ადამიანის უფლებები ლიეტუვაში
ადამიანის უფლებები ლიეტუვაში მრავალჯერ დაექვემდებარა დაკვირვებას. 2019 წლის Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, ლიეტუვას უჭირავს 100-დან 91-ე ადგილი, რაც კვალიფიცირდება, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა, მაღალი დონის სამოქალაქო თავისუფლებებითა და პოლიტიკური უფლებებით.[1] კერძოდ, ლიეტუვა 180 ქვეყნიდან 30-ე ადგილზე იმყოფება, მსოფლიოს პრესის თავისუფლების საშუალო დონეზე საკმაოდ მაღლა[2] და აღწევს მაქსიმალურ ქულას შეკრების თავისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეიტინგში.[1] თუმცა, არსებობს შეშფოთებები ბავშვთა კეთილდღეობის, ოჯახური ძალადობის, უმცირესობების (ბოშები, ებრაელები, ლგბტ თემი) მიმართ დისკრიმინაციასა და პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ლიეტუვის კონსტიტუცია იძლევა ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას.[3]
თუმცა, ბოლო წლებში მთავრობამ პოლიტიკოსების კრიტიკის გამო დაიწყო მედიის შეზღუდვა და ჟურნალისტებს სამთავრობო სისტემიდან ინფორმაციის მისაღებად გადასახადის გადახდას სთხოვს. ეს ქმედებები მიჩნეულია, როგორც გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რასაც ხალხი აპროტესტებს.[4] „ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ ლიეტუვა „მიმართავს მის ჩრდილოელ მეზობლებს და უფრო მეტ ინვესტიციას დებს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვაში“, რომელიც დაბალ დონეზეა და საჭიროებს გაუმჯობესებას.[5]
სამართლებრივი ჩარჩო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიეტუვას აქვს რომაული სამართლით შთაგონებული სისტემა.[6] ლიეტუვის რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს 1992 წლის რეფერენდუმზე, მას შემდეგ, რაც 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან ქვეყანამ აღიდგინა დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა[5] და აამოქმედა სოციალური სისტემა და სტანდარტად აქცია უფლებები, თავისუფლებები და მოქალაქეთა მოვალეობები.[7] კონსტიტუციამ რამდენჯერმე განიცადა ცვლილებები და ბოლო მათგანი განხორციელდა 2016 წელს.[8]
კონსტიტუციის II თავს, რომელიც მოიცავს 18-დან 37-მდე მუხლებს, ეწოდება „ადამიანი და სახელმწიფო“. ეს თავი ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ყველაზე რელევანტურია.[8]
სამოქალაქო თავისუფლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოხატვის თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიეტუვის კონსტიტუციის 25-ე მუხლი, კერძოდ, რწმენისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები, წარმოდგენილია ისე, რომ „არავის არ უნდა შეეშალოს ხელი ინფორმაციის და იდეების მოძიებაში, მოპოვებასა და გავრცელებაში“.[9] სიტყვისა და პრესის თავისუფლება, ზოგადად, დაცულია ლიეტუვის მთავრობის მიერ.[10]
პრესის თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]RWB-ის 2019 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, ლიეტუვა 180 სახელმწიფოდან იკავებს 30-ე ადგილს.[2] მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია იძლევა პრესის თავისუფლების გარანტიას და მედია სარგებლობს შეუზღუდავი თავისუფლებით უკანასკნელი 3 ათწლეულია,[11] მთავრობა ფოკუსირებული იყო მასზე კონტროლის გაძლიერებით.[12] პროპაგანდის გავრცელების, ომის წაქეზებისა და უთანხმოების გაღვივების გამო, ლიეტუვაში 3 ან 6 თვით დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება რამდენიმე რუსულენოვანმა სამაუწყებლო არხმა.[13][12] 2018 წლის 11 იანვარს, 1991 წლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, სადაც დაიღუპა 14 და დაშავდა ასობით ადამიანი, პოპულისტი „მწვანეებისა“ და „ფერმერთა გაერთიანების პარტიის“ თაოსნობით პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო ზომები, რათა უნდობლობისა და ფაქტების დამახინჯებისგან ქვეყნის დაცვის მიზნით აეკრძალა ხალხში კრიტიკული ინფორმაციის განხილვა.[14]
