ჯამშლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჯამშლუ
სომხ. Ջամշլու ქურთ. Camuşlû ან Camuşvan
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მარზი არაგაწოტნის პროვინცია
კოორდინატები 40°41′26″ ჩ. გ. 44°16′25″ ა. გ. / 40.69056° ჩ. გ. 44.27361° ა. გ. / 40.69056; 44.27361
დაარსდა 1830
ფართობი 9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2050 მეტრი
კლიმატის ტიპი ზომიერი
მთიანი
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 227[1] კაცი (2001)
ეროვნული შემადგენლობა ეზიდები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ჯამშლუ — სომხეთი
ჯამშლუ

ჯამშლუ (სომხ. Ջամշլու ქურთ. Camuşlû ან Camuşvan) — სოფელი სომხეთში, არაგაწოტნის პროვინციაში, ერევნიდან 70-80 კმ. 2001 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 227 კაცი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა წარმოადგენს. ასევე სოფელს აქვს თავისი საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. მოსახლეობას გააჩნია დიდი რაოდენობით რქოსანი პირუტყვი. სარგებელი, მიღებული პირუტყვისაგან (რძე) გადაეცემა ერევნის რძის ქარხნებს სხვადასხვა რძის ნაწარმების წარმოებაზე. სოფელ ჯამშლუს ასევე ჰყავს თავისი მღვდელთმსახურები (შეიხი და ფირი).

თარიღი მოსახლეობა
1837 157
1897 183
1926 283
1939 335
1959 226
1979 285
1989 255
2001 227
2004 277

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]