Microsoft PixelSense

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Microsoft PixelSense
PixelSense Logo-logo.png
PixelSense-suratebi.png
მწარმოებელი Microsoft, Samsung
გამოვიდა 2008 წლის 17 აპრილს

მოწყობილობა: Microsoft Surface 1.0 (2008)

საოპერაციო სისტემა: Windows Vista (32-bit)

პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 1.0 (2008)

ბოლო გამოშვება 2012

მოწყობილობა: Samsung SUR40 with Microsoft PixelSense (2012)

საოპერაციო სისტემა: Windows 7 Professional for Embedded Systems (64-bit)

პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 2.0 (2011)

ენა ინგლისური, დანიური, გერმანული, ესპანური, ფრანგული, იტალიური, კორეული, ნორვეგიული, ჰოლანდიური, შვედური
საიტი www.pixelsense.com

Microsoft PixelSense (ადრე ერქვა Microsoft Surface-ი, რაც ახლა Microsoft-ის მიერ გამოშვებულ პლანშეტურ კომპიუტერს ქვია) — ინტერაქტიული, სენსორული კომპიუტერული პლათფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ ან მეტ ადამიანს, გამოიყენოს სენსორული ეკრანი როგორც თითებით, ისე სხვა რეალური საგნებით. ეს პლათფორმა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: სპეციალური სენსორული მოწყობილობისგან (რომელიც დიდ, ტელევიზორს მოგვაგონებს) და ამ მოწყობილობაში ჩაწერილი სპეციალური პროგრამებისგან, რომლებსაც მართავს საოპერაციო სისტემა Windows-ი. პროგრამული უზრუნველყოფა ქმნის 360 გრადუსიან სამომხმარებლო ინტერფეისს, რაც საშუალებას იძლევა, რომ მოწყობილობის გარშემო მყოფმა რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად აკეთოს რამე სენსორულ ეკრანზე. პლათფორმის უმთავრესი ფასეულობა არის ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისი (ინტერფეისი, სადაც არ არის ზედმეტი ხელოვნური ღილაკები, და რომლის მოხმარებასაც სწავლა არ სჭირდება, საჭიროა მხოლოდ მარტივი მოძრაობებით თით(ებ)ის, ხელ(ებ)ის ან საგნ(ებ)ის ეკრანზე შეხება, რადგან მისი სამართავი მოქმედებების ბუნებრივობისა და ლოგიკურობის გამო მისი ათვისება საკმაოდ ადვილია იმ ადამიანთათვისაც კი, რომელთაც ტექნიკასთან შეხება არასდროს ჰქონიათ).

მიმოხილვა[რედაქტირება]

PixelSense-ის პირველი ვესია: Microsoft Surface 1.0 საჯაროდ წარდგენილ იქნა 2007 წლის 29 მაისს, D5-ის (D: All Things Digital-ის მე-5 კონფერენცია) კონფერენციაზე. D: All Things Digital-ი არის კონფერენცია, რომლის დამფუძნებელი არის უოლტ მოსბერგი (Walt Mossberg). ეს ადამიანი ასევე არის ერთერთი დამფუძნებელი ტექნოლოგიური ვებსაიტისა: All Things Digital (allthingsd.com).