თუმცა, ეს წარდგენილი ზომები მიჩნეულია მედიის თავისუფლებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობად და მედია-პლურალიზმის შეზღუდვამ, შესაძლოა, დაარღვიოს გამოხატვის თავისუფლება.[15] ორი რუსულენოვანი სატელევიზიო არხის მუშაობის დროებითი შეწყვეტის პოტენციურ საქმეზე, პრესის თავისუფლების კოალიციურმა ჯგუფებმა ლიეტუვის პრეზიდენტს წერილით მიმართეს, სადაც მოითხოვდნენ, რომ აკრძალვა კონტრპროდუქტიული იყო და ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლს და სიტყვის თავისუფლების სხვა საერთაშორისო სტანდარტებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ესმოდათ, პროტესტი „მიმდინარე დაძაბულ ვითარებაში“ ხდებოდა.[16] ასევე, ამ ჯგუფმა დამატებით განაცხადა, რომ მოსკოვის დიდი საზოგადოება რაციონალურად უდგება ახალი ამბების რეპორტაჟებსა და არგუმენტებს და მთავრობამ რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს ასეთი აუდიტორიისთვის საზღვარგარეთ ინფორმაციის თავისუფლად მიმოქცევის საკითხი.[13]
2018 წლის 12 ოქტომბერს, პრესის თავისუფლების დარღვევის საპასუხოდ, ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გამართა შეხვედრა, რომელმაც განიხილა მედიის თავისუფლების საკითხები „ENEX“-ის წევრებთან ერთად, და პრეზიდენტმა აჩვენა მზადყოფნა მედიის თავისუფლების დასაცავად.[17]
სიტყვის თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ინსტიტუტის“ ცნობით, 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ლიეტუვის რეესტრის ცენტრმა საჭიროდ მიიჩნია, რომ შეეწყვიტა ჟუნრალისტებისთვის ოფიციალურად მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება, რამდენადაც ეს პრაქტიკა არ იყო კანონში ასახული და, აქედან გამომდინარე, ჟურნალისტებს, სტანდარტული სავაჭრო ფასების შესაბამისად, ინფორმაციის მისაღებად თანხა უნდა გადაეხადათ.[18] ჟურნალისტმა ხელისუფლებას საჯაროდ და ხაზგასმით მოუწოდა, რომ ეს ქმედება იყო თავისუფალ ინფორმაციასთან წვდომის უფლების სერიოზული დარღვევა.[9]
ინტერნეტის თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიეტუვაში, მოქალაქეებისთვის ინტერნეტთან წვდომა არ არის მთავრობის მიერ შეზღუდული.[10] „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ თანახმად, ლიეტუვაში პატიმრებს სასწავლო პროგრამების დაუფლების მიზნით არ უნდა შეეზღუდოთ ინტერნეტთან წვდომა,[19] რადგან სასამართლომ აღმოაჩინა, რომ ლიეტუვას ხელისუფლებამ პატიმარს დაუშალა ონლაინ იურიდიული კურსის აღება, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.[9]
შეკრების თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიეტუვის რესპუბლიკის კონსტიტუციის 36-ე მუხლი ადგენს, რომ მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიან შეხვედრებზე უიარაღოდ შეკრების უფლება.[8] ლიეტუვის რესპუბლიკის კანონი შეხვედრების შესახებ დაწესებულია იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეკრების კონსტიტუციური უფლებების, ისევე, როგორც ეროვნული უშიშროებისა და სახალხო უსაფრთხოების გარანტია მიეცეს.[20] Freedom House-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2018 წლამდე ლიეტუვაში შეკრების თავისუფლება ზოგადად იყო დაცული, ხოლო 2018 და 2019 წლებში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გახდა უფრო მეტად დაფასებული.[21][22]
