იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა
იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა
იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა 2013
მალის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 სექტემბერი, 2013 – 19 აგვისტო, 2020
წინამორბედიდიონკუნდა ტრაორე
მემკვიდრეასიმი გოიტა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 თებერვალი, 1994 – 15 თებერვალი, 2000
პრეზიდენტიალფა უმარ კონარე
წინამორბედიაბდულაიე სეკუ სუ
მემკვიდრემანდე სიდიბე

ეროვნული კრების თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 სექტემბერი, 2002 – 3 სექტემბერი, 2007
წინამორბედიალი ნუჰუმ დიალო
მემკვიდრედიონკუნდა ტრაორე

დაბადებული29 იანვარი, 1945
კუტიალა, საფრანგეთის სუდანი
პოლიტიკური პარტიასოციალისტური პარტია

იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა (ფრანგ. Ibrahim Boubacar Keïta; დ. 29 იანვარი, 1945, კუტიალა, საფრანგეთის სუდანი) — მალის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1994-2000 წწ.). 2013-2020 წლებში მალის პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა დაიბადა საფრანგეთის სუდანში (ამჟამად მალი) 1945 წლის 29 იანვარს. პარიზისა და ბამაკოს ლიცეუმების დამთავრების შემდეგ სწავლობდა სენეგალის დედაქალაქ დაკარში. არის პოლიტოლოგიისა და ისტორიის პროფესორი.

2013 წელს გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში[1]. ორტურიან არჩევნებში გაიმარჯვა. არჩევნების მეორე დღეს მისმა მოწინააღმდეგემ სუმაილა სისემ კეიტას გამარჯვება მიულოცა[2].

2020 წლის აგვისტოში სამხედრო გადატრიალების დროს მეამბოხეებმა დააპატიმრეს, ხოლო 19 აგვისტოს გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]