
Casus belli პრეზიდენტ იაჰია ჯამეს უარი არჩევნების შედეგების ცნობაზე.
შედეგი პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ დატოვა თანამდებობა[1][2]
მხარეები
გამბიის დროშა გამბია ECOWAS:

გამბიის დროშა ბაროუს მომხრე ძალები.

მეთაურები
გამბიის დროშა იაჰია ჯამე
აბდულიე ბოიანგი
გამბიის დროშა ადამა ბაროუ
სენეგალის დროშა მაკი სალი
ნიგერიის დროშა მუჰამადუ ბუჰარი
განის დროშა ნანა აკუფო-ადო
მალის დროშა იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა[4]
ტოგოს დროშა ფორ გნასინგბე[5]
ძალები
კდძმ 180[6]
1,733 უცხოელი დაქირავებულები[7][8]
სენეგალის დროშა 7000 [3]
ნიგერიის დროშა 200–800 [9]
ნიგერიის დროშა 1 საბრძოლო ხომალდი Type 056 corvette[10]
განის დროშა 205 [11]
გამბიის დროშა~125 მეზღვაური[12]
დანაკარგები
უცნობია უცნობია
26,000–46,000 ლტოლვილი[13]

ინტერვენცია გამბიაში კოდური სახელწოდება „დემოკრატიის აღდგენის ოპერაცია“ — სამხედრო კონფლიქტი დასავლეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანასა და გამბიას შორის, რომელიც გამოიწვია გამბიის პრეზიდენტ იაჰია ჯამეს უარმა 2016 წლის 1 დეკემბრის არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით, რომელშიც გამარჯვებას მიაღწია ოპოზიციის წარმომადგენელმა ადამა ბაროუმ.

მონაწილე ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ECOWAS-ის მხრიდან ინტერვენციაში მონაწილეობდა სენეგალის, განისა და ნიგერიის შეიარაღებული ძალები. ნიგერიამ ასევე გამოიყენა თვითმფრინავები და გემები[14]. ზოგიერთი მონაცემებით ინტერვენციაში მონაწილეობდა მალისა და ტოგოს[3] ძალებიც. გამბიის არმია არ აპირებდა ჩარევას პოლიტიკურ კამათში. ამის შესახებ განაცხადა გამბიის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალმა უსმან ბაჯიმ. მაგრამ ზოგიერთი გასამხედროებული დაჯგუფება მაინც რჩებოდა იაჰია ჯამეს ერთგული[15][16]. სენეგალელი აჯანყებული სეპარატისტები კაზამანსის დემოკრატიული ძალების მოძრაობა შეუერთდა პრო-პრეზიდენტურ ძალებს და მოაწყვეს შეიარაღებული შეტაკებები სენეგალის საზღვარზე.

მოვლენების განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურმა თანამეგობრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის 19 იანვარს ჩარეულიყო გამბიის კონსტიტუციურ კრიზისში. სამხედრო ოპერაციის დაწყება განაპირობა პრეზიდენტ იაჰია ჯამეს უარმა გადადგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად[17][18].

2017 წლის 19 იანვარს სენეგალის არმია შევიდა გამბიის ტერიტორიაზე, რათა უზრუნველეყო კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ადამა ბაროუს ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის კონსტიტუციის დაცვით[19][20]. ამავე დღეს ბოტსვანის პრეზიდენტმა იან კჰამამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკვე აღარ განიხილავდა იაჰია ჯამეს გამბიის მეთაურად.

19 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა მხარეებს პატივი სცენ გამბიელი ხალხის ნებას და არჩევნების შედეგს, რომლის მიხედვითაც არჩეული პრეზიდენტია ადამა ბაროუ. თუმცა რუსეთისა და ეგვიპტის დაჟინებული მოთხოვნით რეზოლუცია არ იყო სავალდებულო[21][22]. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით ინტერვენციამ უნდა „დაარეგულიროს დაძაბული სიტუაცია გამბიაში“[23].

გამბია საზღვაო ბლოკადაში მოაქცია ნიგერიის ფლოტმა[24]. პირველი სახმელეთო შეტაკებები სენეგალის არმიასა და კაზამანსის დემოკრატიული ძალების მოძრაობას შორის გაიმართა გამბიის სამხრეთით სენეგალის საზღვარზე მდებარე პრეზიდენტ იაჰია ჯამეს მშობლიურ სოფელ კანილაიში[25]. ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაბომბეს პრეზიდენტის მომხრე დაჯგუფებების პოზიციები[26][27].