ლიეტუველ ლგბტ პირებთან მიმართებაში, Amnesty International ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მისცეს მათ ტოლერანტული ღონისძიებების ჩატარებისა და საკმარისი საპოლიციო უსაფრთხოების შესაძლებლობები.[23] 2010 წელს ლიეტუვის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ლგბტ პირებს ვილნიუსში პრაიდის პირველი მარშის ჩატარების უფლება მისცა.[24] 2013 წელს ვილნიუსის მერი შეეცადა ძალადობრივად შეეცვალა პრაიდის მარშის ჩატარების ადგილი ცენტრალური გამზირიდან ქალაქის ცენტრის გარეთ მდებარე ერთ-ერთი ქუჩაზე, მაგრამ ორი სასამართლოს მხრიდან ლგბტ პირების დაცვის გამო, ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ბალტიკური პრაიდი ჩატარდა ვილნიუსში განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე, რასაც მოჰყვა მარშის გამართვა ცენტრალურ გამზირზე.[25] 2016 წლის 18 ივნისს ვილნიუსში ჩატარებული ბალტიკური პრაიდი იყო წარმატება, რომელიც წინამორბედებისგან განსხვავებით, არ ხასიათდებოდა ინსტიტუციონალური დაბრკოლებებით ან ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლებით. „ორლანდოს თავდასხმის“ მსხვერპლთა სამახსოვროდ, 3 000 ლგბტ თემის წევრი და მათი მოკავშირეები შეუერთდნენ თანასწორობისთვის მარშს.[26] ვილნიუსის მერი მას არ დაესწრო, თუმცა მოიწონა ღონისძიება. არ აღნიშნულა არავითარი სერიოზული ინციდენტი, თუმცა, პარლამენტის წევრი თავს დაესხა მარშის მსვლელობას და პოლიციას მოუწია მისი გაყვანა.[27]
რელიგიის თავისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიეტუვის კონსტიტუცია 26-ე და სხვა მუხლებით იძლევა რელიგიის თავისუფლების გარანტიას. სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავს 3 დებულებას, რათა დაიცვას რელიგიის თავისუფლება. ის კრძალავს რელიგიურ დისკრიმინაციას და მისი დარღვევისთვის აწესებს 2 წლამდე პატიმრობას. კონსტიტუციის 43-ე მუხლი განსაზღვრავს ურთიერთობას რელიგიასა და სახელმწიფოს შორის. კანონი ერთმანეთისგან ჰყოფს რეგისტრირებულ რელიგიურ ჯგუფებს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ტრადიციულ რელიგიურ ჯგუფებს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სხვა რელიგიურ ჯგუფებს და ყველა სხვა რეგისტირებულ თემსა და ასოციაციას.[28] რელიგიური თემები დაყოფილი არიან ტრადიციულ და სხვა სახის თემებად.[5]
„საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების“ 2009 წლის ანგარიშში, ნათქვამია, რომ კანონის მიხედვით ქვეყანაში არსებობს 9 „ტრადიციული“ რელიგიური ჯგუფი, რომელსაც აქვს თითქმის 300 წლიანი ისტორია: კათოლიკეების ლათინური ეკლესია, ევანგელისტური ლუთერანები, ევანგელისტური რეფორმატორული ეკლესიის მიმდევრები, აღმოსავლეთის კათოლიკეები, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ქრისტიანები (მოსკოვის საპატრიარქო), „ძველი მორწმუნეები“, ებრაელები, „სუნიტი მუსლიმები“ და ყარაიტები. ეს ტრადიციული რელიგიური ჯგუფები ბევრი სამთავრობო უპირატესობით სარგებლობენ, მათ შორის, იღებენ ყოველწლიურ სამთავრობო სუბსიდიებს, რომელიც სხვა ჯგუფებს არ ეძლევათ.[29] სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სხვა რელიგიურ ჯგუფად ითვლება ის, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული უკანასკნელი სულ მცირე 25 წლის განმავლობაში, აქვს სოციალური მხარდაჭერა სულ მცირე 15 ზრდასრული მოქალაქისგან და შეესაბამება კანონსა და მორალს. არატრადიციულ ჯგუფებს შეუძლიათ ჰქონდეთ სახალხო ფონდებისგან მხარდაჭერა კულტურული და სოციალური პროექტებისთვის.[28]
2017 წელს ლიეტუვაში სატელევიზიო გადაცემა დაიხურა, რადგან ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მსახიობი და ყოფილი კანონმდებელი ნაცისტურად მიესალმა კონკურსანტებს, სანამ ისინი იმ სიმღერას მღეროდნენ, რომელიც პოპულარული გახადა ებრაელმა მომღერალმა.[30] ანტი-სემიტური და ანტი-მუსლიმური კომენტარები მრავლად იყო ინტერნეტში.[31]
