ქორისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქორისებრნი
ბორა
ბორა (Milvus milvus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
ლათინური სახელი
Accipitridae (Vieillot, 1816)

ქორისებრნი (ლათ. Accipitridae) — ფრინველთა ოჯახი ქორისნაირთა რიგისა. მოიცავს განსხვავებული ზომის ფრინველება (მასა 50 გ-დან 19 კგ-მდე), რომლებიც გავრცელებული არიან მთელ დედამიწაყე (გარდა ანტარქტიკისა, ზოგიერთი ოკეანური კულძულისა და სრულიად უწყლო უდაბნოებისა). აერთიანებს 67 გვარის 254 სახეობას.[1] ბინადრობენ ტყეში, მთაში, ტუნდრაში, ველზე და უდაბნოში. ბუდეს იკეთებენ ხეზე, ბუჩქზე, მიწაზე. კლდის ნაპრალში, ლერწმიანში. ქორისებრნი პრაქტიკულად (აფრიკული სვავის გარდა, რომელიც პალმების ნაყოფებით იკვებება) ყველა იკვებება ცხოველებით, მათ შორის არიან პოლიფაგები, ენტომოფაგები, ნეკროფაგები და სხვა. საქართველოში ამ ოჯახიდან გვხვდება ქორი, ქორცქვიტა, მიმინო, მდელოს, მინდვრისა და ჭაობის ძელქორები, ძერა, ბორა, თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი, ყაჯირი, ორბი, სვავი, კრავიჭამია ანუ ბატკანძერი; მთის, ბექობის, ველის, დიდი და პატარა მყივანი, ჯუჯა, კრაზანაჭამია და გველიჭამია არწივები, კაკაჩა, შაკი. ბოლო წლებში რიცხოვნობის მკვეთრი დაქვეითების გამო მათი უმრავლესობა სახელმწიფოებრივ დაცვას ექვემდებარება, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]