გრობინია
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
გრობინია Grobiņa | |||||
|
ქალაქის თვითმმართველობის შენობა | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| დაქვემდებარება | სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი | ||||
| რეგიონი | კურზემე | ||||
| მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე | კულდიგა | ||||
| კოორდინატები | 56°32′09″ ჩ. გ. 21°09′56″ ა. გ. / 56.53583° ჩ. გ. 21.16556° ა. გ. | ||||
| დაარსდა | 1695 | ||||
| პირველი ხსენება | XIII საუკუნე | ||||
| ამჟამინდელი სტატუსი | 1695 | ||||
| ფართობი | 5,2 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 4 225[2] კაცი (2011) | ||||
| სიმჭიდროვე | 825,2 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
| სატელეფონო კოდი | (+371) 634 | ||||
| საფოსტო ინდექსი | LV-3430 | ||||
| ოფიციალური საიტი | http://www.grobina.lv | ||||
გრობინია (ლატვ. Grobiņa) — ქალაქი ლატვიაში. გრობინიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ლატვიის დასავლეთ ნაწილში, კურზემეს ისტორიულ რეგიონში, ლიეპაიიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში, როგორც ტევტონთა ორდენის ციხესიმაგრე ზეებურგის ადგილსამყოფელი. თუმცა დასახლების ისტორია აქ იწყება ვიკინგების პერიოდიდან. შვედი არქეოლოგის ბირგერ ნერმანის მიერ 1929-1930 წწ. ჩატარებული გათხრების შედეგად გაირკვა, რომ VII-IX საუკუნეებში გრობინიის ადგილზე მდებარეობდა ვიკინგების მსხვილი კოლონია. VIII საუკუნე აღნიშნული კოლონიის აყვავების პერიოდია. IX საუკუნეში კოლონიის ეკონომიკური მდგომარეობა ეცემა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პრუსების მიწაზე მათ ვაჭრობა-ხელოსნობაში კონკურენტები გამოუჩნდათ ქალაქების კაუპისა და ტრუსოს სახით.
ვიკინგების პერიოდის არქეოლოგიური კომპლექსი 2011 წლის 18 აპრილიდან წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში[3].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (unspecified title) — 2023.
- ↑ Численность жителей в самоуправлениях. 01.01.2011
- ↑ Kuldīga Old Town in the Primeval Valley of the River Venta
| ||||||||