პერსონალური მონაცემების დაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიეტუვის პარლამენტმა 2018 წლის 30 ივნისს მიიღო ახალი კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ და კანონი ამოქმედდა 2018 წლის 16 ივლისიდან.[32] ზოგადი მონაცემების დაცვის რეგულაცია ეხება პერსონალური მონაცემების დაცვას, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე კომპანიების/დაწესებულებებისთვის, რაც ქმნის მომხმარებლებისთვის თავიანთი მონაცემების დაცვის უფრო მეტ შესაძლებლობას.[5]
პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა კომისიის“ ცნობით, 2002 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამაკაცთა და ქალთა შორის ქორწინების უფლება, რომელსაც მე-12 მუხლი მოიცავდა, უნდა გავრცელებულიყო ტრანსსექსუალ ადამიანებზე.[33] მე-8 მუხლში - „პირადი და ოჯახური ცხოვრების მიმართ პატივისცემა“, ნაჩვენებია, რომ პირადი ცხოვრება არის ძალიან ფართო კონცეფცია; ის მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თავისუფლად გაიაზრონ და განსაზღვრონ თავისი სექსუალური ორიენტაცია და პიროვნული იდენტობა (და იდენტობა, როგორიც მათთვის შესაფერისია), ხოლო ოჯახური ცხოვრება მოითხოვს, რომ ის წარიმართოს მშვიდად, ხალხის ან მთავრობის ჩარევის გარეშე და, შესაძლოა, მოიცავდეს ურთიერთობას დაუქორწინებელ წყვილს შორის.[34]
როგორც კონსტიტუციის 38-ე მუხლშია ნათქვამი, „ქორწინება უნდა შედგეს ერთობლივი თანხმობის საფუძველზე ქალებსა და მამაკაცებს შორის“.[35] ლიეტუვა ვერ ერგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, დაუქორწინებელი ოჯახების სამართლებრივი აღიარების არარსებობის გამო. 2017 წელს, ლიეტუვის პარლამენტმა (სეიმას) სრულიად უგულებელყო ერთსქესიანთა ურთიერთობების შესახებ წარდგენილი კანონპროექტი. ლიეტუველები არიან „ევროკავშირის“ იმ რამდენიმე დარჩენილი წევრებიდან ერთ-ერთი (ბულგარეთი, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი), რომლებსაც არ აქვთ ერთსქესიანთა წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმა.[36] სამოქალაქო პარტნიორობა იმავე ან განსხვავებულ გენდერებს შორის ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაწესდეს ლიეტუვაში.[5]
ადამიანის რეპროდუქციული უფლებები ლიეტუვაში არ არის დიდად აღიარებული ხალხის და სამთავრობო ხელისუფლებების მიერ იმ ფონზე, როცა რელიგიური ორგანიზაციები ცდილობენ რეპროდუქციული უფლებების განხორციელების პროგრესის შეჩერებას.[5] 2013 წელს, კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა უსაფრთხო და ლეგალურ აბორტთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, წარუდგინეს შესაფასებლად ეროვნულ პარლამენტს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი წარმოშობდა ქალთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის (ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის) სერიოზულ საფრთხეს, მისმა ავტორებმა და მხარდამჭერებმა განაგრძეს მოქმედება კანონის მისაღებად; ამან გამოიწვია ზოგადი შეშფოთება და ის „ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ინსტიტუტმა“ („HRMI“) გააპროტესტა.[37]
