ბოსნია-ხორვატიის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბოსნია-ხორვატიის ომი
ბოსნიის ომის და იუგოსლავიის ომების ნაწილი
Croat–Bosniak War collage.jpg
საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით: მოსტარის ხიდის ნანგრევები მოსტარში, NATO-ს განხორციელების ძალის ფრანგული არტილერიის რაზმი პატრულირებისას მოსტარში; ხორვატიული ომის მემორიალი ვიტეცში; ბოსნიური ომის მემორიალი სტარი ვიტეცში; ნოვი ტრავნიკის ხედი ომისას.
თარიღი 1992 წლის 18 ოქტომბერი — 1994 წლის 23 თებერვალი
მდებარეობა
შედეგი ვაშინგტონის შეთანხმება
ტერიტორიული
ცვლილებები
ბოსნია და ჰერცოგოვინის ფედერაციის ჩამოყალიბება
მხარეები
Flag of the Croatian Republic of Herzeg-Bosnia.svg ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა
ხორვატიის დროშა ხორვატია
Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა
მეთაურები
ხორვატიის დროშა ფრანიო ტუჯმანი
ხორვატიის დროშა გოჯკო სუსაკი
ხორვატიის დროშა ჯანკო ბობეტკო
Flag of the Croatian Republic of Herzeg-Bosnia.svg მათე ბობანი
Flag of the Croatian Republic of Herzeg-Bosnia.svg მილივოი პეტკოვიჩი
Flag of the Croatian Republic of Herzeg-Bosnia.svg სლობოდან პრალიაკი
Flag of the Croatian Republic of Herzeg-Bosnia.svg ანტე როსო
Flag of the Croatian Republic of Herzeg-Bosnia.svg ვალენტინ ჩორიჩი
Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg ალია იზეთბეგოვიჩი
Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg სეფერ ჰალილოვიჩი
Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg რასიმ დელიჩი
Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg ენვერ ჯადჟიჰასანოვიჩი
Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg არიფ პასალიჩი
Flag of Bosnia and Herzegovina (1992–1998).svg მეჰმედ ალაგიჩი
ძალები
40 000–50 000 მებრძოლი (1993 წელი)[1] 100 000–120 000 მებრძოლი (1993 წელი)[2]

ბოსნია-ხორვატიის ომი — სამხედრო შეიარეღებული კონფლიქტი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას (რომელსაც მხარს ხორვატია უჭერდა) შორის. გაგრძელდა 1992 წლის 18 ოქტომბრიდან 1994 წლის 23 თებერვლამდე. კონფლიქტი ხშირად მოიხსენიება როგორც „ომი ომში“, რადგანაც ის იყო უფრო დიდი ბოსნიის ომის ნაწილი. თავდაპირველად ბოსნიელები და ხოვრატიელები ალიანსში ერთად ებრძოდნენ იუგოსლავიის სახალხო არმიას (JNA) და სპრსკას რესპუბლიკის არმიას (VRS). უკვე 1992 წლისათვის დაძაბულობები ბოსნიელებსა და ხორვატიელებს შორის იზრდებოდა. მათ შორის პირველი შეიარაღებული ინციდენტი მოხდა 1992 წლის ოქტომბერში ცენტრლურ ბოსნიაში. მხარეებმა სამხედრო ალიანსი 1993 წლამდე შეინარჩუნეს, როდესაც ბოსნიასა და ხორვატიას შორის პატარა კონფლიქტები ომში გადაიზარდა.

