ერეკლე II-ის ოჯახი
ერეკლე II-ის ოჯახი — მეფე ერეკლეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა. მან სამჯერ იქორწინა. მისი შვილების ზუსტი რაოდენობა დღემდე ცნობილი არ არის. სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან. თვით ყველაზე უფრო პირუთვნელ საისტორიო წყაროებშიც კი ერთად თავმოყრილი არ არის ცნობები ერეკლეს ოჯახის წევრების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, მას ცამეტი ვაჟი და თერთმეტი ქალიშვილი ჰყავდა. ამათგან, ზოგი მათგანი დაბადებისთანავე გარდაეცვალა და ამ სამწუხარო ფაქტებს თავადვე მოსწრებია.
სხვადასხვა დროს ერეკლე II-ის მეუღლეები იყვნენ:
ერეკლე II და ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერეკლე ბატონიშვილს ნადირ-შაჰის კარზე ყოფნისას მშობლებმა საცოლედ შეურჩიეს ვახტანგ ვახუშტის ძე ორბელიანის ასული ქეთევანი.
1707 წელს ავღანეთში დაღუპულ გიორგი XI-ის თანამებრძოლ ვახუშტი ვახტანგის ძე ორბელიანს დარჩა სამი შვილი: ელიზბარი, ვახტანგი და ბანგუა (გივი ამილახვარის ცოლი). ობლები ბიძამ, ერასტი ორბელიანმა, გაზარდა. სწორედ ამ ვახტანგ ორბელიანის ასული იყო ერეკლეს საცოლე ქეთევანი.
1737 წლის თებერვლიდან 1739 წლის დეკემბრამდე ერეკლე ბატონიშვილი ნადირ შაჰის კარზე იმყოფებოდა და მასთან ერთად მონაწილეობდა ავღანეთის ლაშქრობაში. სწორედ ამ დროს შეურჩიეს მშობლებმა ერეკლეს საცოლე.
შემონახულია თამარ დედოფლის წერილი მარიამ ერასტის ასულ ორბელიანთან, რომელსაც თამარი მის ძმებთან და გივი ამილახვარსა და ბანგუასთან შუამდგომლობას სთხოვს ასულის მითხოვებაზე [Hd-14293].
ერეკლე II და ქეთევან ფხეიძე (მხეიძე)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერეკლეს პირველ მეუღლედ, თანამედროვე ისტორიკოსების უმეტესობა, უფრო ხშირად ქეთევან ვახტანგის ასულ ყაფლანიშვილ-ორბელიანს მოიხსენიებენ, მაგრამ არის სხვა, არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება. მამისა ბერძნიშვილი, სხვადასხვა ისტორიული მასალის ანალიზიდან გამომდინარე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ვახუშტი ბატონიშვილის მონათხრობია, წერს; რომ ნადირ–შაჰთან ერთად ინდოეთში ყოფნის დროს, ერეკლეს მშობლებმა მის საცოლედ შეარჩიეს ქეთევან ყაფლანიშვლი, რომელზედაც კახეთში დაბრუნებულმა ერეკლემ აღარ იქორწინა. ერეკლესაგან მიტოვებული ქეთევანი მონაზვნად აღიკვეცა და დარდისაგან მალე გარდაიცვალა. დაკრძალულია ალავერდში. ეპიტაფიაში მოხსენებულია, როგორც მეფე ერეკლეს თანამეცხედრე. "ერეკლეს პირველი მეუღლე იყო ქეთევან ფხეიძე, რომლისგანაც ერეკლეს ეყოლა პირველი ვაჟი ვახტანგ კარგი".
მამისა ბერძნიშვილი ეყრდნობა ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებს, რომელიც აღნიშნავს; – "ერეკლე... კახეთს მოვიდა მშობელთათანა... და მოგუარეს ცოლად ასული ვახტანგ ყაფლანიშვილისა, გარნა მიზეზითა განუტევა იგი და მოიყვანა იმერეთიდამ ასული ზაალ ფხეიძისა (ზოგიერთი მონაცემით – გიორგი მხეიძისა) და იქორწინა მის თანა".
სათანადო მასალის სიმცირის გამო, შეუძლებელია განსაზღვრო რომელი მონაცემია სწორი, მაგრამ პირველი ცოლისაგან ერეკლეს სამი შვილი ჰყოლია – რუსუდანი, ვახტანგ კარგი და ერთი ადრე გარდაცვლილი.
ერეკლე II და ანა აბაშიძე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, 1745 წელს ცოლად შეირთო იმერელი თავადის, ზაალ აბაშიძის ქალიშვილი ანა აბაშიძე. მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ის მხოლოდ 4-ოდე წელიწადს გაგრძელდა. ანა 1749 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია მცხეთაში. ანასაგან ერეკლეს ჰყავდა ორი შვილი — გიორგი და თამარი.
