Radiohead: Daydreaming-ის საიდუმლო (ინგლ.Radiohead: The Secrets Of Daydreaming) — ამერიკელი ვიდეო ესეისტის და რეჟისორისრიში კანერიას ვიდეო ანალიზი, Radiohead-ის მუსიკალურ ვიდეოზე „Daydreaming“, რომელიც გააკეთა სტუდია Ragang Cinema-მ 2016 წელს. ვიდეო გაკეთებულია ინტერნეტ რესურსებზე დაყრდნობით და ავტორის პირადი ინტერპრეტაციების მიხედვით. ვიდეო ანალიზში საუბარია ვიდეო კლიპის ვიზუალურ მხარეზე, ტექსტის შინაარსზე და Daydreaming-ის პარალელებზე Radiohead-ს მთელ დისკოგრაფიასთან და ჯგუფის ვოკალისტის, ტომ იორკის, პირად ცხოვრებასთან. ვიდეო კლიპში ჯგუფის ვოკალისტი სხვადასხვა სიტუაციებში, სივრცესა და დროში მოძრაობს და მისი ხანგრძლივობა 6:24 წუთია.[1] სიმღერა შესულია Radiohead-ის 2016 წლის ალბომ A Moon Shaped Pool-ში მეორე სიმღერად.[2]