სტივ ბალმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივ ბალმერი
Steve Ballmer
დაბადების სახელი სტივენ ენტონი ბალმერი
დაბადების თარიღი 24 მარტი, 1956 (1956-03-24) (68 წლის)
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
რეზიდენცია ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი ჰარვარდის კოლეჯი
სტენფორდის უნივერსიტეტი
მეუღლე(ები) კონი სნაიდერი (1990-დღემდე)
შვილ(ებ)ი 3
ჯილდოები საპატიო ორდენი
სუფთა მოგება აშშ$27.8 მილიარდი (2016-ის მონაცემით)[1]

სტივენ ენტონი „სტივ“ ბალმერი (ინგლ. Steve Ballmer; დ. 24 მარტი, 1956)[2]ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც იყო Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი 2000 წლიდან მოყოლებული 2014 წლამდე,[3] მანამდე სანამ იგი ამ პოსტზე არ შეცვალა სატია ნადელამ.

ბალმერი არის საკალათბურთო კლუბ ლოს-ანჯელეს კლიპერსის მფლობელი, რომელიც 2014 წლის 12 აგვისტოს შეიძინა 2 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ.[4][5]

2016 წლის მონაცემებით მისმა ქონება შეადგენს დაახლოებით $27.8 მილიარდს,[6] რაც ხდის მას მსოფლიოში 22-ე ყველაზე მდიდარ ადამიანად.[7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალმერი დაიბადა დეტროიტში, ბეატრის დვორკინისა და ფრედერიკ ჰენრი ბალმერის ოჯახში. მამამისი იყო შვეიცარიელი ემიგრანტი და მუშაობდა Ford Motor Company-ის მენეჯერად,[8] ხოლო დედა — ებრაელი, რომელიც ცხოვრობდა ამერიკაში.[9] 1973 წელს ბალმერმა დაამთავრა „Detroit Country Day”-ის სკოლა და განაგრძო თავისი გზა ჰარვარდის უნივერსიტეტისკენ. მან ჩააბარა მათემატიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში იგი იყო საფეხბრუთო გუნდის მენეჯერი. აგრეთვე მუშაობდა ჰარვარდის ყოველდღიურ გაზეთში. 1977 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხის წოდება..[10] შემდეგ ჩააბარა სტენფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხზე, თუმცა 1980 წელს მიატოვა სწავლა და დაიწყო მუშაობა მაიკროსოფტში.[11]

სტივ ბალმერი შეუერთდა Microsoft-ს 1980 წლის 11 ივნისს, და გახდა კომპანიისს 30-ე თანამშრომელი. ბილ გეიტსმა თავდაპირველად მას შესთავაზა ხელფასის სახით $50,000 და 8%-იანი წილი.

2000 წელს ბალმერი გახდა Microsoft-ის გენერალური დირექტორი. ბალმერი ამ პოსტზე მსახურობდა 14 წლის განმავლობაში. 2014 წელს იგი ამ თანამდებობაზე შეცვალა სატია ნადელამ.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს მან იქორწინა კონი სნაიდერზე[12], ვისგანაც ეყოლა სამი შვილი.[13]

ბალმერი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ჰანტს-პოინტში, ვაშინგტონის შტატში.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.forbes.com/profile/steve-ballmer/?list=billionaires
  2. Steve Ballmer Fast Facts. CNN (11 მარტი, 2015). ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2016.
  3. Steve Ballmer: Chief Executive Officer. Microsoft (1 მარტი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი, 2008.
  4. ESPN.com. (12 აგვისტო, 2014) Steve Ballmer new Clippers owner. ESPN.com. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2014.
  5. Ballmer officially becomes new owner of Clippers. NBA.com (12 აგვისტო, 2014). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2014.
  6. „Steve Ballmer“. Forbes. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  7. „Forbes 400“. Forbes. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  8. International directory of business biographies. St. James Press. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2013. 
  9. Publishing, B.N. (2013). Summary: Bad Boy Ballmer - Fredric Maxwell: The man who rules Microsoft. Must Read Summaries. ISBN 9782806224927. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2015. 
  10. Steve Ballmer Biography - Microsoft CEO. Woopidoo.com (March 24, 1956). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: June 14, 2013.
  11. Jay Greene; Steve Hamm; Jim Kerstetter (17 ივნისი, 2002). „Ballmer's Microsoft“. BusinessWeek. ციტატა: „After two years, Ballmer headed for Stanford University's MBA program for a better grounding in business. When the fledgling Microsoft ran into problems in 1980, Gates persuaded his friend to drop out and give him a hand.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  12. Steve Ballmer and wife Connie Ballmer. Daily Entertainment News (1 მარტი, 2013).
  13. The Guardian: "Loyalty is his number one strength. He still drives Ford cars because his father used to work for the company" by Bobbie Johnson 28 ივნისი, 2008
  14. Josh Lipton (25 სექტემბერი, 2014). „Former Microsoft CEO and LA Clippers Owner Steve Ballmer Speaks with CNBC's Josh Lipton Today“. CNBC. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)