ბუტროს ბუტროს-გალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუტროს ბუტროს-გალი
ბუტროს ბუტროს-გალი
გაეროს გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1992 – 31 დეკემბერი, 1996
წინამორბედიხავიერ პერეს დე კუელიარი
მემკვიდრეკოფი ანანი

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ნოემბერი, 1977 – 15 დეკემბერი, 1977
პრეზიდენტიანვარ სადათი
წინამორბედიისმაილ ფაჰმი
მემკვიდრემუჰამად იბრაჰიმ ქამალი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 სექტემბერი, 1978 – 17 თებერვალი, 1979
პრეზიდენტიანვარ სადათი
წინამორბედიმუჰამად იბრაჰიმ ქამალი
მემკვიდრემუსტაფა ხალილი

დაბადებული14 ნოემბერი, 1922
კაირო, ეგვიპტე
გარდაცვლილი16 თებერვალი, 2016
კაირო, ეგვიპტე
მეუღლელეია მარია ბუტროს-გალი
რელიგიაკოპტი-ქრისტიანი

ბუტროს ბუტროს-გალი (არაბ. بطرس بطرس غالي; დ. 14 ნოემბერი, 1920, კაირო, ეგვიპტე — გ. 16 თებერვალი, 2016, კაირო, ეგვიპტე) — ეგვიპტელი პოლიტიკოსი, იურისტი და დიპლომატი. გაეროს მე-6 გენერალური მდივანი (1992-1996 წწ.). აფრიკის კონტინენტის პირველი წარმომადგენელი გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუტროს ბუტროს-გალი დაიბადა კოპტურ ოჯახში[1]. კაიროსა და პარიზის უნივერსიტეტებში შეისწავლა პოლიტოლოგია, ეკონომიკა და სამართალი. 1992 წელს აირჩიეს გაეროს გენერალურ მდივნად. თანამდებობაზე შეცვალა ხავიერ პერეს დე კუელიარი[2].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1949-1977 წლებში იყო კაიროს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი. 1967-1968 წლებში პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი. გარდა ამისა, იგი ასწავლიდა საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობებს აფრიკის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტებში.

ბუტროს ბუტროს-გალი იყო, არაბული სოციალისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის და პოლიტიკური საბჭოს წევრი 1974-1977 წლებში. საერთაშორის სამართლის ჰააგის აკადემიური კვლევითი ცენტრის დირექტორი 1963-1964 წლებში. საერთაშორისო სამართლის ეგვიპტური საზოგადოების წევრი 1965 წლიდან. 1975 წლიდან პოლიტიკური და სტრატეგიული კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი. 1978 წელს იყო საერთაშორისო სამართლის ჰააგის აკადემიური კვლევითი ცენტრის კურატორიული ადმინისტრაციის წევრი.

ბუტროს-გალიმ დააარსა გამომცემლობა „ალჰამ იქტისიადი“, რომლის რედაქტორიც იყო 1960-1975 წლებში. 1991 წლის დეკემბრამდე ასევე ხელმძღვანელობდა „ალ-სეიზა ალ-დუელიას“.

ბუტროს ბუტროს-გალის პოლიტიკური კარიერა იწყება ქაიროდან, როდესაც ეგვიპტის პრეზიდენტი იყო ანვარ ალ-სადათი. ბუტროს-გალი 1974-1977 წლებში იყო არაბთა სოციალისტური გაერთიანების ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1977-1991 წლებში კი აქტიურად იყო ჩართული ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში. ბუტროს ბუტროს-გალი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ეგვიპტე-ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებაში. 1977 წელის ნოემბერში, ის თან ახლდა ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ ალ-სადათს ისრაელში ვიზიტისას. 1978 წელს კი კემპ-დევიდის ხელშეკრულების ერთ-ერთი ხელმომწერია.

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 1 იანვარს ბუტროს ბუტროს-გალიმ დაიკავა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა. იგი რიგით მე-6 გენერალური მდივანი და ასევე, აფრიკის კონტინენტის პირველი წარმომადგენელი.