- თამარი ბატონიშვილი (მეუღლე — დავით ორბელიანი; შვილები: ივანე, მარიამი [მეუღლე — როსტომ ერისთავი], ანა [მეუღლე — აბელ ანდრონიკაშვილი], ბარბარე [ივანე ანდრონიკაშვილი], თინათინი [მეუღლე — თარხნიშვილი], ეკატერინე [მეუღლე — გიორგი ამილახვარი], ქეთევანი [ციციშვილი])
- ვახტანგ ბატონიშვილი (მეუღლე — ქეთევან კონსტანტინეს ასული ბაგრატიონ-მუხრანელი)
- ლევან ბატონიშვილი (მეუღლე — ნინო ქაიხოსროს ასული ანდრონიკაშვილი)
- გიორგი ბატონიშვილი (გიორგი XII — ქართლ-კახეთის მეფე; მეუღლე — მარიამ ირაკლის ასული ციციშვილი; შვილები: დავითი [მეუღლე — ელენე სიმონის ასული აბამელიქოვი], იოანე [მეუღლე — ქეთევან ზურაბის ასული წერეთელი; შვილი — გიორგი], ბაგრატი [მეუღლე — ეკატერინე დურმიშხანის ასული ჩოლოყაშვილი; შვილი — სპირიდონი], თეიმურაზი [მეუღლე — ელენე ოთარის ასული ამილახვარი], სოფია [მეუღლე — ლუარსაბ თარხნიშვილი; შვილები: ევსტათი, ანა და ანასტასია], ნინო [მეუღლე — დადიანი; შვილები: ლევანი, გიორგი, ქეთევანი, მარიამი, ელენა და ეკატერინე], რიფსიმე [მეუღლე — დიმიტრი ჩოლოყაშვილი; შვილი — ზაქარია], გაიანე, ბარბარე [მეუღლე — ანდრონიკაშვილი; შვილი — თამაზი]; ასევე: მიხეილი, ჯიბრაილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე, თამარი და ანა)
ერეკლე II და დარეჯან დადიანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერეკლეს მესამე მეუღლე იყო დარეჯან დადიანი, რომელზედაც მან 1749 წელს იქორწინა და მასთან ერთად თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. დარეჯანი ცნობილია დიდი ამბიციურობით. ის ხშირად სამეფო საქმეებშიც კი ერეოდა. თავისი შვილების უმრავლესობა (19 შვილი) ერეკლეს სწორედ დარეჯანისაგან შეეძინა.
# | ბატონიშვილი | ინფორმაცია | მეუღლე |
---|---|---|---|
1 | იულონ ბატონიშვილი (მეუღლე — სალომე რევაზის ასული ამილახვარი) | ||
2 | ვახტანგ ბატონიშვილი (მეუღლე — მარიამ დავითის ასული ანდრონიკაშვილი) | ||
3 | თეიმურაზ ბატონიშვილი (ანტონ II — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) | ||
4 | მირიან ბატონიშვილი (1766 ― 1834; მეუღლე — მარია ალექსანდრეს ასული ხილკოვა რუს. Мария Алексанровна Хилкова; 1788 — 1815; უშვილო) | ||
5 | ალექსანდრე ბატონიშვილი; (1770 — 1844; მეუღლეები — მარიამ სააკის ასული აღამალიანი და თამარ დავითის ასული ჭავჭავაძე; 1852 — 1933) | ||
6 | ფარნაოზ ბატონიშვილი (1775 — 1852; მეუღლე — ანა გიორგის ასული ერისთავი; შვილები: დავითი, სალომე, სოფიო, ელენე, ელისაბედი, ნინო) | ||
7 | მარიამ ბატონიშვილი (მეუღლე — დავით ციციშვილი — თბილისის მოურავი; შვილები: ევსტათი, ნიკოლოზი, იოანე, დიმიტრი, ანასტასია და ნატალია) | ||
2 | ქეთევან ბატონიშვილი (მეუღლე — ბაგრატიონ მუხრანელი; შვილები: კონსტანტინე, თეიმურაზი, გრიგოლი, დავითი, ირაკლი და ბარბარე) | ||
2 | ანასტასია ბატონიშვილი (1763 — 1838; მეუღლე — რევაზი გიორგის ძე ერისთავი; შვილები: იესე, შალვა, ბიძინა, გიორგი, თამარ) | ||
2 | ეკატერინე ბატონიშვილი (მეუღლე — გიორგი ჩოლოყაშვილი; შვილები: იოანე, დავითი და ელისაბედი) | ||
2 | თეკლე ბატონიშვილი (1776 — 1846; მეუღლე — ვახტანგ დიმიტრის ძე ორბელიანი 1769 — 1812; შვილები: ალექსანდრე და ვახტანგ) | ||
2 | ელენე ბატონიშვილი (მეუღლე — ზაქარია ანდრონიკაშვილი; შვილი — ხორეშანი [მეუღლე — ზურაბ ორბელიანი]) |
ერეკლეს შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახტანგი (ვახტანგ კარგი) (1738-1756)
- სოლომონი (გ. 1765)
- გიორგი XII
- ლევანი (1756-1781)
- იულონი (1760-1816)
- ვახტანგი (ალმასხანი) (1761-1814)
- თეიმურაზი — შემდგომში ანტონ II, კათალიკოს-პატრიარქი. (1763-1827)
- მირიანი (1767-1834)
- სოსლან-დავითი (გ. დაახ. 1767)
- ალექსანდრე ბატონიშვილი (1770-1844)
- არჩილი (გ. დაახ. 1771)
- ლუარსაბი (დ. 1772; ადრე გარდაიცვალა)
- ფარნაოზი (1777-1852)
შვილებში ზოგან ფიგურირებს – ასლამაზხანი და რამდენიმე ნაადრევად გარდაცვლილი ბავშვი, რომელთა სახელიც უცნობია.
ქალიშვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსუდანი (დ. 1744; ადრე გარდაიცვალა)
- თამარი (1747-1786) – ცნობილი სარდლის და სახლთუხუცესის დავით ორბელიანის მეუღლე.
- მარიამი (დაახ. 1750-1829)– თბილისის მოურავის დავით ციციშვილის მეუღლე.
- ელენე (1753-1786)– სოლომონ მეორის დედა, იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის ძმის, არჩილ ბაგრატიონის მეუღლე. შემდგომი ცოლად გაჰყვა ქიზიყის მოურავ ზაქარია ანდრონიკაშვილს.
- სოფია (დ. 1756; ადრე გარდაიცვალა)
- სალომე (დ. 1761; ადრე გარდაიცვალა)
- ანასტასია (1763-1838)
- ქეთევანი (1764-1840)– იოანე მუხრანბატონის მეუღლე.
- თეკლე (1775-1846)– ვახტანგ ორბელიანის მეუღლე.
- ეკატერინე (1776-1818)
- ხორეშანი
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერეკლე მეფის შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
გიორგი XII
-
იულონ ბატონიშვილი
-
თეიმურაზი, შემდგომში ანტონ II კათალიკოსი
-
უფლისწული მირიანი
-
ალექსანდრე ბატონიშვილი
-
ფარნაოზ ბატონიშვილი
-
თეკლა ბატონიშვილი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თეიმურაზ ბატონიშვილი, "მეფე ერეკლე", გაზ. ივერია, თბ.,1891წ. 51–56 გვ.
- თეიმურაზ ბატონიშვილი, დავით ბატონიშვილის ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა თინა ენუქიძემ, თბ., 1972 წ.
- ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოისა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება,ტ.IV, ტექსტი დადგენილია სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ,თბ.,1973 წ.
- პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკ. გაწერელიას რედაქციით, თბ., 1978 წ.
- იოსებ მეგრელიძე, ერეკლე მეორის 24 შვილი, ჟურნალი "ცისკარი",N 10, 1958 წ., გვ. 170.
- ქართული ეპისტოლური წყაროების კორპუსი, I, შეადგინა და შენიშვნები დაურთო მამისა ბერძნიშვილმა, თბ., 1989 წ.
- იასე ცინცაძე, აღა–მაჰმად–ხანის თავდასხმა საქართველოზე, თბ., 1969 წ.
- ალექსანდრე ჯამბაკურ–ორბელიანი, აღა–მაჰმად–ხანის შემოსვლა ქ.ტფილისში, ჟურნალი "მოამბე",N 8, თბ.,1895 წ.
- თეიმურაზ პეტრიაშვილი, "კრწანისი", დოკუმენტური მოთხრობა, ჟურნალი "მნათობი",N 3. 2007 წ. 58–59 გვ.
- თეიმურაზ პეტრიაშვილი, "კრწანისის ბრძოლა", თბ., 2016.
- ს.ზ. ქიშმიშევი, ნადირ–შაჰის ლაშქრობა გერათში, ყანდაგარსა და ინდოეთში და მისი გარდაცვალების შემდეგ განვითარებული მოვლენები სპარსეთში. თბ., 1889.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Акты, собранные Кавказской археографической комиссией: Том I., Грузинский царский дом, сс. 199-200
- ერეკლე II-ს ოჯახი
- ერეკლე მეორე და მისი დრო (დაბადების დღისადმი)
- აკაკი გელაშვილი – ერეკლე II დაარქივებული 2013-11-03 საიტზე Wayback Machine.
- მართლმადიდებლური ფორუმი. თეიმურაზ პეტრიაშვილი – ერეკლე მეორის შვილები
- ერეკლე მეფის ბიოგრაფია
- აღსასრული და გაპატიოსნება: ვინ აყალბებდა ცნობებს ერეკლე II-ის დაკრძალვის შესახებ
- ერეკლე II
- მეფე ერეკლე გატექსტებული[მკვდარი ბმული]