ქალის ტვირთი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქალის ტვირთი — ქართული მხატვრული ფილმი, გადაღებული 1957 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ქეთევან ატახნელი მეტეხის ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონრებს, ზურაბ გურგენიძეს შეიფარებს და ამ დღიდან მოძრაობის გულშემატკივარი ხდება. ახატნელების ოჯახში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. არალეგალური საქმიანობისთვის დაპატიმრებული ძმის ციხიდან დასახსნელად ქეთო ჟანდარმთა რომისტრს, კლიმიაშვილის მიყვება ცოლად. იგი ცოლს აგენტს მიუჩენს და გურგენიძის ორგანიაზაციას აღმოაჩენს. ქეთო იძულებული გახდება ამხანაგების გადასარჩენად ქმარი მოკლას, მაგრამ კლიმიაშვილი საპასუხო გასროლას მოასწრებს. დაჭრილი ქეთო რევოლუციონერებს საფრთხის შესახებ შეატყობინებს და ზურაბს ხელში ჩააკვდება.

ფილმის გადამღები ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]