სუბალპური სარტყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სუბალპური სარტყელი — სიმაღლებრივი ბუნებრივი სარტყელი ზომიერი და სუბტროპიკულ განედების მთებში, სადაც ძირითადად სუბალპური მცენარეულობა და ჰავაა. მდებარეობს ალპური სარტყელსა და მთა-ტყის (ნოტიო რაიონებში) ან მთა-სტეპის (მშრალ რაიონებში) სარტყელს შორის. სუბალპური სარტყლის სიმაღლებრივი მდებარეობა დამოკიდებულია ადგილის განედზე, კალთის ექსპოზიციასა და ჰავის კონტინენტურობაზე. ალპებსა და დასავლეთ კავკასიონზე სუბალპური სარტყელი მდებარეობს 1700—2300 სიმაღლეზე, ჰიმალაის სამხრეთ კალთებზე — 3200—400 მ-ზე. დამახასიათებელია მთა-მდელოს ლანდშაფტები (სუბალპური მაღალბალახეულობა განვითარებული მთა-მდელოს ნიადაგებზე) და თოვლის სქელი საბურველი 6—8 განმავლობაში, რაც აბრკოლებს ხემცენარეულობის განვითარებას. სუბალპური სარტყელში საუკეთესო საზაფხულო საძოვრებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]