გივი ჭიჭინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გივი ჭიჭინაძე
დაბ. თარიღი 12 აგვისტო 1934(1934-08-12)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 13 ნოემბერი 1999(1999-11-13) (65 წელი)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი და პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
პერიოდი XX საუკუნე

გივი ჭიჭინაძე (დ. 12 აგვისტო, 1934, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 1999, თბილისი) — XX საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტი და მსახიობი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ქორეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1953 წელს ჩაირიცხა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს და მუშაობა დაიწყო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული.

მომდევნო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრად, საბავშვო თეატრების სამხატვრო კოლეგიის წევრად. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართველმა ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი პოემებისა და ლექსების კრებული: "წია-წია პაწია", "წყაროსთვალი", "დათუნია-დრუნჩა", "ია, მზე და იამზე", "თაგვმა კატა დაიჭირა", "ვინ ადხატავს ცხრათვალა მზეს", "ყველაზე, ლამაზი", "რა ახარებთ პინგვინებს", "ოქროყანა-მზისყანა".

გივი ჭიჭინაძეს გამოქვეყნებული აქვს ლირიკული ლექსების ორი კრებული: "გამოღვიძება" და "ნოემბრის ქარი".

მისი პიესები "უცნაური ბიჭი", "საბედისწერო ოპერაცია", უკანასკნელად კივის მატარებელი", "იისფერა", "არა შეჯდა მწყერი ხესა", ჯადოსნური ბურთი" წარმატებით იდგმებოდა თეატრის სცენაზე.

სამსახიობო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის სცენაზე მან განასახიერა როლები: ოპტიმისტენკო- ვლადიმერ მაიაკოვსკის "აბანო", ბობჩინსკი- ნიკოლოზ გოგოლის, "რევიზორი" ჯეკობს უმცროსი, ილფისა და პეტროვის "მშვიდობის კუნძული".

რუსთაველის სახელობის სცენაზე მან განასახიერა შემდეგი როლები: ივანიკა- გაგა ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", ივლიანე- გ.ხუხაშვილის "ზღვის შვილები", ნიკოლ - ჟან მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო", ვანგი- ბერტოლტ ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", გენერალი ბერდოსანი - შალვა დადიანის "გუშინდელნი", რწმუნებული - პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე", ქიმიის მასწავლებელი - ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" , ლეონტი -ალექსანდრე ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე", გაგა ნახუცრიშვილის "სალამურა" - კინა-ლოკო. გივი ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1999 წლის 13 ნოემბერს, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[1]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელი როლი შენიშვნა
1968 ფერისცვალება
1971 წუთისოფელი
1974 მინდვრის ყვავილი
1976 იყო და არა იყო რა
ნატვრის ხე
1982 სამი ალიყური
1988 დანაშაული მოხდა
1991 სიბრძნე სიცრუისა
1995 წითელი პათეფონი[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]