საქმეში „'ლ'. ლიეტუვის წინააღმდეგ“ (2007 წ.), „ლ.“ არის ტრანსსექსუალი ლიეტუველი მოქალაქე, რომელიც აწყდება გამოწვევებს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმის გამო, რომ ქვეყანამ ვერ მიიღო სამართლებრივი აქტი სქესის შეცვლის პირობებისა და პროცედურების შესახებ.[38] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღმოაჩინა, რომ ლიეტუვამ დაარღვია პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებები და უბრძანა მას, რომ განკარგულების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში მიეღო სქესის შეცვლისთვის საჭირო კანონმდებლობა. ლიეტუვამ ზარალის ასანაზღაურებლად თანხა გადაუხადა განმცხადებელს, მაგრამ არ მიიღო საჭირო კანონმდებლობა დადგენილ ვადაში. HRMI და „ლიეტუველების გეი ლიგამ“ განაგრძო ევროსასამართლოს განკარგულების სრული განხორციელებისთვის მხარდაჭერა. 2011 წელს ევროსასამართლომ ბრძანება გასცა, რომ „სამოქალაქო რეესტრის ოფისს“ შეეცვალა „ლ.“-ის დაბადების მოწმობის ჩანაწერები, ხოლო „მაცხოვრებლების სარეგისტრაციო სერვისს“ - მისი პირადობის მოწმობის ნომერი.[39]
2018 წელს, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა ვილნიუსში ლგბტ უფლებების დაცვის თაობაზე აქცია მოაწყო, რათა პარლამენტისთვის მოეთხოვა ერთსქესიანთა წყვილებისთვის კანონმდებლობის მიღება.[40]
შეშფოთებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვების კეთილდღეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ დაცვის“ კანონში, რეგულირდება ძალადობის წინააღმდეგ ბავშვების დაცვაც.[41] თუმცა, 2016 წელს „ადამიანის უფლებათა პრაქტიკების შესახებ ქვეყნის ანგარიშებში“ ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხია ბავშვების კეთილდღეობა.[42] ლიეტუვის ბავშვთა უფლებების სახალხო დამცველის თანახმად, ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის ჩამდენი სუბიექტები არიან, როგორც ოჯახები, ისე საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ასევე, ბავშვების მიერ ერთმანეთის ჩაგვრა დიდი პრობლემაა.[43] ბავშვზე ძალადობის მთავარი მიზეზი არის მშობლის მიერ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.[44]
ოჯახური ძალადობა ქალების წინააღმდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წელს ლიეტუვამ მიიღო კანონი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ.[41] 2014 წლის „ევროპული კავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, 15 წელს ზემოთ მყოფი ქალების 31%-მა (ანუ ყოველი 3-დან 1-მა ქალმა) გამოსცადა ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა, რომელიც ძალიან ახლოს არის „ევროკავშირის“ საერთო დონესთან (33%).[45] ჩვეულებრივ, ოჯახურ ძალადობაში ქალებს (ანუ მსხვერპლებს) ადანაშაულებენ, რაც ხელს უშლის მათ, რომ მოითხოვონ ან მიიღონ რეალური დახმარება.[46] 2017 წელს ოჯახური ძალადობის ყოველი მე-5 მსხვერპლიდან 4 არის ქალი (48 000 რეგისტირებული).[47]
ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ ძალადობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Amnesty International-მა განაცხადა, რომ ლიეტუვის ხელისუფლებამ თვითნებურად დააკავა ათასობით ლტოლვილი და მიგრანტი ციხის მსგავს ცენტრებში, სადაც მათ განიცადეს არაადამიანური მოპყრობა, წამება და სხვა სახის ცუდი ქმედება. ბევრმა ადამიანმა დაწერა, რომ მათ სცემეს და რომ, ისინი იყვნენ რასისტულად მოტივირებული მუქარისა და შეურაცხყოფის ობიექტები ზედამხედველების მხრიდან. კამერუნიდან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ერაყიდან, ნიგერიადან, სირიადან და შრი-ლანკადან ჩამოსული ათობით პირი უკანონოდ დააკავეს, მაშინ, როცა ლიეტუვამ ძალიან ფართოდ და თბილად მიიღო ათობით ათასი ლტოლვილი რუსეთ-უკრაინის ომიდან.[48]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Lithuania (in English). freedomhouse.org (2019-01-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-12. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ 2.0 2.1 2019 World Press Freedom Index | Reporters Without Borders (in English). RSF. ციტირების თარიღი: 2019-05-16
- ↑ Read about "Lithuania" on Constitute (In English-US). constituteproject.org. ციტირების თარიღი: 2019-05-16