ბოსნია-ხორვატიის კონფლიქტის ესკალაცია ცენტრალურ ბოსნიაში მოხდა და მალევე გავრცელდა ჰერცეგოვინაში, კონფლიქტის ძირითადი ნაწილი ამ ორ რეგიონში მიმდინარეობდა. ბოსნიელები ორგანიზირებულნი იყვნენ ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში (ARBiH), ხოლო ხორვატიელები ხორვატიის თავდაცვის საბჭოში (HVO). ომი ძირითადად შედგებოდა არარეგულარული კონფლიქტებით და უამრავი ხელმოწერილი და უამრავი ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმებებით. მიუხედავად ომისა ხორვატიელები და ბოსნიელები რჩებოდნენ მოკავშირეებად ტესანის, სარაევოს და ბიჰაჩის რეგიონებში. საერთაშორისო საზოგადოებამ აუმრავი სამშვიდობო შეთანხმების გეგმა წარადგინა მაგრამ ყოფელი მათგანი უშედეგო აღმოჩნდა. 1994 წლის 23 თებერვალს მიღწეული იქნა ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეთანხმება და 1994 წლის 14 მარტს ხელი მოეწერა ვაშინგტონის ხელშეკრულებას. ხელშეკრულებამ გამოიწვია ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციის შექმნა და ხელი შეუწყო საერთო სამხედროო პერაციებს სერბითის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რამაც რეგიონში ძალათა ბალანსი შეცვალა და ბოსნიის ომის დასრულება გამოიწვია.

საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე (ICTY) 17 ხორვატიის და 2 ბოსნია-ჰერცოგოვინას ოფიციალური პირი გაასამართლა ომის დანაშაულებების ჩადენის ბრალდებით. ICTY-მა მიიღო გადაწყვეტილება რომ ხორვატიას სრული კონტროლი ჰქონდა ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკაზე და შესაბამისად კონფლიქტიც საერთაშორისო იყო.

წინაპერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნია და ჰერცოგოვინას ეთნიკური შემადგენლობა 1991 წელს

1990 წლის ნოემბერში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში პირველი თავისუფალი არჩევნები ჩაატარდა, რომელშიც ნაციონალისტმა პარტიებმა გაიმარჯვეს. ეს პარტიები იყო: დემოკრატიული მოქმედების პარტია (SDA), ალია იზეთბეგოვიჩის მეთაურობით; სერბული დემოკრატიული პარტია (SDS), რადოვან კარადჟიჩის მეთაურობით და ბოსნია და ჰერცოგოვინის ხორვატიული დემოკრატიული გაერთიანება (HDZ BiH), სტიეფან კლიუიჩი. იზეთბეგოვიჩი აირჩიეს როგორც ბოსნია და ჰერცოგოვინის საპრეზიდენტობის თავმჯდომარე, ბოსნია და ჰერცოგოვინის ხორვატიული დემოკრატიული გაერთიანება იურე პელივანი არჩეული იქნა მინისტრთა კაპინეტის თავმჯდომარედ და. სერბული დემოკრატიული პარტია მომჩილო კრაინსკი ბოსნია და ჰერცოგოვინის პარლამენტის სპიკერად.[3]

1990 და 1991 წლებში, სერბებმა ხორვატიასა და ბოსნია და ჰერცოგოვინაში გამოაცხადეს რამდენიმე „სერბული ავტონომიური რეგიონი“ მომავალში მათი გაერთიანებოსა და „დიდი სერბეთის“ ჩამოყალიბების მიზნით. სერბებმა ამ ტერიტორიების დასაცავად გამოიყენეს კარგად აღჭურვილი იუგოსლავიის სახალხო არმია გამოიყენეს (JNA).[4] 1990 წლის სექტემბერში ან ოქტომბერში, JNA-მა დაიწყო ბოსნიელი სერბების შეიარაღება და პარტიზანებად გაწვრთნა. 1991 წლის მარტისათვის, JNA-მა 51 900 ცეცხლსასროლი იარაღი დაურიგა სერბ პარამილიტარისტებს და 23 298 SDS-ს.[5]

