შინაარსზე გადასვლა

ანა აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ანა, ზაალის ასული აბაშიძე (გ. 7 დეკემბერი, 1749) — კახეთის დედოფალი, ერეკლე II-ის მეორე მეუღლე. ერეკლემ იქორწინა მასთან 1745 წელს. ჰყავდათ ორი შვილი — გიორგი (შემდეგში მეფე გიორგი XII) და თამარი.

1847 წელს მარი ბროსემ საქართველოში მოგზაურობისას ამოიკითხა სვეტიცხოველში საფლავის ქვაზე შემდეგი წარწერა:

ვიკიციტატა
„ქ. უჴმოთა ლმობითა გექვნებით ყოვლითადა მჭვრეტელთა შენდობისა ყოფად არა-რაჲ ესე, რომელი ოდესმე ვიყავ ანნა, ასული აბაშიძისა, ხოლო სძალი ქართველტა მეფისა ცხებულის თეიმურაზისა და სატრფო ფერცხალი ირაკი კახთა მეფისა. არამედ ჩემ-თჳს დიდება ესე ყოველივე აქა დაშრტა, დეკენბერსა ვ. ქრისტეს აქათ ქკსა. ჩღმთ.“

პაპუნა ორბელიანის მიხედვით ანა აბაშიძე 1749 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა.