ეონუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეონუე
სხვა სახელები მაიარების მეთაური
ნაწარმოები სილმარილიონი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა აინურნი
კულტურა მაიარები

ეონუე (Eönwë) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი პირველად ჩნდება რომანში „სილმარილიონი“. ამასთან, ეს პერსონაჟი ნახსენები იყო სხვადასხვა ნაშრომში, რომელიც „სილმარილიონის“ გამოცემამდეც არსებობდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეონუე მანუეს მედროშეა, მაიარების მეთაური, ილმარესთან ერთად. „სილმარილიონში“ კრისტოფერ ტოლკინი ამატებს ინფორმაციას, რომ ეონუე იყო არდაში უდიდესი მებრძოლი და სწორედ ამიტომ მიუძღოდა ვალარებს ბრძოლაში. სწორედ ეონუე იყო პირველი, ვინც ეარენდილის გემს შეეგება, როდესაც უკანასკნელი ამანს მიადგა. როდესაც მანუე დათანხმდა დახმარებაზე, ეონუე შუახმელეთში გაემგზავრა, რათა ვანიარების წინამძღოლი ყოფილიყო რისხვის ომში.

როდესაც მორგოთი დამარცხდა, ეონუე ორი დარჩენილი სილმარილი თან წაიღო. ფეანორის ორმა დარჩენილმა ძემ მოიპარა სილმარილები.

მორგოთის დამარცხების შემდეგ საურონი სცადა ეონუესთან საერთო ენის შერჩევა. იმედი ჰქონდა, რომ მას აპატიებდნენ, მაგრამ ვინაიდან ეონუე მაია იყო, ისევე, როგორც საურონი, უკანასკნელს უბრძანა, ვალინორში წასულიყო, სადაც ვალარები თავად განსჯიდნენ მას. საბოლოოდ, საურონი შუახმელეთში დაიმალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]