ამის შემდეგ სენეგალმა დროებით შეაჩერა სამხედრო შეტევა და პრეზიდენტ ჯამეს საშუალება მისცა გადამდგარიყო 20 იანვრის შუადღემდე[28]. თუმცა ამავე დროს ნიგერიის საჰაერო ძალების თვითმფრინავები კვლავ დაფრინავდნენ გამბიის საზღვრის გარშემო.

21 იანვრის ღამით გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან[29][30], შემდეგ კი დატოვა ქვეყანა და გადავიდა გვინეის დედაქალაქ კონაკრიში[31], ხოლო გვინეიდან ეკვატორულ გვინეაში[32].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yahya Jammeh says he will step down in The Gambia
  2. Джамме согласился уйти с поста главы Гамбии
  3. 3.0 3.1 3.2 Jones, Bryony; Westcott, Ben; Masters, James. Gambia: Defeated leader Yahya Jammeh faces military showdown. CNN (20 January 2017).
  4. Haddad, Tareq. (20 January 2017) Army operation to enter The Gambia suspended for last-ditch talks. International Business Times.
  5. Alike, Ejiofor. (15 January 2017) Gambia: Use of Force Imminent As Ecowas Plans to Oust Jammeh. allAfrica.
  6. THE 2004 TRUCE HAS ENDED. Wikileaks (21 August 2006). ციტირების თარიღი: 6 November 2014.
  7. Kwanue, C. Y.. (18 January 2017) Gambia: Jammeh 'Imports Rebels'. allAfrica. ციტირების თარიღი: 19 January 2017.
  8. Ewubare, Kess. Breaking: Gambian Navy desert Jammeh, declare allegiance to Barrow.
  9. Nigeria sends troops, jets to Senegal for Gambia force. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 19 January 2017.
  10. Nigerian troops, warship head for Gambia: Punch – News Agency of Nigeria (NAN) (18 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 24 მარტი 2017.
  11. Ghana to deploy troops to Gambia border. ციტირების თარიღი: 19 January 2017.
  12. Ewubare, Kess. (19 January 2017) Breaking: Gambian Navy desert Jammeh, declare allegiance to Barrow. ციტირების თარიღი: 19 January 2017.
  13. At least 26,000 people flee Gambia to Senegal as refugees -UN. Thomson Reuters Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-20. ციტირების თარიღი: 2017-03-24.
  14. Senegal troops move to Gambia border as Jammeh faces ultimatum (18 January 2017).
  15. Military intervention looms as Jammeh clings to power.
  16. Kwanue, C. Y.. (18 January 2017) Gambia: Jammeh 'Imports Rebels'. ციტირების თარიღი: 19 January 2017.
  17. AfricaNews. (19 January 2017) ECOWAS okays military intervention in Gambia, joint troops stationed at border.
  18. Senegal army says regional force has launched strikes in Gambia. ციტირების თარიღი: 19 January 2017.
  19. Gambia crisis: Senegal troops 'enter' to back new president (19 January 2017).
  20. New Gambia President Adama Barrow takes oath in Senegal.
  21. Совет Безопасности и Генеральный секретарь ООН признали Адаму Барроу в качестве президента Гамбии (19 January 2017).
  22. UN Security Council unanimously backs ECOWAS action in The Gambia (19 January 2017).
  23. Госдеп США «одобряет» вторжение Сенегала в Гамбию (19 January 2017).
  24. Операция "Восстановление демократии" (20 January 2017).
  25. http://okdakar.com/video-kanilai-est-tombe-avec-base-arriere-yahya-jammeh-les-troupes-sont-route-banjul/[მკვდარი ბმული]
  26. Операция "Восстановление демократии" (20 January 2017).
  27. «Восстановление демократии»: Войска ЭКОВАС нанесли ракетные удары по Гамбии (20 January 2017).
  28. „West African nations halt Gambia operation to allow mediation“. 2017-01-19.
  29. „Gambia's Yahya Jammeh confirms he will step down“. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 20 January 2017.
  30. „Gambia's Jammeh, facing military pressure, says steps down“. Reuters. 21 January 2017. ციტირების თარიღი: 21 January 2017.
  31. „Ex-President Yahya Jammeh leaves The Gambia after losing election“. BBC News. ციტირების თარიღი: 21 January 2017.
  32. „Gambia's former leader Jammeh flies into exile in Equatorial Guinea“. Reuters. ციტირების თარიღი: 22 January 2017.