შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე დიღმელოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე დავითის ძე დიღმელოვი (დიღმელაშვილი; დ. 22 ოქტომბერი, 1884, სოფ. ჭოპორტი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 31 მარტი, 1957, თბილისი) — ქართველი კინოოპერატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).

დაიბადა 1884 წლის 22 ოქტომბერს, მისი ნამდვილი გვარი იყო დიღმელაშვილი. იყო ფოტოგრაფ დავით დიღმელოვის შვილი. 1900 წელს დავით დიღმელოვმა მოსკოვიდან თბილისში ჩაიტანა „ლატერნა მაგიკა“ და იმით აწყობდა ჩვენებებს. 1899–1900 წლებში ალექსანდრე დიღმელოვი მამის ფოტოატელიეში მუშაობდა ლაბორანტად და რეტუშორად. მალე დიღმელოვებმა სინემატოგრაფი შეიძინეს. პარალელურად ალექსანდრე დიღმელოვი მუშაობდა კინომექანიკოსად კინოთეატრ „ილუზიონში“. 1906 წელს დიღმელოვი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში.

1910 წლიდან თავად დაიწყო კინოსიუჟეტებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღება. სოფია ივანიცკაიამ მისთვის მოსკოვიდან ჩაატანინა შარლ პატეს გადამღები აპარატი ფირების გარკვეული რაოდენობით. გადაღებული აქვს დოკუმენტური, კინოქრონიკალური მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტები და მხატვრული ფილმები: „თბილისის იპოდრომი“ (1910), „პირველი ავიატორები“, „ხატობა მცხეთაში“, „ლადო მესხიშვილის იუბილე“, „კათალიკოსის მირონცხება“, „მუხრანის ხიდის კურთხევა“, „ტახებსა და ირმებზე ნადირობა ევლახსა და ყარაიაზში“. გადაღებები პირველმა მსოფლიო ომმა შეაწყვეტინა.

ალექსანდრე დიღმელოვი პირველი ქართული მხატვრული ფილმის, „ქრისტინეს“ (1916–1918, რეჟისორი ა. წუწუნავა) ოპერატორი. მე–20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში. იყო „სახკინმრეწვის" წამყვანი ოპერატორი. მისი საუკეთესო ფილმებია: „არსენა ჯორჯიაშვილი" (1921), „წითელი ეშმაკუნები" (1923), „სამი სიცოცხლე" (1924), „ჯანყი გურიაში" (1928), „უკანასკნელი ჯვაროსნები" (1934), „არსენა" (1937), „გიორგი სააკაძე" I და II სერია (1942–43; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), „მაგდანას ლურჯა" (1955, ლ. სუხოვთან ერთად) და სხვ. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის (1939, 1950) და წითელი ვარსკვლავის (1944) ორდენებით.

წელიდასახელებარეჟისორი
1919ქრისტინეალექსანდრე წუწუნავა
1921არსენა ჯორჯიაშვილიივანე პერესტიანი
1922მოძღვარივლადიმერ ბარსკი
1923არსენა ყაჩაღივლადიმერ ბარსკი
1923კაცი კაცისთვის მგელიაივანე პერესტიანი
1923წითელი ეშმაკუნებიივანე პერესტიანი
1925სამი სოცოცხლეივანე პერესტიანი
1925ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმეივანე პერესტიანი
1926სასჯელიივანე პერესტიანი
1926შირვანსკაიას დანაშაულიივანე პერესტიანი
1926სავურ სამარეივანე პერესტიანი
1926ილან დილიივანე პერესტიანი
1927კრაზანას ბუდე
1927გაფლანგვა
1928ახალგაზრდობა იმარჯვებსმიხეილ გელოვანი
1928ჯანყი გურიაშიალექსანდრე წუწუნავა
1930საკანი №79ზაქარია ბერიშვილი
1930უგუბზიარადავით რონდელი
1931ტანია ფრონტზეზაქარია ბერიშვილი
1933უკანასკნელი ჯვროსნები
1936ქაჯეთიკოტე მიქაბერიძე
1937არსენა
1938დიადი განთიადი
1940ქალიშვილი გაღმიდან
1943გიორგი სააკაძე
1948ქეთო და კოტე
1950გაზაფხული საკენში
1956მაგდანას ლურჯა