2008 წელს Microsoft Surface 1.0 საბოლოოდ გაეშვა გაყიდვაში. მისი ეკრანი არის უკანა პროექციის (Rear projection) ტექნოლოგიით შექმნილი. ეკრანის ფიქსელური ზომაა 1024x768 (4:3 შეფარდებით, ეს გულისხმობს იმას, რომ ფიქსელები კვადრატული ფორმისაა), ხოლო დიაგონალის სიგრძე არის 76 სმ (30 დუიმი/ინჩი). ამ მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია ხუთი თითქმის-ინფრაწითელი კამერა, რომელიც შიგნიდან უყურებს ეკრანს (თითქმის-ინფრაწითელი (Near-infrared) ეწოდება ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომლის ტალღის სიგრძის დიაპაზონი მოთავსებულია ადამიანის თვალის მიერ აღქმადი ტალღის სიგრძის დიაპაზონსა და მოკლე-ინფრაწითელი (Short-wavelength infrared) ტალღის სიგრძის დიაპაზონს შორის).[1] ეს კამერები მგრძნობიარენი არიან თითქმის-ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ და წამში დაახლოებით 60 სურათს აფიქსირებენ, ამიტომ თავისუფლად აღიქვამენ ეკრანზე თითების ან რაიმე სხვა საგნების შეხებას. მოწყობილობა იდგმება მაგიდასავით, ანუ ეკრანი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამ პროდუქტის დიზაინი და პლათფორმის პროგრამის სამომხმარებლო ინტერფეისი ისეა შექმნილი, რომ ეკრანის გარშემო მყოფ რამდენიმე ადამიანს თავისუფლად შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს სენსორული ეკრანი, რომელიც აღიქვამს ერთდროულად 52 შეხებას სამი სახის ობიექტებისგან: თითები, სტიკერები (tags) (ამ შემთხვევაში სტიკერი არის პატარა ფურცელი, რომელზეც სპეცილური ბაიტური კოდია ამობეჭდილი) და შედარებით რთული ფიზიკური ობიექტები (blobs) (მაგალითად მყარი საგნები, ხელის გული, პლასტიკური ბარათი და ა.შ.). ასევე შესაძლებელია თითოეული შეხების შესახებ მყისიერი ინფორმაციის (Raw vision data) დანახვა, მაგალითად შეხების კოორდინატების. Microsoft Surface 1.0-ის გაყიდვები 2011 წელს შეჩერდა. იმავე წელს Microsoft-მა და Samsung-მა Consumer Electronics Show-ზე (CES - სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა) ერთობლივად წარადგინეს პლათფორმის ახალი თაობა: Samsung SUR40 for Microsoft Surface (2012 წლის 18 ივნისიდან სახელი გადაერქვა როგორც: Samsung SUR40 with Microsoft PixelSense) (ან უბრალოდ SUR40), რომელშიც პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია: Microsoft Surface 2.0 არის ჩაწერილი. 2012 წლის ადრეულ ხანებში კი ახალი პროდუქტი უკვე გამოვიდა გაყიდვაში.

Samsung SUR40-ს გააჩნია LED-backlit LCD ეკრანი, რომლის ფიქსელური ზომაა 1920x1080, 16:9 შეფარდებით, ხოლო დიაგონალის სიგრძე არის 102 სმ (40 დუიმი/ინჩი). ამ მოწყობილობაში თითქმის-ინფრაწითელი კამერების ნაცვლად PixelSense-ის ტექნოლოგიაა ჩაშენებული. ამ ტექნოლოგიამ საშუალება მისცა მწარმოებლებს, რომ მოწყობილობის სისქე შეემცირებინათ 56 სმ-იდან (22 დუიმი/ინჩი) 10 სმ-მდე (4 დუიმი/ინჩი). ზომის შემცირების წყალობით კი შესაძლებელი გახდა ახალი მოწყობილობის დაყენება როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში. ტექნიკური შესაძლებლობები კი ბევრად გაუმჯობესებული აქვს მის წინამორბედთან შედარებით.

2012 წლის 18 ივნისს, ზოგადად, პლათფორმის სახელი, შეიცვალა "Microsoft PixelSense"-ით, ხოლო ძველი სახელწოდება "Microsoft Surface" ეწოდა Microsoft-ის მიერ წარდგენილ ახალ პროდუქტს, კერძოდ Microsoft-ის პირველ პორტატულ, პლანშეტურ კომპიუტერს.

გაყიდვების სამიზნე ბაზარი[რედაქტირება]

PixelSense-ი შეიქმნა უფრო მეტად კომერციული კლიენტებისთვის, ვიდრე უბრალო მომხმარებლებისთვის. მოწყობილობა არ საჭიროებს ფიზიკურ კლავიატურას ან მაუსს მუშაობისთვის. ნებისმიერი ადამიანისთვის მისი მოხმარება ძალიან ადვილია, რაც ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისის დამსახურებაა.

Microsoft-მა ეს პროდუქტი შექმნა შემდეგი ინდუსტრიული სფეროებისთვის: მედია და გართობა, მედიცინა, საცალო გაყიდვა, ფინანსური სერვისები, განათლება და პოლიტიკა. მისი შეძენა შესაძლებელია 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორისაა: აშშ, კანადა, ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ნორვეგია, ნიდერლანდი, კატარი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი), ავსტრალია, კორეა, ინდოეთი, სინგაპური და ჰონგ-კონგი.

