კონსტიტუციური კრიზისი გამბიაში (2016-2017)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტიტუციური კრიზისი გამბიაში
Operation Restore Democracy participants.svg
თარიღი 9 დეკემბერი, 201620 იანვარი, 2017
მდებარეობა გამბია
Casus belli პრეზიდენტ იაჰია ჯამეს უარი არჩევნების შედეგების ცნობაზე.
მხარეები
გამბიის დროშა გამბია ECOWAS:
მეთაურები
გამბიის დროშა იაჰია ჯამე გამბიის დროშა ადამა ბაროუ
სენეგალის დროშა მაკი სალი
ნიგერიის დროშა მუჰამადუ ბუჰარი
განის დროშა ნანა აკუფო-ადო
ძალები
გამბიის დროშა 2 500[1] ნიგერიის დროშა:
  • რამდენიმე თვითმფრინავი[1]
  • 1 სამხედრო გემი[1]

განის დროშა:

  • 250
დანაკარგები
26 000-45 000 ლტოლვილი[2][3]

კონსტიტუციური კრიზისი გამბიაში — პოლიტიკური კრიზისი გამბიაში, რომელიც გამოიწვია პრეზიდენტ იაჰია ჯამეს უარმა პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემდეგ გადადგომაზე და ადამა ბაროუსათვის თანამდებობის გადაცემაზე.

მოქმედი პრეზიდენტი იაჰია ჯამე ქვეყანას სათავეში უდგას 1994 წლიდან. 2016 წლის 1 დეკემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მან თავდაპირველად ცნო, მაგრამ 8 დღის შემდეგ უარი განაცხადა ეღიარებინა არჩევნების შედეგები. პრეზიდენტმა ჯამემ მიმართა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს გაეუქმებინა არჩევნების შედეგები. დედაქალაქში და ქალაქ სერეკუნდაში შეიყვანა სამხედრო ძალები. საერთშორისო საზოგადოებამ ძალზედ ნეგატიურად შეაფასა იაჰია ჯამეს ქმედებები. ECOWAS-მა ქვეყანაში გააგზავნა დელეგაცია, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ პრეზიდენტი ჯამე გადადგებოდა თანამდებობიდან არჩევნების შედეგების აღიარების საფუძველზე.

მოვლენების განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებიდან მერვე დღეს 2016 წლის 9 დეკემბერს გამბიის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯამემ ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და აღნიშნა, რომ არ ცნობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არჩევნები უნდა ჩაატაროს „დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ“[4][5].

10 დეკემბერს დედაქალაქის ცენტრში გამოჩდნენ სამხედროები და დადგეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები. მსგავსი ბლოკ-პოსტები გამოჩნდა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ სერეკუნდაში. ECOWAS-ის და ლიბერიის პრეზიდენტის ელენ ჯონსონ-სირლიფის მცდელობა მოეგვარებინათ პრობლემა, წარუმატებლად დასრულდა — მათი თვითმფრინავი არ შეუშვეს ქვეყნის საჰაერო სივრცეში.

2017 წლის 1 და 2 იანვარს პრეზიდენტმა ჯამემ დახურა სამი რადიოსადგური[6][7]. 3 იანვრს ქვეყანა დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ[8][9].

17 იანვარს, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლამდე ერთი დღით ადრე, იაჰია ჯამემ ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა[10] და ტელევიზიით განაცხადა, რომ დეკემბრის არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა უცხო ქვეყნების აქტიური ჩარევა[11].

ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამე დაადანაშაულეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობაში[12].

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთნავე სენეგალის არმია განლაგდა გამბიის საზღვარზე და ემზადებოდა სამხედრო ჩარევისათვის თუკი გაეროს უშიშროების საბჭო დაამტკიცებდა სამხედრო ჩარევის საკითხს. არმიას ჰაერიდან დახმარებას დაპირდა ნიგერიის საჰაერო ძალები[13].

პოლიტიკური კრიზისის დროს გადადგა გამბიის ვიცე-პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის რვა წევრი[14].

19 იანვარს სენეგალის არმიამ გადალახა საზღვარი და შეიჭრა გამბიაში[15]. ჯარების შესვლა მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე, რომელიც მიიღეს ერთხმად[16].

21 იანვრის ღამით გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან[17][18], შემდეგ კი დატოვა ქვეყანა და გადავიდა გვინეაში[19], ხოლო გვინეიდან ეკვატორულ გვინეაში[20].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Сенегал приостановил военное вторжение в Гамбию//Русская служба BBC, 20.01.2017
  2. At least 26,000 people flee Gambia to Senegal as refugees -UN. Thomson Reuters Foundation.
  3. Baloch, Babar. (20 January 2017) Senegal: Around 45,000 have fled political uncertainty in The Gambia. წაკითხვის თარიღი: 20 January 2017.
  4. ПРЕЗИДЕНТ ГАМБІЇ ПРОГРАВ НА ВИБОРАХ, ПІСЛЯ ЧОГО АНУЛЮВАВ ЇХ
  5. Gambian president Yahya Jammeh rejects election result“, 9 December 2016. (en-GB) 
  6. Alfa Shaban, Abdur Rahman. “Gambia's intelligence chief orders closure of 'anti-Jammeh' radio station“, Africanews, 2 January 2017. წაკითხვის თარიღი: 4 January 2017. 
  7. Gambia: Two More Radio Stations Shut Down By National Forces“, AllAfrica, 3 January 2017. წაკითხვის თარიღი: 4 January 2017. 
  8. Alfa Shaban, Abdur Rahman. “Gambia's election chief slips into exile following death threats“, Africanews, 3 January 2017. წაკითხვის თარიღი: 4 January 2017. 
  9. Gambia's electoral commission chief 'goes into hiding'“, BBC News, 3 January 2017. წაკითხვის თარიღი: 4 January 2017. 
  10. State of emergency declared in The Gambia“, BBC News, 17 January 2017. წაკითხვის თარიღი: 17 January 2017. 
  11. Gambia's Yahya Jammeh declares state of emergency“, Al Jazeera. წაკითხვის თარიღი: 17 January 2017. 
  12. Gambia's President Jammeh declares state of emergency“, Reuters. წაკითხვის თარიღი: 17 January 2017. 
  13. Senegal troops move to Gambia border as Jammeh crisis grows (18 January 2017).
  14. AfricaNews. (19 January 2017) Gambia's Vice President resigns hours before Jammeh's mandate ends. წაკითხვის თარიღი: 19 January 2017.
  15. Senegalese troops enter Gambia to force longtime leader to step down, reports say.
  16. Сенегальські війська увійшли до Гамбії
  17. Gambia's Yahya Jammeh confirms he will step down“, Al Jazeera. წაკითხვის თარიღი: 20 January 2017. 
  18. Gambia's Jammeh, facing military pressure, says steps down“, Reuters, 21 January 2017. წაკითხვის თარიღი: 21 January 2017. 
  19. Ex-President Yahya Jammeh leaves The Gambia after losing election“, BBC News. წაკითხვის თარიღი: 21 January 2017. 
  20. Gambia's former leader Jammeh flies into exile in Equatorial Guinea“, Reuters. წაკითხვის თარიღი: 22 January 2017.