M-60 Patton

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
M-60A3 near Giessen in Germany 1985.JPEG
M-60A3
M-60
კლასიფიკაცია ძირითადი საბრძოლო ტანკი
საბრძოლო წონა, ტ 50.7
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 4 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1960—1987
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1960 - დღემდე
გამოშვების რაოდენობა 15,000 მდე
ძირითადი ოპერატორები აშშ-ის დროშა აშშ
ზომები
კორპუსის სიგრძე , მმ 6,946
კორპუსის სიგანე, მმ 3.631 მ
სიმაღლე, მმ 3.213 მ
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 155მმ (მაქსიმუმი)
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 105 მმ M68 ტიპის ქვემეხი (M60/A1/A3),152მმიანი M162 ქვემეხი/მტყორცნელი (M60A2)
ტყვიამფრქვევები 7.62 მმ M73, 1 × 12,7-მმ M85.
მობილურობა
ძრავის ტიპი Continental AVDS-1790-5B V12 - ტიპის შეწყვილებული ტურბო დიზელის ძრავი
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 810
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 48
გადაადგილების მარაგი, კმ 500 კმ

M60 Patton - წარმოადგენს უკანასკნელ აშშ-ი დამზადებულ ტანკს რომელსაც მიენიჭა გენერალ პატონის სახელი,ტანკი დიდი რაოდენობით გავიდა ექსპორტზე და მისი უმეტესი მომხმარებელი ნატოს წევრი ან აშშ-ს მოკავშირე ქვეყანა იყო,აშშ-მ ტანკის ჩანაცვლება M1 Abrams - ით შეძლო თუმცა დღეს-დღეისობით ტანკი კვლავ რჩება უამრავი ქვეყნის შეიარაღებაში,მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ეგვიპტეს ჰყავს 1716 M60A3,ასევე გააჩნია თურქეთს 816 ცალი რომლის მოდერნიზაციას კვლავ განაგრძობენ,ხოლო რაოდენობით მესამეზე ისრაელია რომელსაც 700მდე მათ მიერ გაძლიერებული M60 გააჩნია.

შექმნის ისტორია[რედაქტირება]

ძირითადი საბრძოლო ტანკი M-60 წარმოადგენს M-48 - ის გაძლიერებულ ვერსიას,წინა ვერსიისგან განსხვავებით M-60 გამოირჩევა ბევრად ძლიერი 105მმიანი ქვემეხით ასევე მცირე ცვლილებები იქნა შეტანილი სასში,გარდა ამისა 50მმით გაძლიერებული იქნა ჯავშანი,ახალ ბრიტანულ ქვემეხს გააჩნდა ეჟექტორი რომელიც ბევრად ძლიერს ხდიდა ვიდრე თავისი წინამორბედს რომელსაც 90მმ ქვემეხი ჰქონდა,გარდა ამის ტანკი ამუნიციაში შედიოდა : ქვეკლიბრული,პლასტიკური ამაფეთქებელი,კუმულაციური და ფუგასური ჭურვები.

ასევე ტანკზე დაყენებულია მანძილმძომი და ბალისტიკური გამომთვლელი,ასევე მცირე ცვლილებები იქნა შეტანილი მის მამოძრავებელ ადგილას,ძრავა მთლიანად შეიცვალა და დაუყენდა დიზელის. წინა ტანკების დაკვირვების მიხედვით ახალ ტანკს დაუყენდა ავტომატური ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა,გარდა ამისა ღამის ხედვის ხელსაწყოები და ინფრაწითელი სამიზნე. სულ გამოშვებული იქნა 15 ათასამდე ტანკი საიდანაც 9 ათასი აშშ-ს არმიაში ირიცხებოდა 1990 წლისთვის.