ისტორია[რედაქტირება]

Surface 1.0-ის დემონსტრაცია
MSNBC-ის მიერ Microsoft PixelSense-ის გამოყენება პირდაპირ ეთერში 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს

PixelSense-ის შექმნის იდეა წამოაყენეს 2001 წელს, Microsoft Hardware-ის თანამშრომელმა სტივენ ბეთიჩმა (Steven Bathiche) და Microsoft Research-ის თანამშრომელმა ენდი უილსონმა (Andy Wilson). იმავე წლის ოქტომბერში, დეივიდ ჯოშუა კურლანდერმა (David Joshua Kurlander, იგივე DJ Kurlander), მაიკლ კიმმა (Michael Kim), ჯოელ დელინმა (Joel Dehlin), ბეთიჩმა და უილსონმა დააფუძნეს ვირტუალური გუნდი, რათა იდეის ხოცშესხმისთვის ემუშავათ.

2003 წელს, გუნდმა იდეა წარუდგინა ბილ გეითსს, Microsoft-ის თავმჯდომარეს. მოგვიანებით ეს ვირტუალური გუნდი გაფართოვდა და სულ რაღაც ერთ თვეში შეიქმნა მათი იდეის პროტოტიპი, სახელწოდებით T1. ეს პროტოტიპი აგებული იყო IKEA-ს მაგიდის გამოყენებით. გუნდმა ასევე დაწერა სპეციალური აპლიკაციები პლათფორმისთვის, მაგალითად Pinball-ი, სურათების ბრაუზერი, და ვიდეო თავსატეხი. მომდევნო წელს, Micosoft-მა შექმნა 85-ზე მეტი პროტოტიპი. მოწყობილობის საბოლოო დიზაინზე მუშაობა დასრულდა 2005 წელს.

ამგვარი კონცეპტი გამოიყენეს Minority Report-ში, 2002 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში. ამ ფილმის DVD-ის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა აღნიშნა, რომ ფილმში ნაჩვენები მოწყობილობის კონცეპტი არის გადაღებების დროს Microsoft-თან კონსულტაციის ნაყოფი. ერთერთი ტექნოლოგიური კონსულტანტი ამ ფილმისა იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან, მოგვიანებით კი ეს ადამიანი შეუერთდა Microsoft-ს ამ პროექტზე მუშაობაში.

2007 წლის 30 მაისს, სტივ ბალმერმა (Steve Ballmer), Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა (CEO), აშშ-ს ქალაქ კარსლბადში (Carlsbad, California) The Wall Street Journal-ის D: All Things Digital-ის კონფერენციაზე საზეიმოდ წარადგინა ეს ტექნოლოგია "Surface"-ის სახელით.

2008 წლის 17 აპრილს, AT&T (ამერიკული მრავალეროვანი ტელეკომუნიკაციის კორპორაცია) გახდა პირველი გადამყიდველი ამ პროდუქტისა. იმავე წლის ივნისში, უოლტ დისნეის კომპანიამ ეს მოწყობილობა Innoventions-ის (დისნეილენდის ატრაქციონების ერთერთ გაერთიანებაში: Tomorrowland-ში მდებარე ატრაქციონი) ერთერთ განყოფილებაში: Dream Home-ში შეიტანა.[2] 2008 წლის 13 აგვისტოდან, ეს პროდუქტი შეიტანეს Sheraton Hotels-ის ზოგიერთ სასტუმროში. 2008 წლის 8 სექტემბრიდან კი MSNBC-მ (სატელევიზიო საინფორმაციო არხი) დაიწყო მისი გამოყენება 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო რუკებზე სამუშაოდ პირდაპირ ეთერში.

2012 წლის 18 ივნისს, Microsoft-მა წარადგინა პორტატული პლანშეტი იმავე სახელით: "Surface", შესაბამისად, ძველ Surface-ს დაერქვა ახალი სახელი: PixelSense.

შესაძლებლობები[რედაქტირება]

PixelSense-ის დემონსტრაცია. ფუნჯის გამოყენება და სხვა.

Microsoft PixelSense-ს აქვს ფუნქციონირების ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პირდაპირი ინტერაქტიული მოხმარება, ერთდროულად მრავალი შეხების აღქმა (Multi-touch), ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ მოხმარების შესაძლებლობა (Multi-user simultaneously), და რეალური საგნების აღქმა.

