თამარ ჭავჭავაძე (საზოგადო მოღვაწე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭავჭავაძე.
Disambig-dark.svg სიტყვას „თამარ ჭავჭავაძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თამარ ჭავჭავაძე.

თამარ დავითის ასული ჭავჭავაძე (დ. 24 იანვარი, 1852, თბილისი — გ. 1933, იქვე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე. გენერალ დავით ჭავჭავაძის ქალიშვილი, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი.

ორი წლის ასაკში, ათი თვის მანძილზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა შამილის ტყვეობაში დაღესტანში. შემდეგ იყო საიმპერატორო კარის ფრეილინა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სათავადაზნაურო გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის წვერი, გურიის გლეხების დასახმარებლად შექმნილი სახლთგადამწვართა კომიტეტის თავმჯდომარე. შეაგროვა ქართული ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები და ვენეციაში, საკუთარ ვილაში მოაწყო ქართული კულტურის მუზეუმი. დაკრძალულია მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში.

მისი მეუღლე იყო ერეკლე II-ის შვილიშვილი და ალექსანდრე ბატონიშვილის ერთადერთი ვაჟი, უგანათლებულესი თავადი ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 18 აგვისტო, 1826 – გ. 27 აპრილი, 1882). ჰყავდა ორი ქალიშვილი: ელისაბედი (1870-1942), პოეტი და მთარგმნელი (ფსევდ. საზანდარი), თავად მამუკა ივანეს ძე ორბელიანის (1873-1924) მეუღლე; ეკატერინე (1872-1917), თავად ივანე დიმიტრის ძე რატიევის (რატიშვილი) მეუღლე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თავადი ჭავჭავაძეები / ი. ჩიქოვანი: ისტ. ნარკვევი / მხატვ.: დეა ჯაბუა ; რედ.: ზეინაბ ლომჯარია - თბ. : არტანუჯი, 2002 - 130გვ. - ქართული წარჩინებული გვარები; წ. 1. ISBN 99928-0-342-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]