მასტარა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
მასტარა Մաստարա | |
|
წმ. ჰოვანესის VI საუკუნის ეკლესია | |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | არაგაწოტნი |
| კოორდინატები | 40°26′53″ ჩ. გ. 43°52′54″ ა. გ. / 40.44806° ჩ. გ. 43.88167° ა. გ. |
| ფართობი | 61,28 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 1750 მ |
| ოფიციალური ენა | სომხური ენა |
| მოსახლეობა | 2301 კაცი (2008) |
| სიმჭიდროვე | 38 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+4, ზაფხულში UTC+5 |
| საფოსტო ინდექსი | 0511 |
მასტარა (სომხ. Մաստարա) — სოფელი სომხეთში, არაგაწოტნის პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. სომხეთის სსრ-ს არსებობის პერიოდში შედიოდა თალინის რაიონში. 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 2301 ადამიანს შეადგენდა, სიმჭიდროვე 38 ადამიანი კმ²-ზე. ფართობი 61,28 კმ²-ია.
ჰოვანესის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში შემორჩენილია სომხური არქიტექტურის ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც VI საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. ეკლესია ცენტრული ნაგებობაა. მისი 11,2 მ დიამეტრის გუმბათი ეყრდნობა ტრომპებს და შვერილ აფსიდებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 485.