შინაარსზე გადასვლა

ვედური რელიგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვედიზმი)

ვედური რელიგია - ძველი ინდიელების რელიგიური მრწამსი.

ვედური რელიგია ჩაისახა პირველყოფილი თემური წყობილების დაშლის და კლასობრივი საზოგადოების ფორმირების პერიოდში, რაც აისახა უძველეს ინდურ ლიტერატურულ ძეგლში - ვედებში

ძირითადი მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვედების რელიგიას ახასიათებს ბუნების ძალთა განღმრთბა, ანიმიზმი და პრიმიტიული მაგია.

ვედური რელიგია პოლითეისტურია. მაგ:

  • ცის ღმერთი - ვარუნა
  • დედამიწის ქალღმერთი - პრიტივი
  • მზის ღმერთები სახელებით - სურია, სავიტარი, მიტრა, ვიშნუ, პუშანი
  • მთვარის ღმერთი - სომა
  • ქარიშხლის ღმერთი - რუდრა
  • ჭექა-ქუხილი ღმერთი - ინდრა
  • ცეცხლის ღმერთი - აგნი და სხვები.
  • ღმერთების დედად ითვლებოდა - ადიტი.

ღმერთები, ინდიელების აზრით, მუდმივ ომში იყვნენ ბოროტ დემონებთან - ასურებთან. ღმერთები და დემონები, თითქმის გამონაკლისის გარეშე ითვლებოდნენ პირდაპირ ბუნების გამოვლინებად.

ქონებისა და სოციალური უთანასწორობის ზრდასთან ერთად, ღმერთებმა დაიწყეს არა მხოლოდ ბუნების, არამედ სოციალური ძალების პერსონიფიკაციაც. მაგალითად, ინდამ დაიწყო მოქმედება როგორც ღმერთების მეფემ და როგორც ომის ღმერთმა, ვარუნამ - როგორც წესრიგის დამცველმა. ვარუნას მიეწერება ადამიანთა სოციალური უთანასწორობის განწმენდა და ა.შ.

ვედურ რელიგიაში ღვთისმსახურება შედგებოდა მსხვერპლშეწირვისგან, რომელსაც თან ახლდა ღმერთებისათვის საგალობლების წაკითხვა და მაგიური ფორმულების წარმოთქმა, რომლებიც გამოხატავდა თხოვნას ღვთაებების მიმართ.

თვთისმსახურებმა შექმნეს ცალკე კლასი - ბრაჰმანის ვარნა. ვედური რელიგიის ზოგიერთი დებულება, მაგ: ვედების წმინდა ხასიათი, უმაღლესი ვარნების არჩევა, ღმერთების კულტი ვიშნუ, რუდრა-შივა და ა.შ. დაცულია თანამედროვე ინდუიზმში. გვიანდელ ვედურ რელიგიას ხშირად ბრაჰმანიზმს უწოდებენ.

  • პიატიგორსკი მ., მასალები ინდური ფილოსოფიის ისტორიის შესახებ, მ., 1962;
  • ბონგარდ-ლევინ გ.მ., ილინ გ.ფ., ანტიკური ინდოეთი, მ., 1969, ch. 6;
  • რადაჰკრიშნან ს., ინდური ფილოსოფია, თარგმ. ინგლისურიდან, ტ. 1, მ., 1956;
  • ქეით ა.ვ., ვედა და უპანიშადების რელიგია და ფილოსოფია, კამბ. - L., 1925 (ჰარვარდის აღმოსავლური სერია, ტ. 31-32).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]