- ↑ Platform, European Liberties. Lithuania Curtails the Media's Right to Criticize Politicians (In English). Liberties.eu. ციტირების თარიღი: 2019-05-16
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Human Rights in Lithuania 2016-2017. Human Rights Monitoring Institute.
- ↑ Laws in Lithuania : Baltic Legal law. www.baltic-legal.com. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ Lithuanian legal system | True Lithuania. www.truelithuania.com. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ 8.0 8.1 8.2 Lithuania's Constitution of 1992 with Amendments through 2006. constituteproject.org.
- ↑ 9.0 9.1 9.2 LIETUVOS RESPUBLIKOS KONSTITUCIJA. www3.lrs.lt. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ 10.0 10.1 Lithuania. freedomhouse.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-12. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ Press Freedom Index 2010 - Reporters Without Borders, დაარქივებული.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-24. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ 12.0 12.1 After three decades of freedom, Lithuania's media is being reined in (In English-GB). Index on Censorship. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ 13.0 13.1 Lithuania bans Russian language channel for "inciting discord" (in English-US). StopFake.org. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ Lithuania set to ban fake news from Russia | DW | 10.02.2019 (in English-GB). DW.COM. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ "2013 Yearbook of the OSCE Representative on Freedom of the Media". doi:10.1163/2210-7975_hrd-0367-2014009.
- ↑ Censorship, Index on. (2015-03-11) Lithuania: Press freedom groups decry proposed bans on Russian TV channels (in English-GB). Index on Censorship. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ Media freedom is the cornerstone of national security (in English). www.lrp.lt.. ციტირების თარიღი: 2019-05-30
- ↑ Platform, European Liberties. Lithuanian Authorities Try to Limit Freedom of Speech again (in English). Liberties.eu. ციტირების თარიღი: 2019-05-12
- ↑ „Prisoner has online rights - Europe court“ (ინგლისური). 2017-01-17. ციტირების თარიღი: 2019-05-12.
- ↑ I-317 Republic of Lithuania Law on Meetings. e-seimas.lrs.lt. ციტირების თარიღი: 2019-06-03
- ↑ Lithuania. freedomhouse.org (2016-01-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-02. ციტირების თარიღი: 2019-06-02
- ↑ Lithuania. freedomhouse.org (2018-01-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-02. ციტირების თარიღი: 2019-06-02
- ↑ REPUBLIC OF LITHUANIA: Lithuania: Freedom of assembly must be respected -- diversity must be promoted. AMNESTY JAPAN. ციტირების თარიღი: 2019-06-02
- ↑ REPUBLIC OF LITHUANIA: Lithuania's Baltic Pride march gets green light. AMNESTY JAPAN. ციტირების თარიღი: 2019-06-02
- ↑ Successful Baltic Pride marches in Vilnius city centre for first time – The European Parliament's LGBTI Intergroup. ციტირების თარიღი: 2019-06-02
- ↑ Vilnius Celebrated Baltic Pride 2016. LGL (2016-06-22). ციტირების თარიღი: 2019-06-02
- ↑ Platform, European Liberties. This Year's Baltic Pride Parade Was Very Different. Liberties.eu. ციტირების თარიღი: 2019-06-02
- ↑ 28.0 28.1 LITHUANIA 2013 INTERNATIONAL RELIGIOUS FREEDOM REPORT. US Department of State.
