ალუქსნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ალუქსნე
Alūksne
AluksneNeuesSchloss.png
ალუქსნეს ახალი ციხესიმაგრე
დროშა გერბი
Bandera Aluksne.png Aluksne.png

ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
დაქვემდებარება სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი
რეგიონი ვიძემე
მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე ალუქსნე
კოორდინატები 57°25′26″ ჩ. გ. 27°03′01″ ა. გ. / 57.42389° ჩ. გ. 27.05028° ა. გ. / 57.42389; 27.05028
დაარსდა 1920
პირველი ხსენება 1284
ადრეული სახელები მარიენბურგი (1917 წლამდე)
ამჟამინდელი სტატუსი 1920
ფართობი 14,23 კმ²
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 8844[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 621,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+371) 643
საფოსტო ინდექსი LV-4301
ოფიციალური საიტი http://www.Aluksne.lv
ალუქსნე — ლატვია
ალუქსნე

ალუქსნე (ლატვ. Alūksne; გერმ. Marienburg) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ლატვიაში. ალუქსნეს მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ვიძემეს რეგიონში, ალუქსნეს ტბის ნაპირზე. მოსახლეობა 8844 ადამიანი (2011).

სახელწოდება მომდინარეობს ლატგალური სიტყვისაგან olūksna, რომელიც ნიშნავს „ტყის წყაროს“. 1917 წლამდე ეწოდებოდა მარიენბურგი (ღვთისმშობლის პატივსაცემად). ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1284 წლიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ციხესიმაგრის კედლები

ალუქსნეს ტბის გარშემო თავდაპირველად სახლობდნენ ფინურენოვანი ტომები, ხოლო VIII-XII საუკუნეებიდან ლატგალები. თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე დასახლების წარმოშობა, რომელიც ცნობილია ოლისტის, ალისტის ან ვოლისტის სახელწოდებით, მითითებულია ფსკოვის მატიანეში და თარიღდება 1284 წლით.

დასახლება 1342 წელს დაიპყრეს ლივონიის ორდენის გერმანელმა ჯვაროსნებმა. მათ მეზობელ კუნძულზე ააგეს მარიენბურგის ციხესიმაგრე, რიგა-ფსკოვის სავაჭრო გზის დასაცავად. ქალაქმა ამ პერიოდიდან მიიღო სახელწოდება მარიენბურგი.

1560 წელს ქალაქი აიღო ივანე IV-მ ლივონიის ომის მსვლელობისას. 1582 წელს შევიდა პოლონურ-ლიტვური სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1629 წლიდან შვედების ხელშია.

1683 წელს ვიძემეში, ლუთერანმა მღვდელმა ერნსტ გლიუკმა, ბიბლიის პირველმა მთარგმნელმა ლატვიურ ენაზე, დააარსა ლატვიური ენის შემსწავლელი სკოლა.

1702 წელს რუსულმა არმიამ ჩრდილოეთის ომის დროს ქალაქი აიღო. ამ დროს ტყვედ ჩავარდა გლიუკი და მისი აღზრდილი მართა სკავრონსკაია (კრუზე), მომავალი საყვარელი და შემდეგ მეუღლე, რუსეთის პირველი იმპერატორის პეტრე I-ისა, რომელიც 1724 წელს ეკატერინე I-ის სახელით გახდა რუსეთის იმპერატორი.

XVIII საუკუნის შუა წლებში მარიენბურგი უბოძეს სახელმწიფო კანცლერ მიხეილ ვორონცოვს, რომელმაც 1764 წელს იგი აჩუქა ივან ფიტინგოფს. XIX საუკუნის შუა წლებში ძველი ციხესიმაგრის მახლობლად აშენდა ახალი რეზიდენცია — ფიტინგოფის ახალი ციხესიმაგრე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]