შინაარსზე გადასვლა

მუჰამადუ ბუჰარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამადუ ბუჰარი
ინგლ. Muhammadu Buhari
მუჰამადუ ბუჰარი ინგლ. Muhammadu Buhari
ნიგერიის მე-15 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მაისი, 2015 – 29 მაისი, 2023
ვიცე-პრეზიდენტი  იემი ოსინბაო
წინამორბედიგუდლაკ ჯონათანი
მემკვიდრებოლა ტინუბუ

დაბადებული17 დეკემბერი, 1942
დაურა, ნიგერია[1][2]
გარდაცვლილი13 ივლისი, 2025 (82 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნებანიგერიელი
პოლიტიკური პარტიაყველა პროგრესულის კონგრესი
მეუღლესაფინატუ იუსუფი (1971–1988)
აიშა ჰალილუ (1989–დღემდე)
შვილებიზულაიჰატი
ფატიმა
მუსა
ჰადიზა
აიშა
ჰალიმა
იუსუფი
ზარა
ამინა
რელიგიაისლამი

მუჰამადუ ბუჰარი (ინგლ. Muhammadu Buhari; დ. 17 დეკემბერი, 1942 — გ. 13 ივლისი, 2025) — ნიგერიის პრეზიდენტი და ნიგერიის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი. ბუჰარი 1983-1985 წლებშიც ასევე იყო ნიგერიის მეთაური, რომელიც 1983 წლის 31 დეკემბერს სამხედრო გადატრიალების გზით ჩაიგდო ხელში.[3][4] ტერმინი ბუჰარიზმი მისი სამხედრო მმართველობის პერიოდიდან მოდის.[5][6]

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბუჰარი, რომელიც დიდწილად თავს შორს იჭერდა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან 2023 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ, ლონდონში წავიდა სამკურნალოდ. იგი ბრიტანეთის ჰოსპიტალში მკურნალობდა ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო. თავისი პრეზიდენტობის დროს მან ლონდონში საკმაოდ ვრცელი სამედიცინო შვებულება აიღო, რაც საშინაო კრიტიკას და გამჭვირვალობის შესახებ შეშფოთებას იწვევდა.[7]

ბუჰარი გარდაიცვალა ლონდონის კლინიკაში დაახლოებით 15:30-ზე (UTC),[8] 2025 წლის 13 ივლისს.[9] იგი 82 წლის იყო.[10][11] 14 ივლისს ვიცე-პრეზიდენტი კაშიმ შეტიმა ჩავიდა ლონდონში ბუჰარის ქვრივთან და შვილებთან შესახვედრად, ხელმძღვანელობდა ნიგერიელი ოფიციალური პირების დელეგაციას, რომლებიც მისი სხეულის ნიგერიაში დაბრუნებას უზრუნველყოფდნენ.[12][13] თავიდან იგეგმებოდა რომ ბუჰარი ნიგერიაში დაებრუნებინათ და 2025 წლის 14 ივლისს დაკრძალულიყო, მაგრამ მისი დაკრძალვა ერთი დღით გადაიდო მისი ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ.[14][15]

2025 წლის 15 ივლისს ბუჰარის ნეშტი ნიგერიაში გაიგზავნა ნიგერიის საპრეზიდენტო თვითმფრინავით.[16][17] ბუჰარის ნეშტი, რომელიც ნიგერიის დროშით იყო შეფუთული, ჩამოვიდა უმარუ მუსა იარ'ადუას საერთაშორისო აეროპორტში კატსინაში, კატსინის შტატი.[18] იმავე დღეს მისი ნეშტი დაკრძალეს მის სახლში დაურაში, კაცინას შტატში ისლამური პრინციპების შესაბამისად.[19][16][13][17] მისი დაკრძალვის ცერემონია ტელევიზიით გადაიცემოდა.[20][21]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Muhammadu Buhari Presidential Candidate. thisisbuhari.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-15. ციტირების თარიღი: 2015-02-08.
  2. Muhammad Buhari. Enyclopaedia Britannica. ციტირების თარიღი: 2015-02-08.
  3. Military Regime of Buhari and Idiagbon. ციტირების თარიღი: 12 September 2013.
  4. Max Siollun (October 2003). „Buhari and Idiagbon: A Missed Opportunity for Nigeria“. ციტირების თარიღი: 12 September 2013.
  5. Sanusi Lamido Sanusi (22 July 2002). „Buharism: Economic Theory and Political Economy“. ლაგოსი. ციტირების თარიღი: 12 September 2013.
  6. Mohammed Nura (14 September 2010). „Nigeria: The Spontaneous 'Buharism' Explosion in the Polity“. Leadership (Nigeria). ციტირების თარიღი: 12 September 2013.
  7. Ateboh, Monday. (2025-07-03) EXCLUSIVE: Ex-President Buhari is ill, hospitalised abroad en. ციტირების თარიღი: 2025-07-15
  8. Nigeria’s ex-President Muhammadu Buhari dies in London aged 82 en. ციტირების თარიღი: 2025-07-15
  9. Ugo, Chima Joseph (13 July 2025). „Breaking: Ex-President Buhari Dies at 82“. Prime 9ja Online. ISSN 3092-8907. ციტირების თარიღი: 13 July 2025.
  10. Former Nigerian leader Muhammadu Buhari dies aged 82 en-GB (2025-07-13). ციტირების თარიღი: 2025-07-13
  11. Smith, Harrison. Muhammadu Buhari, Nigerian president and ex-military ruler, dies at 82.
  12. Nwachukwu, John Owen (14 July 2025). „Shettima visits Aisha, Buhari’s children in London [PHOTOS]“. Nigeria Daily Post. ციტირების თარიღი: 15 July 2025.
  13. 13.0 13.1 Buhari to be buried in Nigeria as Tinubu orders Shettima to go to UK en (2025-07-13). ციტირების თარიღი: 2025-07-13
  14. Sunday, Ochogwu (14 July 2025). „Buhari’s burial date shifted“. Daily Post Nigeria. ციტირების თარიღი: 15 July 2025.
  15. Dzirutwe, MacDonald (14 July 2025). „Nigeria's former leader Buhari to be buried on Tuesday, official says“. Reuters. ციტირების თარიღი: 15 July 2025.
  16. 16.0 16.1 Abubaker, Mansur (15 July 2025). „Ex-Nigerian President Buhari to be buried at home“. BBC News. ციტირების თარიღი: 15 July 2025.
  17. 17.0 17.1 Ariemu, Ogaga (15 July 2025). „Buhari’s body departs UK for Nigeria“. Daily Post Nigeria. ციტირების თარიღი: 15 July 2025.
  18. Umar, Abdurrahman (15 July 2025). „UPDATED: Buhari’s Body Arrives In Daura For Burial“. Channels TV. ციტირების თარიღი: 15 July 2025. |first2=-ს აკლია |last2= (დახმარება)
  19. „JUST IN: Katsina govt announces date, place of Buhari’s burial“. Premium Times. 14 July 2025. ციტირების თარიღი: 15 July 2025.
  20. TVC News Nigeria (15 July 2025). „Live Coverage of Former President Muhammadu Buhari's State Funeral“. YouTube. ციტირების თარიღი: 15 July 2025.
  21. „BREAKING: Ex-President Buhari’s Body Arrives In Katsina For State Burial“. Sahara Reporters. 15 July 2025. ციტირების თარიღი: 15 July 2025.