შინაარსზე გადასვლა

ბაუსკა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბაუსკა
Bauska

ბაუსკის ციხესიმაგრე
დროშა გერბი

ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
დაქვემდებარება სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი
რეგიონი ზემგალე
მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე ბაუსკა
კოორდინატები 56°24′24″ ჩ. გ. 24°11′25″ ა. გ. / 56.40667° ჩ. გ. 24.19028° ა. გ. / 56.40667; 24.19028
დაარსდა 1609
ადრეული სახელები ბაუსკი, მარიენლანდი
ფართობი 6,3 კმ²
მოსახლეობა 9348 [1] კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1483,8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+371) 639
საფოსტო ინდექსი LV-3901
ოფიციალური საიტი https://www.bauska.lv/
ბაუსკა — ლატვია
ბაუსკა

ბაუსკა (ლატვ. Bauska, 1920 წლამდე რუს. Бауск, გერმ. Marienland ან Bauske) — ქალაქი ლატვიაში. ბაუსკის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ზემგალეს რეგიონში რიგიდან სამხრეთით 66 კმ-ში, მდინარეების მუსასა და მემელეს შეერთების ადგილას. მოსახლეობა 9972 ადამიანი (2011). ქალაქმა თავისი კვალი დატოვა ისტორიაში ლივონიის ომის (1558—1583), ოცდაათწლიანი ომის (1618—1648), ჩრდილოეთის ომისა (1700—1721) და ნაპოლეონის ლაშქრობის (1812) დროს.

ბაუსკა დააარსეს ტევტონმა რაინდებმა 1443 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო 1511 წელს, ხოლო 1609 წლიდან სრულუფლებიანი ქალაქია. ბაუსკის ციხესიმაგრე დაარსდა 1456 წელს ლივონიაში გერმანული ორდენის ლანდმაისტერმა იოან ფონ მენგედეს მიერ. 1625 წელს ციხესიმაგრე აიღეს შვედებმა, ხოლო 1705 წელს ჩრდილოეთის ომის დროს - რუსებმა. 1705 წელს ციხესიმაგრე დაანგრიეს და იმ დროიდან მოყოლებული უკაცრიელია. შემონახულია ციხის ნანგრევები, რომელსაც ბოლო წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია.

1855 წლისათვის ქალაქში ცხოვრობდა 6532 ადამიანი. ამ პერიოდისათვის ქალაქში არსებობდა მართლმადიდებლური სამლოცველო, ლუთერანული ეკლესია და ორი სინაგოგა.

2009 წლის 1 ივლისამდე ქალაქი შედიოდა ბაუსკის რაიონის შემადგენლობაში.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]