პირდაპირი ინტერაქტიული მოხმარება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს არ სჭირდება არანაირი კლავიატურა ან მაუსი, საჭიროა უბრალოდ შეხება ეკრანზე. ერთდროულად მრავალი შეხების აღქმა (Multi-touch) ნიშნავს იმას, რომ სენსორულ ეკრანს შეუძლია მრავალი (PixelSense-ის შემთხვევაში ათობით) შეხება აღიქვას ერთდროულად. ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ მოხმარების შესაძლებლობა (Multi-user simultaneously) მრავალშეხებიანი სენსორული ეკრანის მქონე მოწყობილობების დიდ უპირატესობაზე მეტყველებს, იმ მოწყობილობებთან შედარებით, რომელთა მართვაც მხოლოდ მაუსით და კლავიატურით ხდება. რეალური საგნების აღქმა კი ალბათ ყველაზე დიდი უპირატესობაა ამ ტექნოლოგიის.

საგნების აღქმის ტექნოლოგია (რომლის აღწერაც ზევით, მიმოხილვაში არის წარმოდგენილი) საშუალებას იძლევა რომ არა მხოლოდ მარტივი მყარი საგნებით ვიხელმძღვანელოთ, არამედ ისეთი საგნებითაც როგორიცაა ჩვეულებრივი სახატავი ფუნჯი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივი ფუნჯით თავისუფლად შესაძლებელია ზედმეტი ძალიასხმევის გარეშე დაიხატოს ეკრანზე ციფრული სურათი.

პლათფორმას ასევე გააჩნია შეხების დაწოლის სიძლიერის აღქმის უნარიც. მაგალითისთვის ავიღოთ მასში ჩაწერილი ერთერთი აპლიკაცია, რომელიც ეკრანზე შეხების დროს წარმოქმნის წყლის ტალღებს და თან საკმაოდ რეალური ვიზუალით, რეალური ნაკადულივით. რაც უფრო ძლიერად მოხდება შეხება ეკრანზე, მით უფრო დიდი ტალღა წარმოიქმნება.

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება]

მოწყობილობა: Microsoft Surface 1.0[რედაქტირება]

  • პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 1.0
  • ფორმა: მაგიდის ფორმა
  • ეკრანის და სენსორის ტექნოლოგია: უკანა პროექცია და თითქმის-ინფრაწითელი კამერები (Rear projection DLP w/cameras)
  • ფასი: იწყება $10,000 აშშ დოლარიდან
  • მასა: 198 ფუნტი (90 კგ)
  • მოწყობილობის ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 42.5 × 27 × 21 დუიმი (108 × 68.6 × 53.3 სმ)
  • პროცესორი (CPU): Intel Core 2 Duo 2.13 GHz processor
  • გრაფიკული ჩიპი (GPU): ATI Radeon X1650 - 256 MB
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM): 2 GB (DDR2)
  • მეხსიერება (მყარი დისკი): 160 GB HDD
  • ეკრანის ზომა: 30 დუიმი (76.2 სმ) დიაგონალი
  • ეკრანის ფიქსელური ზომა: 1024 x 768 – 4:3 შეფარდება
  • შესაერთებელი პორტები: XGA (DE-15) video out, RGB analog component video out, RCA analog component audio out, 4 USB ports
  • ქსელები (Networking): Wi-Fi 802.11g, Bluetooth, and Ethernet 10/100
  • საოპერაციო სისტემა: Windows Vista (32-bit)

მოწყობილობა: Samsung SUR40 with Microsoft PixelSense[რედაქტირება]

  • პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 2.0
  • ფორმა: მაგიდა, კიოსკი, კედელი
  • ეკრანის და სენსორის ტექნოლოგია: თხელი LCD w/PixelSense ტექნოლოგია
  • ფასი: იწყება $8,400 აშშ დოლარიდან
  • მასა: 80 ფუნტი (36 კგ)
  • მოწყობილობის ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 42.7 × 27.5 × 4 დუიმი (108.5 × 69.9 × 10.2 სმ)
  • პროცესორი (CPU): AMD Athlon II X2 2.9 GHz dual-core processor
  • გრაფიკული ჩიპი (GPU): AMD Radeon HD 6570M – 1 GB GDDR5
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM): 4 GB (DDR3)
  • მეხსიერება (მყარი დისკი): 320 GB HDD
  • ეკრანის ზომა: 40 დუიმი (101.6 სმ) დიაგონალი
  • ეკრანის ფიქსელური ზომა: 1920 × 1080 – 16:9 შეფარდება
  • შესაერთებელი პორტები: HDMI input & output, S/PDIF 5.1 digital audio surround sound out, RCA analog component audio out, 3.5 mm TRS (stereo mini-jack) audio out, 4 USB ports
  • ქსელები (Networking): Wi-Fi 802.11n, Bluetooth, and Ethernet 10/100/1000
  • საოპერაციო სისტემა: Windows 7 Professional for Embedded Systems (64-bit)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]