1991 წლის დასაწყისში, იუგოსლავიის ექვსივე რესპუბლიკის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს იუგოსლავიის კრიზისის გადაჭრის მიზნით. სერბული ხელმძღვანელობა უპირატესობას ანიჭებდა და ერთადერთ გამოსავლად მიაჩნდა ფედერალური გადაწყვეტა, ხორვატებს და სლოვენიელებს დამოუკიდებელი სახელმწიფოების ალიანსი სურდათ. 1991 წლის 22 თებერვალს იზეთბეგოვიჩიმა წამოაყენა ასიმეტრიული ფედერაციის იდენა, სადაც სლოვენია და ხორვატია შეინარჩუნებდნენ სუსტ კონტაქტს დანარჩენ 4 რესპუბლიკასთან. ცოტა ხნის შემდეგ, მან შეიცვალა იდეა და აირჩია სუვენერული ბოსნია როგორც მსგავსი ფედერაციის წინაპირობა.[6] 1991 წლის 25 მარტს, ხორვატიის პრეზიდენტი ფრანიო ტუჯმანი შეხვდა სერბეთის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის კარაგეორგიევოში, ბოსნია და ჰერცოგოვინის დაყოფის გადასაწყვეტად.[7][8] 6 ივნისს, იზეთბეგოვიჩიმა და მაკედონიის პრეზიდენტმა კირო გლიგოროვმა წარმოადგინეს სუსტი კავშირი ხორვატიას, სლოვენიისა და დანარჩენი 4 რეპუბლიკის ფედერაციის შორის, რომელიც მილოშევიჩმა უარყო.[9] 13 ივლისს, ნიდერლანდების მთავრობა, რომელიც მაშინ ევროპის კავშირს მეთაურობდა, წარმოადგინა შეთავაზება რომ ევროკავშირს ეღიარებინა იუგოსლავიის საზღვრების ცვლილება რაც ევროპის კავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ უარყო.[10] 1991 წლის ივლისში, რადოვან კარადზიჩმა, SDS-ს პრეზიდენტი, და მუჰამედ ფილიპოვიჩმა, მუსლიმი ბოსნიელების ორგანიზაციის (MBO) ვიცე პრეზიდენტი, შეადგინეს ხელშეკრულება სერბებსა და ბოსნიელებს შორის, რომელიც ბოსნიას სერბეთთან და მონტენეგროსთან ერთად სახელმწიფო კავშირში ტოვებდა. HDZ BiH-მა და ბოსნია და ჰერცოგობვინის სოციალ დემოკრატიული პარტიამ (SDP BiH) შეტანხმებას შეეწინააღმდეგნენ და ანტი-ხორვატიული და ღალატი უწოდეს. მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველ ინიციატივას მიესალმებოდა ხელშეკრულება იზეთბეგოვიჩიმაც უარყო.[11][12]

1991 წლის ივლისიდან 1992 წლის იანვრამდე, ხორვატიის დამოუკიდებელი ომისისას, JNA და სერბი პარამილიტარისტები იყენებდნენ ბოსნიურ ტერიტორიებს ხორვატიაზე თავდასხმების განხორცილებისათვის.[13] ხორვატიის მთავრობამ ჰერცეგოვინის რეგიონში ხორვატების შეიარაღება დაიწყო 1991 წლის ოქტომბერში ან ნოემბერში,[14] რთაც მოელოდნენ რომ ერბები ომს ბოსნია და ჰერცეგოვინაშიც დაიწყებდენ,[15] ამან ასევე ხელი შეუწყო ბოსნიური საზოგადოებების შეიარაღებას.[13] 1991 წლის მიწურულს, დაახლოებით 20 000 ხორვატიელი ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, ძირითადან ჰერცეგოვინის რეგიონიდან, შეუერრთდა ხორვატიის ეროვნულ გვარდიას.[16] ხორვატიის ომისას, ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალია იზეთბეგოვიჩმა გააკეთა სატელევიზიო მიმართვა სადაც ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და განაცხადა რომ „ეს არ არის ჩვენი ომი“. მთავრობა სარაევოში არ იღებდა არანაირ ზომებს თავდაცვის ზომებს ბოსნიელი სერბების და JNA-გან შესაძლო თავდასხმისგან.[17][18]

1991 წლის 12 ნოემბერს, შეხვედრაზე, რომელსაც დარიო კორდიჩი და მათე ბობანიხელმძღვანელობდნენ, HDZ BiH-ის ადილობრივმა ლიდერებმა მიაღწიეს შეტანხმებას რომ წამოეწყოთ „ძველი ოცნება, საერთო ხოვრატიული სახელმწიფო“ და გადაწყვიტეს რომ ხორვატიის ბანოვინას გამოცხადება ბონია-ჰერცოგოვინაში იყო „პირვლი ნაბიჯი სუვერენული ხორვატიის ეთნიკურ და ისტორიულ საზღვრებში ჩამოყალიბებიაკენ.“[19] ამავე დღეს, ბოსნიური პოსავინას ხორვატიული საზოგადოება ბოსნიის ჩრდილო-დასავლეთ მუნიციპალიტეტებში. 18 ნოემბერს, ჩამოყალიბდა ჰერცგ-ბოსნიის ხორვატიელთა ავტონომიური საზოგადოება (HZ-HB), HZ-HB-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს რომ მათ არ ჰქონდათ სეპარატისტული მიზნები და ემსახურებოდნენ „თვითმმართველობის სამართლებრივ საფუძვლების“ აღსრულებას, მათ დადეს პირობა რომ პატივს სცემდნენ ბოსნია-ჰერცოგოვინას მთავრობას, იმ პირობით რომ ის იქნებოდა დამოუკიდებელი „ყოფილი და ნებისმიერი სახის მომავალი იუგოსლავიისგან“[20] ბობანი აირჩიეს ჰერცგ-ბოსნიის ხორვატიელთა ავტონომიური საზოგადოების პრეზიდენტად.[21] მათი ჩასახვიდან ჰერცგ-ბოსნიის და HVO-ს ლიდერები ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდნენ ხორვატიის მთავრობასა და ხორვატიის არმიასთან (HV).[22] ხორვატიის უზენაესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, ტუჯმანმა განაცხადა რომ ჰერცგ-ბოსნიის დაარსებას ბოსნია-ჰერცოგოვინისგან გამოყოფის მიზანი. 23 ნეომბერს, ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის მთავრობამ ჰერცგ-ბოსნია არასემართლებრივადგამოაცხადა.[23]

HDZ BiH-ის ლედერები ვერ შეთანხმდენენ ორი სხვადასხვა ხორცატიის საზოგადოების ჩამოყალიბების თაობაზე. პარტიის პრეზიდენტი, სტიეფან კლიუიჩი, ეწინააღმდეგებოდა სვლას, როდესაც პარტიის წარმომადგენლები ჰერცეგოვინიდან, ცენტრალური ბოსნიიდან და ბოსნიური პასავინდან ემხრობოდნენ მას.[24] 1991 წლის 27 დეკემბერს, ჩატარდა HDZ ხორავტიის და HDZ BiH-ის შეხვედრა, რომელსაც ტუჯმანი თავმჯდომარობდა. აქ განიხილეს ბოსნია-ჰერცეგოვინის მომავალი, სხვადასხვა აზრები ამ საკითხის შესახებ და ხორვატიული პოლიტიკური სტრატეგია. კლიუიჩს სურდა ხორვატი უმცირესობის ბოსნია და ჰერცეგოვინაში დარჩენა, ის გააკრიტიკა ტუჯანმა იზეთბეგოვიჩის პოლიტიკასტან მსგავსების გამო.[25] ბობანი ფიქრობდა რომ თუ ბოსნია-ჰერცეგოვინა დაიშლებოდა ან იუგოსლავიაში დარჩებოდა მაშინ ჰერცგ-ბოსნიას დამოუკიდებელ ხორვატიულ სახემწიფოდ უნდა გამოეცხადებულიყო „რომელიც შემდეგში ხორვატიას უნდა მიერთებოდა მაგრამ მხოლოდ ხორვატიის ლიდერების გადაწყვეტილებით.“ კორდიჩი, ჰერცგ-ბოსნიის ვიცე-პრეზიდენტი, ირწმუნებოდა რომ ხორვატების სლისკვეთება ჰერცგ-ბოსნიაში განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ რაც გაკეთდა განცხადება ტრავენკის ხორვატიაში შესვლის სურვილის შესახებ, „ნებისმიერ ფასად [...] ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება ჩაითვლება ღალატად, გადაარჩინეთ ხორვატიული მიწა ჰერცგ-ბოსნიაში განადგურებისაგან.“ [26] იგივე შეხვედრაზე, ტუჯმანმა თქვა რომ „სუვერენიტეტის თვალსაზრისით ბოსნია და ჰერცეგოვინას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია“ და გასცა რეკომენდაცია რომ ხორვატიის პოლიტიკა უნდა ყოფილიყო „ბოსნია და ჰერცეგოვინის სუვერენიტეტის დაცვისაკენ მიმართული, მანამ სანამ ეს ხორვატიას დააკმაყოფილებს.“[27] მან ეს იდეა დააფუძნა იმ აზრზე რომ სერბეთი არ მიიღეს ბოსნია დაჰერცეგოვინ და ბოსნიელ წარმომადგენლებს არ სურდათ იუგოსლავიაში დარჩენა[25] ტუჯმანმა გამოაცხადა „დროა ვისარგებლოთ სიტაციით და შევკრიბოთ ყველა ხორვატი ყველაზე დიდ შესაძლო საზღვრებში.“[28]

