ანასტასია ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანასტასია ბატონიშვილი
დაიბადა 3 ნოემბერი, 1763
მარტყოფი, კახეთის სამეფო
გარდაიცვალა 17 მაისი, 1838, (74 წლის)
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
საგვარეულო ბაგრატიონები
მეუღლე(ები) რევაზი, ქსნის ერისთავი
შვილ(ებ)ი იესე ერისთავი
შალვა ერისთავი
ბიძინა ერისთავი
გიორგი ერისთავი
თამარ ერისთავი
მამა ერეკლე II, ქართლ-კახეთის მეფე
დედა დარეჯან დადიანი
რელიგია მართლმადიდებლობა

ანასტასია ბატონიშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1763 — გ. 17 მაისი, 1838) — ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და დედოფალ დარეჯან დადიანის შუათანა ასული. საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ნახევარ-და. ცოლად გაჰყვა ქსნის ერისთავ რევაზს, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა. საქართველოს ანექსიის შემდეგ ოჯახთან ერთად რუსეთში, პეტერბურგში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანასტასია ბატონიშვილი დაიბადა 1763 წლის 3 ნოემბერს, მარტყოფში. იგი იყო ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ დარეჯან დადიანის შუათანა ასული. 1797 წლის 12 ნოემბერს, 34 წლის ანასტასია ცოლად შერთეს ქსნის ერისთავ რევაზს (1757-1813), ქსნის ერისთავ გიორგის ვაჟს. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება ერისთავებსა და ბაგრატიონებს შორის, რამაც მათ შორის ალიანსი შექმნა ირანელების წინააღმდეგ. ამ დროს, რევაზის და, ანა ერისთავი დაქორწინდა ანასტასიას ძმაზე, ფარნაოზ ბატონიშვილზე. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, ერეკლე II გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე ანასტასიას უფროსი ნახევარ-ძმა, გიორგი XII ავიდა. ამ დროისათვის, ანასტასიას მთელი ქონება ერთი პატარა მამულით შემოიფარგლებოდა თბილისთან ახლოს. 1800 წელს გიორგი XII გარდაიცვალა. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია რუსეთის იმპერიამ მოახდინა. 1802 წლამდე, ანასტასია, დედოფალი დარეჯანი და მისი ქალიშვილები თბილისში, დედოფალ დარეჯანის სასახლეში ცხოვრობდნენ, ხოლო ანასტასიას ანტირუსული პოლიტიკის მატარებელი ძმები იმერეთში გაიქცნენ.

რუსებმა სამეფო ოჯახი საქართველოს მოსწყვიტეს და პეტერბურგში გადაასახლეს. აქ ანასტასიას ქმარი იმპერიის სამოქალაქო სამსახურში ჩადგა. 1825 წელს, დაქვრივებული ანასტასია პეტერბურგში გადასახლდა, სადაც თავის უმცროსი ვაჟს, გიორგის აღზრდა-განათლებაზე ზრუნავდა. ანასტასია ბატონიშვილი გარდაიცვალა 1838 წლის 27 მაისს, 74 წლის ასაკში, პნევმონიით. იგი დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრაში, პეტერბურგში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანასტასია ბატონიშვილსა და რევაზ ერისთავს ხუთი საერთო შვილი ჰყავდათ:

  1. იესე ერისთავი (გ. 1811);
  2. შალვა ერისთავი (1798-1849), იყო რუსეთის იმპერატორის ფორმალური მრჩეველი, ცოლად შეირთო ეკატერინე ორბელიანი, რომელთანაც შეეძინა შვილები. იგი მოკლა კახელმა გლეხმა ბიბა დოდაშვილმა;
  3. ბიძინა ერისთავი (1800-1876), რუსულ არმიაში მსახურობდა ოფიცრად. იგი მონაწილეობდა ქართველთა 1832 წლის შეთქმულებაში, რის გამოც რვა თვე პატიმრობაში გაატარა. იგი დაქორწინებული იყო თამარ მელიქიშვილზე, რომელთანაც ჰყავდა შვილები;
  4. გიორგი (1802-1891), რუსული არმიის ლეიტენანტ-გენერალი. ცოლად შეირთო ანა არგუტინსკ-დოლგორუკოვა, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  5. თამარ (ან მარიამ) ერისთავი (1805-1848), ცოლად გაჰყვა სიმონ აფხაზს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩიქოვანი, იური (2010), „ქსნის ერისთავები“, გვ. 11-12.
  • Berge, Adolf (1868), Acts collected by the Caucasian Archaeographic Commission, Vol. II, p. 393.
  • Montgomery, Hugh, ed. (1980). Burke's Royal Families of the World, Volume 2. London: Burke's Peerage. p. 67. ISBN 0850110297.