ელენე ბატონიშვილი
იერსახე
ელენე ბატონიშვილი (დ. 1753 — გ. 17 ივნისი, 1786) — მეფე ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის უფროსი ასული.
ელენეს ახალგაზრდობაში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავად ზაქარია ანდრონიკაშვილს, მაგრამ ერეკლე მეფე ამ კავშირის წინააღმდეგი იყო და 1770 წელს ელენე მისი ნების საწინააღმდეგოდ იმერთა მეფის სოლომონ I-ის ძმას არჩილს მიათხოვა. წყვილს შეეძინა ვაჟი დავითი, იმერეთის მომავალი მეფე სოლომონ II-ის სახელით და ორი ქალიშვილი — ბარბარე და მაია. 1775 წელს არჩილი გარდაიცვალა და ელენე თბილისში დაბრუნდა, 1785 წელს კი მეფის თანხმობით რუსეთიდან დაბრუნებულ ზაქარია ანდრონიკაშვილს გაჰყვა ცოლად. 1786 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ხორეშანი (შემდეგში ზურაბ ორბელიანის მეუღლე და პოეტ გრიგოლ ორბელიანის დედა). ელენე მალევე გარდაიცვალა. დაკრძალეს მცხეთაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძნიშვილი მაქს., მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, I, თბ., 1980, — გვ. 221-222.
- ლორთქიფანიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 625.
- ჯავახიშვილი დ., ბატონიშვილი ელენე ერეკლეს ასული ბაგრატიონი და მისი შთამომავლები, კრებ. „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, № 2 (19), 2016, — გვ. 11-20.