აფსიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფსიდები (ბერძნ. hapsis, idos - თაღი, კამარა) — ერთი ციური სხეულის გარშემო მეორის მოძრაობის ორბიტის ის წერტილები, რომელთა გავლისასაც ამ სხეულებს შორის მანძილები უმცირესი ან უდიდესია. კონკრეტულ შემთხვევებში ორბიტების აფსიდებს საკუთარი სახელები აქვს. დედამიწის გარშემო მოძრავი სხეულის აფსიდებს პერიგეუმი და აპოგეუმი ეწოდება. მზის გარშემო მოძრავი სხეულისას - პერიჰელიუმი და აფელიუმი. ვარსკვლავის გარშემო - პერიასტრი და აპოასტრი. მთვარის გარშემო მოძრავი სხეულის აფსიდები იქნება პერისელენიუმი და აპოსელენიუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]