არსენ ჯორჯიაშვილი
იერსახე
არსენ ჯორჯიაშვილი (დ. 7 აპრილი, 1881, დიდი ენაგეთი — გ. 1 მარტი, 1906, ტფილისი) — ქართველი რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ჩამომსხმელ საამქროში. 1905 წელს მუშაობდა რევოლუციაში, პოლიციის მოხელეებსა და მეფის ჯარებზე თავდასხმებში. 1905 წლის სექტემბერში მონაწილეობდა პლასტუნთა პოკლზე თავდასხმაში, მოკლა ათამდე პლასტუნი. დეკემბერში მონაწილეობა მიიღო შეიარაღებულ ბრძოლებში. 1906 წლის 16 იანვარს სილიბისტრო ჯიბლაძის დავალებით ყუმბარით მოკლა კავკასიის სამხედრო შტაბის უფროსი გენერალი გრიაზნოვი. კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოს განაჩენით ჯორჯიაშვილი საგუბერნიო ციხეში ჩამოახრჩვეს. ჯორჯიაშვილის სახელი ეწოდა მშობლიურ სოფელს, იქვე დაიდგა მისი ძეგლი. მის შესახებ გადაღებულია ფილმი „არსენა ჯორჯიაშვილი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 574.