- ↑ United Nations High Commissioner for Refugees. Refworld | 2009 Report on International Religious Freedom - Lithuania. Refworld. ციტირების თარიღი: 2019-06-03
- ↑ Tanner, Jari. Lithuanian TV sorry for Nazi salute by actress (in English-US). www.timesofisrael.com. ციტირების თარიღი: 2019-06-03
- ↑ LITHUANIA 2017 INTERNATIONAL RELIGIOUS FREEDOM REPORT. The US Department of State.
- ↑ Lithuania adopts new Law on Legal Protection of Personal Data. ციტირების თარიღი: 2019-06-03
- ↑ Article 12: Right to marry | Equality and Human Rights Commission. www.equalityhumanrights.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 2019-06-04
- ↑ Article 8: Respect for your private and family life | Equality and Human Rights Commission. www.equalityhumanrights.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-04. ციტირების თარიღი: 2019-06-04
- ↑ Lithuania's Constitution of 1992 with Amendments through 2006. Constituteproject.org.
- ↑ Gillet, Kit (2018-06-05). „Same-Sex Marriages Are Backed in E.U. Immigration Ruling“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-06-04.
- ↑ Platform, European Liberties. Protection of Women's Rights in Lithuania to be Assessed. Liberties.eu. ციტირების თარიღი: 2019-06-04
- ↑ "itemid":["001-82243"} HUDOC - European Court of Human Rights]. hudoc.echr.coe.int.. ციტირების თარიღი: 2019-06-04
- ↑ "L. v. Lithuania - a right to private life". (Link is not available at the moment). Human Rights Monitoring Institute. 2011-06-01. Retrieved 2019-06-04.
- ↑ Bellamy-Walker, Tatyana (2018-02-15). „Lithuanian Prime Minister Wants Same-Sex Partnerships Law“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2019-06-04.
- ↑ 41.0 41.1 XI-1425 Law on Protection against Domestic Violence. e-seimas.lrs.lt. ციტირების თარიღი: 2019-06-05
- ↑ Lithuania. United States Department of State. ციტირების თარიღი: 2019-06-05
- ↑ Prevalence of violence against children in Lithuania according to Children's Rights Ombudsman Institution of the Republic of Lithuania. Children's Rights Ombudsman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-19.
- ↑ Sebre, Sandra; Sprugevica, Ieva; Novotni, Antoni; Bonevski, Dimitar; Pakalniskiene, Vilmante; Popescu, Daniela; Turchina, Tatiana; Friedrich, William; Lewis, Owen (1 January, 2004). "Cross-cultural comparisons of child-reported emotional and physical abuse: rates, risk factors and psychosocial symptoms". Child Abuse & Neglect. 28 (1): 113–127. doi:10.1016/j.chiabu.2003.06.004. ISSN 0145-2134. PMID 15019442.
- ↑ "Violence against women: an EU-wide survey. Main results report". doi:10.1163/2210-7975_hrd-9992-2014010.
- ↑ Platform, European Liberties. Domestic Violence Victims Blamed in Lithuania. Liberties.eu.. ციტირების თარიღი: 2019-06-05
- ↑ Shah, Shakhil. (31 October, 2018)Lithuania steps up campaign against domestic violence. Emerging Europe | News, Intelligence, Community. ციტირების თარიღი: 2019-06-05
- ↑ Lithuania: Pushbacks, illegal detention, deception and abuses against refugees and migrants. Amnesty International (2022-06-27). ციტირების თარიღი: 2022-06-27.