„მომეცით ნება გითხრათ. ბევრი ვინც იქ ზის და ემხრობა ბოსნია და ჰერცეგოვინის კანტონიზაციას მოუწევთ დიდ სერბეთში ცხოვრება, მე კი ავსტრალიაში გავემგავრები“
— სტიეფან კლუიჩის კომენტარი მისი გადაყენების შემდეგ[29]

1992 წლის 2 იანვარს, გეოიკო სუსაკმა, ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, და JNA-ის გენერალმა ანდრიეა რასეტამ ხელი მოაწერეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას სარევოში. JNA-მ სამხედროები კრაინას სერბული რესპუბლიკიდან ბოსნია და ჰერცეგოვინაში გადაიყვანა და განათავსა მნიშვნელოვანი ქალაქებისაკენ მიმავალ გზაზე.[30] 16 იანვარს, ხორვატიის დამოუკიდებლობის აღნიშვნა დაიწყო ბუსოვაკაში. კოედიჩმა გამოაცხადა რომ ბუსოვაკაში მცხოვრები ხორვატები იყვნენ გაერთიანებული ხორვატიული სახელმწიფოს ნაწილი და თქვა რომ ჰერცგ-ბოსნია და ბუსოცაკა „ხორავატიული მიწაა და ეს უბრალოდ ასე იქნება.“ HVO-ს მეთაურიმა იგნაკ კოსტრომანმა ასევე ისაუბრა და თქვა „ჩვენი ძვირფასი ხორვატიის ყველა ნაწილს მივიერთებთ ნებისმიერი ხერხით.“[19] 27 იანვარს გამოცხადდა ცენტრალური ბოსნიის ხორვატიული საზოგადოება.[31]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები და ჟურნალები

ახალი ამბების სტატიები

საერთაშორისო, სამთავრობო, და არასამთავრობო წყაროები


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CIA 1993, p. 28.
  2. CIA 1993, p. 25.
  3. Lukic & Lynch 1996, p. 202.
  4. Lukic & Lynch 1996, p. 203.
  5. Ramet 2006, p. 414.
  6. Ramet 2006, p. 386.
  7. Ramet 2010, p. 263.
  8. Tanner 2001, p. 286.
  9. Tanner 2001, p. 248.
  10. Owen 1996, pp. 32–34.
  11. Ramet 2006, p. 426.
  12. Schindler 2007, p. 71.
  13. 13.0 13.1 Lukic & Lynch 1996, p. 206.
  14. CIA 2002b, p. 294.
  15. Goldstein 1999, p. 243.
  16. Hockenos 2003, pp. 91–2.
  17. Shrader 2003, p. 25.
  18. Magaš & Žanić 2001, p. 355.
  19. 19.0 19.1 Kordić & Čerkez Judgement 2001, p. 141.
  20. Ramet 2010, p. 264.
  21. Toal & Dahlman 2011, p. 105.
  22. Calic 2012, p. 127.
  23. Prlic et al. judgement 2013, p. 150.
  24. Krišto 2011, p. 44.
  25. 25.0 25.1 Krišto 2011, p. 47.
  26. Kordić & Čerkez Judgement 2001, p. 142.
  27. Ramet 2010, p. 265.
  28. Prlic et al. judgement 2013, pp. 151–2.
  29. Burg & Shoup 1999, p. 107.
  30. Magaš & Žanić 2001, p. 358.
  31. Mulaj 2008, p. 52.