ალევის ეკლესია
ალევის „ოქროსკარიანი“ სამება | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°10′18″ ჩ. გ. 44°34′20″ ა. გ. / 42.17167° ჩ. გ. 44.57222° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | მონასტერი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ერთნავიანი ბაზილიკა |
თარიღდება | VII-IX სს. |
დეტალები
| |
ალევის სამების ეკლესია — ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძარი ახალგორის მუნიციპალიტეტში, კორინთის თემში, სოფელ ზემო ალევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ში აღმართული უნაგირა მთის თხემზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. ცნობილია ალევის „ოქროსკარიანი“ სამების სახელით.
ხუროთმოძღვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა კამარული გადახურვა. ცენტრალურ დარბაზს ჩრდილო, დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან აქვს მინაშენები, რომლებშიც შესასვლელებია გაჭრილი. მთავარ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს მეორე ეკლესია, მომრგვალებული საკურთხევლით. ალევის სამება ნაგებია წესიერი, წაგრძელებული ქვის ბლოკებით და აქვს სადა ფასადები.
ტაძარს გარს უვლის ფლეთილი ქვით ნაგები ოვალური ფორმის გალავანი, რომელსაც შიგნითა მხრიდან რამდენიმე ნაგებობა აქვს მიშენებული. სამხრეთის მხარეს მიშენებულია გრძელი ვიწრო ორსართულიანი შენობა. ქვედა სართული მიწაშია, ზედას კარი კი მიწის ზედაპირის დონეზე. შენობას კედლებზე ეტყობა სართულებს შორის გადახურვის ძეგლების ფოსოების კვალი. ქვედა სართულს ჰქონია მიწისქვეშა შესასვლელი, რომელიც მწყემსების თქმით ეკლესიაში შედიოდა. შენობა, შესაძლოა, სატრაპეზოს წარმოადგენდა. გალავანს გარეთ ირგვლივ ორმოცამდე წვრილი სათავსოს ნაშთია. ალევის სამების კომპლექსი მონასტრის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი ეკლესია თარიღდება VIII-IX საუკუნეებით, ხოლო მცირე – X საუკუნით, თუმცა დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, ალევის ეკლესიის აშენებას, ისევე როგორც ლომისისას, ხალხი დავით აღმაშენებელს მიაწერდა. მთელს აღმოსავლეთ საქართველოში დიდად სახელგანთქმული და მდიდარი სალოცავი იყო. მის მოსალოცად მოდიოდნენ ქსნის ხეობიდან, ნარეკვავიდან, ბაზალეთ-არაგვისპირიდან, კახეთიდან. დღეობა იმართებოდა ძველი სტილით 15 აგვისტოს. ვახუშტი მას უჩვეულოდ დიდ ადგილს უთმობს:
ალევის სამებას მდიდარი სახნავ-საძოვრები ჰქონდა. ეკლესიაში დაცული ძვირფასი ნივთების დიდი ნაწილი XIX საუკუნეში, 1870 წლის შემდეგ დაიტაცეს – ზოგი მათგანი ნახა და აღწერა პლატონ იოსელიანმა, ექვთიმე თაყაიშვილს კი ეს ნივთები აღარ დახვედრია.
ტაძარსა და გალავანს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. მოეწყო თავდაპირველი იერსახის მქონე მდგრადი სახურავი — მწვანე კრამიტი, რომლის ფერიც არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი ავთენტური კრამიტის მიხედვით განისაზღვრა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 287.
- „ქსნის ხეობის ძეგლები“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 21 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1970 წელი. — გვ. 13-14
- ნოდარ ბახტაძე — არქეოლოგიური მონაპოვარი ალევის ყოვლადწმინდა სამების მონასტრიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალევის ეკლესია“ ვიკისაწყობში.
- ქსნის ხეობის ძეგლები - ჯ. გვასალია // Saunje.ge
- ალევის „ოქროსკარიანი სამება“ ოკუპირებულ ქსნის ხეობაში
- ლექცია ალევის სამების მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები – ვიდეო
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 25050
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2017-06-09.