გიორგი ხუხაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გიორგი ხუხაშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1925, ბანძა2 სექტემბერი, 2004, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, დრამატურგი, პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალების „ნიანგისა“ და „ცისკრის" რედაქციებში; თბილისის „სახელმწიფო გამომცემლობაში“, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირში, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“; 1945 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი; პირველი წიგნი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებული „მწერალი და ცხოვრება“ გამოსცა 1956 წელს. 1957 წელს გამოსცა საბავშვო პოემების კრებული. ავტორია პიესებისა „ზღვის შვილები“ (1962), „ცხოვრება კაცისა“ (1970). გამოსცა ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებულები „მწერალი და დრო“ (1962), „ლიტერატურული წერილები“ (1970), „დრო და თანამედროვენი“ (1977).

მის შემოქმედებაში თბილისის თემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა; 1960 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მისი პოემა თბილისზე „ლურჯი ფანჯრები“ (წიგნად გამოვიდა 1980 წელს); თბილისის ცხოვრებაზეა დაწერილი დრამები: „მთაწმინდის მთვარე“, „ცხოვრება კაცისა“, „მოსამართლე“, „მეათეკლასელები“, „დაბრუნება ბარათაშვილისა“, „დაბრუნება ფიროსმანისა“ და სხვა; მან თბილისს უძღვნა ლექსები: „ჩუღურეთი“, „ძველი თბილისის გახსენება“, „იმპრესიონისტების გამოფენა თბილისში“, ლირიკული ეტიუდები; მისი პიესისათვის „მთაწმინდის მთვარე“ კომპოზიტორმა გიორგი ცაბაძემ დაწერა სიმღერა ხუხაშვილისავე ლექსზე „სიმღერა თბილისზე“; თბილისისადმი მიძღვნილი პიესები სხვადასხვა დროს იდგმებოდა დედაქალაქის თეატრებში; კრებულ „სონეტებში“ (1998), რამდენიმე სონეტი თბილისს ეძღვნება.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სონეტები,- თბილისი, , 1998.
  • ბიბლიური მოტივები: რჩეული ლექსები - თბილისი, 1992
  • დროის კვალდაკვალ, 1984
  • დღიურები ჩემი ქალაქიდან, 1981
  • პიესები - თბილისი, 1975
  • ცხოვრება კაცისა, თბილისი, 1970
  • ლიტერატურული წერილები - თბილისი, 1970

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]