კულდიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კულდიგა
Kuldīga

ქალაქის თვითმმართველობის შენობა
დროშა გერბი

ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
დაქვემდებარება სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი
რეგიონი კურზემე
მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე კულდიგა
კოორდინატები 56°58′02″ ჩ. გ. 21°58′12″ ა. გ. / 56.96722° ჩ. გ. 21.97000° ა. გ. / 56.96722; 21.97000
დაარსდა 1378
პირველი ხსენება 1242
ამჟამინდელი სტატუსი 1378
ფართობი 13,2 კმ²
მოსახლეობა 11768 [1] კაცი (2016)
სიმჭიდროვე 905,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+371) 633
საფოსტო ინდექსი LV-3301
ოფიციალური საიტი http://www.kuldiga.lv
კულდიგა — ლატვია
კულდიგა

კულდიგა (ლატვ. Kuldīga), გოლდინგენი გერმ. Goldingen) — ქალაქი ლატვიაში. კულდიგის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ლატვიის დასავლეთ ნაწილში, კურზემეს ისტორიულ რეგიონში, მდინარეების ვენტისა და ალეკშუპიტეს შესართავთან, რიგიდან დასავლეთით 150 კმ-ის დაშორებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლდინგენის ციხესიმაგრეს საფუძველი ჩაუყარა ტევტონთა ორდენის ლანდმეისტერმა დიტრიხ ფონ გრიუნინგენმა. ციხესიმაგრის გარშემო წარმოქმნილმა დასახლებამ ქალაქის სტატუსი მიიღო 1378 წელს და შეუერთდა ჰანზის კავშირს. XVII საუკუნეში აქ მდებარეობდა კურლანდიის ჰერცოგის ერთ-ერთი რეზიდენცია.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაღოვანი ხიდი კულდიგაში

განსხვავებით ლატვიის სხვა ქალაქებისაგან, კულდიგის ცენტრი გადაურჩა მრავალრიცხოვან ომებს და ხანძარს. აქ დაცულია ორიგინალური ხის არქიტექტურა, რომელიც თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ - ქალაქის ისტორიული ცენტრი და 1874 წელს არქიტექტორ ოტო დიტცეს მიერ აგებული აგურის თაღოვანი ხიდი მდინარე ვენტაზე (რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2008 წელს).

ქალაქის ისტორიული ცენტრი 2011 წლის 18 აპრილიდან წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში[2].

მდინარე ვენტაზე მდებარეობს ევროპაში ყველაზე განიერი[3] ჩანჩქერი (სიგანე 249 მეტრი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]