აგნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგნი - ცეცხლის ღმერთი

აგნი — ინდუისტიკურ ვედურ მითოლოგიაში სახლის კარის ცეცხლის და შეწირვის კოცონის ღმერთი. მისი ძირითადი ფუნქცია არის ადამიანებსა და ღმერთების შორის შუამავლობა. აგნის გაჩენაზე უამრავი მითი არსებობს: იგი წყალმა გააჩინა, საკუთარმა თავმა, დილის სხივებმა, დაქშის შვილია და ა.შ. აგნი ითვლებოდა დედამიწის ღმერთებს შორის უმთავრესად, რომელიც იტაცებდა შეწირულ მსხვერპლს ცეცხლის ალით და მას ღმერთებს აძლევდა. მითების თანახმად ის ერთიანია და მრავალია, რადგანაც დაიბადა სამ ადგილას — დედამიწაზე, ცაში, და წყალში; მას გააჩნია სამი საცხოვრებელი, სამმაგი ნათება, სამი სიცოცხლე, სამი ძალა, სამი თავი, სამი ენა. ითვლებოდა, რომ აგნი კეთილი იყო ადამიანთა მიმართ, აერთიანებდა განშორებულებს, მოაქვს სიმდიდრე , მაგრამ სასტიკია მტერთადმი და სიბნელისადმი.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აგნი&oldid=2376458“-დან