ბეგობის არწივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეგობის არწივი
Impeagle.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Aquila heliaca
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 VU ka.svgმოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22696048

ბეგობის არწივი (Aquila heliaca) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის საერთო სიგრძე 72—84 სმ აღწევს, ფრთების შლილი 2 მ-მდეა, წონა 3 კგ-მდე. დედალი ბეგობის არწივი მამალზე დიდია; შეფერილობა ერთნაირი აქვთ. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან. აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრე ფრინველია, დასავლეთ საქართველოში — მიმოფრენი. გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. აპრილში დებს 2, იშვიათად 3 კვერცხს. კრუხობს დედალ-მამალი. სპობს სოფლის მეურნეობის მავნებლებს — თრიებს, ზაზუნებს, მემინდვრიებსა და სხვებს. ზოგჯერ თავს ესხმის კურდღლს, ფრინველებს, ჭამს მძორსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]