ყულევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ყულევი
Redout Kale port. 1840s.JPG
რედუტ-კალე 1840 წელს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
თემი ყულევი
კოორდინატები 42°16′18″ ჩ. გ. 41°40′29″ ა. გ. / 42.27167° ჩ. გ. 41.67472° ა. გ. / 42.27167; 41.67472
დაარსდა 1804
ადრეული სახელები რედუტ-კალე
ცენტრის სიმაღლე 2
მოსახლეობა 280[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,9 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყულევი — საქართველო
ყულევი
ყულევი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყულევი

ყულევისოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში. ისტორიული ქალაქი რედუტ-კალე. სოფელში მოქმედებს ნავთობტერმინალი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის შესართავთან, შავი ზღვის ნაპირას. ზღვის დონიდან 2 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 18 კილომეტრით, ფოთიდან 15 კმ-ით. ყულევი წარმოადგენს ერთ ქუჩას, რომელიც გასდევს მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირს გაღმა ქარიატადან ზღვამდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყულევის ტერიტორია დასახლებული იყო ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში. გამოვლენილია ორი ნამოსახლარი. ერთი მდინარე ხობის მარჯვენა მხარეს, ზღვის ნაპირას, და მეორე მისგან 300 მეტრზე, მდინარე ცივზე. მეორე ნამოსახლარის ზედა უგვიანესი ფენა ქალაქის ტიპის დასახლებადაა მიჩნეული.

1804 წელს ხობისწყლის შესართავში დაარსდა დასახლება სახელწოდებით რედიტ-კალე. მისი დაარსება უკავშირდება ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილების განლაგებას და რედუტის მოწყობას. რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ-კალის მნიშვნელობა 1821 წლიდან, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა. ამ დროს მისი მოსახლეობა 400 ადამიანი იყო, ხოლო გარნიზონში 600-700 ჯარისკაცი იდგა. 1822 წელს რედუტ-კალეში ინგლისური საქონლის სავაჭრო დუქანი გახსნა იაკობ მარმა. ვაჭრების უმეტესობა იყო სომეხი და ბერძენი. 1846 წელს დასახლებამ სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო.[2] ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე ჯერ ოსმალეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს ოსმალებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 280 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1864[3] 385
1876[4] Increase2.svg 617 331 286
1897[5] Increase2.svg 780
1910[6] Increase2.svg 787 408 379
1922[5] Decrease2.svg 729
1926[5] Increase2.svg 872
2002[7] Decrease2.svg 359 170 189
2014[1] Decrease2.svg 280 145 135

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 662, თბ. 1986 წელი.
  • პაჭკორია მ., რედუტ-კალე ყულევი, თბ., 1968;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]