მილა კუნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილა კუნისი
Mila Kunis by Gage Skidmore 3.jpg
მილა კუნისი 2012 წელს
დაბ. თარიღი მილა კუნისი
14 აგვისტო, 1983
ჩერნოვცი, უკრაინა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1994–დღემდე
პარტნიორ(ებ)ი

მაკოლეი კალკინი (2002-2011)

ეშტონ კაჩერი (2013-)

მილენა „მილა“ კუნისი (რუს. Милена "Mилa" Кунис; უკრ. Мілена "Miлa" Куніс;[1] დ. 14 აგვისტო, 1983) — ამერიკელი მსახიობი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: „სარა მარშალის დავიწყება“, „მაქს პეინი“, „ილაის წიგნი“, „მეგობრული სექსი“ და სხვ. 2010 წელს ფილმში შესრულებული როლისთვის „შავი გედი“, მიენიჭა მარჩელო მასტროიანის პრემია. ნომინირებული იყო აგრეთვე ოქროს გლობუსზე.

მილა კუნისი დაიბადა 1983 წლის 14 აგვისტოს ქალაქ ჩერნოვცში, უკრაინაში. დედამისი ელვირა არის ფიზიკის მასწავლებელი და აფთიაქის ხელმძღვანელი, ხოლო მამამისი — მარკი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. მილას ჰყავს უფროსი ძმა მაიკლი. 1991 წელს კუნისის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში. მილა ებრაელია და მისი ოჯახის გადასახლების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ყოფილ სსრკ-ში გავრცელებული ანტისემიტიზმი. ლოს-ანჟელესში კუნისი სწავლობდა საშუალო სკოლაში. ბავშვობაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლების გამო განუვითარდა ჰეტეროქრომია, რის გამოც ერთი თვალი მწვანე აქვს, ხოლო მეორე თვალი — ცისფერი ფერის.[2] 9 წლის ასაკში ბევერლი-ჰილზში ესწრებოდა სამსახიობო სკოლას.

1998 წელს კუნისმა ითამაშა სერიალში „70-ის შოუ“, ხოლო მომდევნო წელს მულტსერიალში „გრიფინი“, სადაც ახმოვანებს მეგ გრიფინს. 2002 წლიდან კუნისი ხვდებოდა მსახიობ მაკოლეი კალკინს. 2011 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1995 ჩაიფიქრე სურვილი, მოლი Make a Wish, Molly მატილდა
1995 ტფ პირანია Piranha სიუზი
1996 მძლეოსანი სანტა-კლაუსი Santa with Muscles სარა
1997 ძვირფასო, ჩვენი თავი დავაპატარავეთ Honey, We Shrunk Ourselves ჯილი
1998 ტფ ჯია Gia ჯია
1998 კრიპენდორფის თვისტომი Krippendorf's Tribe ები
1998 მილო Milo მარტიკე
2001 სიყვარულის ვირუსი Get Over It ბეისინი
2002 ამერიკელი ფსიქოპატი 2 American Psycho 2 რეიჩელი
2004 ტონისა და ტინას ქორწილი Tony n' Tina's Wedding ტინა
2005 სტიუი გრიფინი: უთქმელი ისტორია Stewie Griffin: The Untold Story მეგ გრიფინი
2007 სექსის შემდეგ After Sex ნიკი
2007 მოძრავი მაკალისტერი Moving McAllister მიშელი
2007 ბანაკი Boot Camp სოფია
2008 სარა მარშალის დავიწყება Forgetting Sarah Marshall რეიჩელი
2008 მაქს პეინი Max Payne მონა საქსი
2009 ექსტრაქტი Extract სინდი
2010 ილაის წიგნი The Book of Eli სოლარა
2010 გიჟური პაემანი Date Night უიპიტი
2010 შავი გედი Black Swan ლილი / შავი გედი
2011 მეგობრული სექსი Friends with Benefits ჯეიმი
2012 ტედი Ted ლორი
2013 ოზი: დიდი და ძლევამოსილი Oz the Great and Powerful თეოდორა
2015 იუპიტერის აღზევება Jupiter Ascending იუპიტერ ჯონსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Both Russian and Ukrainian were official languages in the Soviet Union (Source:Language Policy in the Soviet Union by L.A. Grenoble), but Russian prevailed among Jewish population in Ukrainian cities (Source:Harvest of Despair: Life and Death in Ukraine Under Nazi Rule by Karel C. Berkhoff)
  2. Biography for Mila Kunis Englisch. Internet Movie Database. ციტატა: „Has two different eye colors: one blue, one green.“ წაკითხვის თარიღი: 28. Juli 2010.