არჩევნების პროცესში ბუტროს ბუტროს-გალის მთავარი ოპონენტი, ზიმბამბვეს წარმომადგებელი ბერნარდ ჩინძერო იყო, რომელიც მესამე რაუნდის მონაცემებით ერთი ხმით ლიდერობდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყნამ თავი შეიკავა ჩინძეროს კანდიდატურის მხარდაჭერისგან, მეხუთე რაუნდში ბუტროს ბუტროს-გალიმ ხმათა უმრავლესობით მოიპოვა გამარჯვება.

ბუტროს ბუტროს-გალი გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხავიერ პერეს დე კუელიარი შეცვალა.

მმართველობის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუტროს ბუტროს-გალის თანამდებობაზე ყოფნა მოუწია ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც გაჩნდა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მოლოდინი, როგორც ამას ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში და მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი ამბობდნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კოლექტიური უსაფრთხოების და რეგიონალური დავების მოგვარების პროცესში შედიოდა.

ბუტროს-გალის სახელი უკავშირდება „დღისწესრიგი მშვიდობისთვის“ დოკუმენტის მიღება 1992 წელს, რომელიც მოიცავდა სამ მნიშვნელოვან მოვალეობას, რომლის შესრულებაც ეკისრებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას:

  • დემოკრატიის პრინციპების წახალისება;
  • გაეროს პრევენციული დიპლომატია კრიზისების თავიდან ასაცილებლად;
  • გაეროს სამშვიდობო როლის გაფართოება.

ბუტროს ბუტროს-გალის რამდენიმე მნიშვნელოვანი მსოფლიო კრიზისის პერიოდში მოუწია მოღვაწეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მთელი მისი მმართველობის პერიოდი მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი ადმინისტრაციასთან ღია დაპირისპირებაში. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა სომალის სამოქალაქო ომის პერიოდში და რუანდის გენოციდის დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით გაეგზავნა ჯარები.

ასევე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იუგოსლავიის ომი, რა დროსაც განსაკუთრებით დაეცა ბუტროს ბუტროს-გალის რეიტინგი, მას აკრიტიკებდნენ გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არაეფექტურობის გამო.

ბუტროს ბუტროს-გალიმ თავისი კანდიდატურა წარადგინა 1996 წლის გაეროს გენერალური მდივნის არჩევნებზე, კიდევ ერთი ვადით ასარჩევად. მის კანდიდატურას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლმა მადლენ ოლბრაიტმა ვეტო დაადო.

საბოლოოდ 1997 წლის 1 იანვარს ბუტროს ბუტროს-გალი ამავე თანამდებობაზე, კოფი ანანმა შეცვალა.

შემდეგი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბუტროს ბუტროს-გალი მოღვაწეობა კაიროში, ეგვიპტეში გააგრძელა. 1997-2002 წლებში ის იყო „ფრანკოფონის“ გენეალური მდივანი. 2003-2006 წლებში კი „სამხრეთის ცენტრის“ ბორდის თავმჯდომარე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუტროს ბუტროს-გალის თავისი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს საპატიო ხარისხი 24 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის საპატიო ხარისხი შემდეგი უნივერსიტეტებიდან:

  • პოლიტიკური კვლევების პარიზის უნივერსიტეტი;
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია;
  • ლოუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი;
  • ლავალის უნივერსიტეტი;
  • მონტოკის უნივერსიტეტი;
  • კარლეტონის უნივერსიტეტი;
  • კვებეკის უნივერსიტეტი შიკუტიმში;
  • ჩარლზ მესამის უნივერსიტეტი მადრიდში;
  • ბუქარესტის უნივერსიტეტი;
  • ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ჰაიფას უნივერსიტეტი;
  • ვენის უნივერსიტეტი;
  • მელბურნის უნივერსიტეტი;
  • სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ვასედას უნივერსიტეტი;
  • ბორდოს უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]