ქადისიის მუჰაფაზა იგივე ქადისიის (ალ-ქადისიის) პროვინცია (არაბ.القادسية) — ერთ-ერთი მუჰაფაზაერაყში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ალ-დივანია. 1976 წლამდე ერქვა ალ-დივანიის მუჰაფაზა. მუჰაფაზის ფართობი 8 153 კმ²-ია. 2013 წლის აღწერის მონაცემებით, ქადისიის პროვინციაში 1 320 000 ადამიანი ცხოვრობდა. მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრის მოსახლეობა კი 2012 წელს 650 927 ადამიანს შეადგენდა. 2007 წლის 11 აგვისტოდან მუჰაფაზის გუბერნატორი არის ჰალილ ჯალილ ჰამზა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი.