აბოვიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან აბოვიანი (ქალაქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
აბოვიანი
Աբովյան
Abovyan collection.jpg
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მარზი კოტაიქი
კოორდინატები 40°16′26″ ჩ. გ. 44°37′32″ ა. გ. / 40.27389° ჩ. გ. 44.62556° ა. გ. / 40.27389; 44.62556
ქალაქი 1963  წლიდან
ფართობი 6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1360
მოსახლეობა 43 900 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (222)
საფოსტო ინდექსი 2201—2208
აბოვიანი (სომხეთი)
Red pog.svg

აბოვიანიქალაქი სომხეთში. კოტაიქის მარზაში. მდებარეობს ერევნიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრზე. წარმოადგენს ერევნის აგლომერაციის ქალაქ-თანამგზავრს. ერევანთან დაკავშირებულია საავტომობილო გზითა და რკინიგზის ხაზით, რომლის საშუალებითაც დედაქალაქი უკავშირდება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ რაიონებს. ამის გამო ქალაქს ხშირად უწოდებენ ერევნის „ჩრდილოეთის კარიბჭეს“. ქალაქის ადგილზე მდებარეობდა სოფელი ელარი, რომელსაც 1961 წელს ეწოდა სომეხი მწერლის ხაჩატურ აბოვიანის სახელი. 1963 წელს სოფლის ადგილზე ჩამოყალიბდა ქალაქი აბოვიანი. აბოვიანიდან 6 კილომეტრზე მდებარეობს კურორტი არზნი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]