Windows 7

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Windows 7 logo.svg
Windows ოჯახის ნაწილი
Windows 7.jpg
Windows 7 Ultimate-ის ეკრანი
მწარმოებელი
Microsoft
გამოცემები
გამოსვლის თარიღი საწარმოებისათვის: 22 ივლისი, 2009
ფართო გაყიდვა: 22 ოქტომბერი, 2009 (ინფო)
მიმდინარე ვერსია 6.1[1][2][3] (22 თებერვალი 2011) (ინფო)
ლიცენზია დაპატენტებული კომერციული პროგრამული უზრუნველყოფა

Windows 7 — ოპერაციული სისტემა Windows-ის ბოლოს წინა ვერსია, გამოშვებულია 2009 წლის 22 ოქტომბერს. კომპანია Microsoft-მა იგი გამოსცა პერსონალური კომპიუტერებისათვის, ლეპტოპებისათვის, ნეტბუკებისათვის, Microsoft-ის პლანშეტებისათვის და შინაური მედია-ცენტრებისათვის.[4]

განსხვავებით წინამორბედი Windows Vista-სგან, რომელშიც შეტანილი იყო მრავალი სიახლე, Windows 7-ში ყურადღება ექცევა იმ მოწყობილობებთან თავსებადობას, რომლებთანაც წინა სისტემაც იყო თავსებადი.[5] Microsoft-ის მიერ 2008 წელს გამართულ პრეზენტაციებზე წარდგენილი იქნა ახალი სისტემის რამდენიმე სიახლე, როგორიც იყო შეხების ტექნოლოგია, სწრაფად გაშვების განსხვავებული დაფა, რომელსაც ამიერიდან Superbar ეწოდება, შინაური ქსელის სისტემა HomeGroup,[6] და გაუმჯობესებები სწრაფმოქმედების მხრივ. ახალ სისტემაში შეტანილი რამდენიმე პროგრამა, რომელიც უკვე ვრცელდებოდა Windows-ის წინა ვერსიასთან ერთად (მაგალითად, Windows Calendar, Windows Mail, Windows Movie Maker და Windows Photo Gallery) არ იქნა შეტანილი Windows 7-ში - [7][8] მომხმარებელს შეუძლია მათი თავად გადმოტვირთვა და ინსტალირება პროგრამების კრებულის Windows Live Essentials ფარგლებში.[9]

განვითარება[რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება]

უკვე 2000 წელს მაიკროსოფტში დაიწყეს ფიქრი სისტემის Windows XP შემდეგ ვერსიაზე და მის სერვერულ ვარიანტზე Windows Server 2003. თავდაპირველად მათ სურდათ მისი 2005 წელს გამოცემა.

სისტემა, რომელსაც ეწოდა კოდური სახელი ”Blackcomb”, მიზნად ისახავდა ფაილების ძიების და მონაცემთა დამუშავების გამარტივების, ფაილური სისტემის WinFS და სხვა სიახლეების შემოტანას. ბილ გეიტსის თქმით, ”Blackcomb უნდა ყოფილიყო სტრიქონი, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს მომხმარებლის ნაწერს და ავტომატურად შეივსება”.

თუმცა, Blackcomb გადაიდო და ამასობაში დაიწყო მუშაობა სისტემაზე "Longhorn", რომლის დებიუტიც 2003 წლისათვის იყო დაგეგმილი. ამ ვერსიაში თავდაპირველად შეიტანეს გადადებული პროექტის რამდენიმე ელემენტი. საბოლოოდ, Longhorn-ს ეწოდა Windows Vista და იგი ოფიციალურად გამოვიდა 2007 წლის იანვარში.

სახელწოდება[რედაქტირება]

Windows Vista-ზე მუშაობის პარალელურად, Blackcomb-ს ეწოდა Vienna. თუმცა, 2007 წლის 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სახელწოდება შეცვლილი იქნა და ამჯერად ეს იყო Windows 7. 2008 წლის 13 ოქტომბერს ეს საბოლოოდ დადასტურდა. მაიკ ნეშის, ვინდოუსის პროდუქციის განხრით Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს სახელწოდება აირჩიეს იმიტომ, რომ ვინდოუსის უშუალო მიმართულებაში ეს არის მეშვიდე ვერსია.

განვითარება[რედაქტირება]

Blackcomb[რედაქტირება]

კოდური სახელწოდება Blackcomb თავდაპირველად ეკუთვნოდა სისტემას Windows NT 6.0. დაგეგმილი მისი Windows XP-ს შემდეგ გამოცემა. 2001 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Blackcomb გამოვიდოდა 2005 წელს, ხოლო 2002 წლის აგვისტოში - ის, რომ შუალედური ვერსია იქნება Windows Vista, დაფუძნებული ბირთვზე Windows NT 5. Longhorn-ის შექმნისას მას დაემატა Blackcomb-ის ფუნქციები და მიენიჭა ნომერი 6.0.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Mike Nash. (October 14, 2008)Why 7?. The Windows Blog. Microsoft. წაკითხვის თარიღი: February 1, 2011.
  2. Windows 7 and Windows Server 2008 R2 Officially RTM At Build Version 6.1.7600.16385. My Digital Life. My Digital Life (July 23, 2009). წაკითხვის თარიღი: February 1, 2011.
  3. Announcing Availability of Windows 7 and Windows Server 2008 R2 SP1. Microsoft. წაკითხვის თარიღი: 2011-02-09.
  4. Ricciuti, Mike. (July 20, 2007)Next version of Windows: Call it 7. CNET News.
  5. Nash, Mike. (28 October 2008)Windows 7 Unveiled Today at PDC 2008. Windows Team Blog. Microsoft. წაკითხვის თარიღი: 2008-11-11.
  6. LeBlanc, Brandon. (28 October 2008)How Libraries & HomeGroup Work Together in Windows 7. Windows Team Blog. Microsoft. წაკითხვის თარიღი: 2008-11-11.
  7. Windows 7 to Skip Photo, Mail, Calendar and Movie Editing tools.
  8. E-mail, photos, movie making will not be included in Windows 7.
  9. LeBlance, Brandon. (28 October 2008)The Complete Windows Experience – Windows 7 + Windows Live. Windows Team Blog. Microsoft. წაკითხვის თარიღი: 2008-11-11.


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Windows_7&oldid=2622868“-დან