M60A2 "ვარსვლავთა ხომალდი"[რედაქტირება]

M60A2 - არის სპეციალურად შექმნილი მოდიფიკაცია რომელსაც უნდა დროებით უნდა ჩაენაცვლებინა პროექტი MBT-70,ახალი მოდიფიკაცია ძველისგან განსხვავდებოდა შემცირებული სიმაღლით,კერძოთ კი შეამცირეს კოშკურის ზომა რის შემდეგადაც უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდა,ასევე მეთაური ბევრად უფრო უკეთესად ხედავდა მის გარშემო პერიმეტრს,ტანკს ასევე დაუყენდა ახალი 152 ქვემეხი მსგავსი როგორიც M551 შეიარიდანს ჰქონდა, რომელიც MGM-51 შეილაიგალის ტიპის ტანკ საწინააღმდეგო რაკეტებს ისვრიდა,გარდა ამისა ქვემეხზე სპეციალური წმენდავი ეყენა რომელიც ყოველი გასროლის შემდეგ

M60A2 "ვარსვლავთა ხომალდი"

ასუფთავდებდა,ამ ინოვაციამ უამრავი პრობლემის მოგვარება შეძლო,ეს ტექნოლოგიური მიღწევა გამოყენებული ასევე იქნა მომავლის პროექტ MBT-70 - ზე თუმცა ახალი მოდიფიკაცია მაინც არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს რის გამო 1981 წლისთვის შეიარაღებიდან მოხსნეს,კოშკურები დაჭრეს და ტანკები M60A3 - მოდიფიკაციად გადააკეთეს ხოლო ზოგი კი საინჟინრო მანქანებად.

M-60A3[რედაქტირება]

ახალ ვერსიაზე მუშაობა 1978 წელს დაიწყო,ახალი ტანკი შეიცავდა ბევრ ტექნოლოგიურ მიღწევას მათ შორის,საკვამლე ყუმბარების დამტენას,ასევე ახალ ლაზერულ მანძილ მზომს რომლის გამოყენება მეთაურს და დამტენს შეეძლო,ასევე დაყენებული იყო უახლესი M21 ტიპის ბალისტიური კომპიუტერი,ხოლო ქვემეხზე კი ქვემეხი სტაბილიზატორი.

M60A3-ის გვიან ვერსიებზე საერთოდ არ ეყენა მეთაურისთვის განკუთვნილი გუმბათოვანი ადგილი,ამან კი ტანკი სიმაღლე შეამცირა თუმცა მეთაურს აღარაფელი იცავდა მსუბუქი იარაღის წინააღმდეგ. M60A3 - ი შეიარაღებიდან 1997 წელს მოხსნეს და ჩაანაცვლეს M1 Abrams - ით,ამისდა მიუხედავად M60A3 ჰქონდა უპირატესობები აბრამსთან შედარებით ესენია:

  • M60A3 TTS - ზე დაყენებული იყო უკეთესი თერმული მოწყობილობები რომელიც აბრამსს 21 საუკუნეში დაუყენდა,ხოლო მანამდე აბრამსი ძველ 2 თაობისას ხმარობდა.
  • M60A3 - ის შიგნით დაყენებული იყო სპეციალური ტელეფონი რომლითაც კავშირს ამყარებდნენ გარეთ მყოფ ქვეითებთან,მსგავსი ტელეფონი M1A1 - ს დაუყენდა მას შემდეგ რაც ერაყსა და ავღანეთში საომარი მოქმედებები დაიწყო.
  • დიზელის ძრავა შედარებით სუსტი არის მაგრამ დიზელის ძრავა ბევრად უფრო იაფია,გამძლე და ბევრად ცოტას მოიხმარს ვიდრე ბენზინის.
  • დამატებითი გასაქცევი ნაკვეთური კორპუსის ქვემოთ არ გააჩნია M1A1 - ს რაც გამოწვეული უნდა იყოს იმით რომ აბრამსს ძალიან დაბალი კლინერსი აქვს ვიდრე M-60A3 - ს.

1995 წელს M60A3 TTS ტიპის ტანკი კალიფორნიის ნაციონალური გვარდიის რიგებიდან გატაცებული იქნა შონ ნელსონის მიერ,ტანკის დევნის ოპერაცია 23 წუთს გაგრძელდა,57 ტონიანი ტანკი თავისი მაქსიმალური სიჩქარით გადაადგილდებოდა და ძალიან უადვილდებოდა გარშემო მდებარე მანქანების გადავლა,გარდა ამისა გატაცებული ტანკით ცდილობდა ხიდის დანგრევას ამის გამო რამდენიმეჯერ დიდი სიჩქარით დაეტაკა ბოძებს თუმცა დანგრევა ვერ მოახერხა,მისი აყვანა მოხდა მაგისტრალზე როცა ის ცდილობდა საპირისპირო მიმართულებით გადასვლას (საპირისპირო გზაზე სამოქალაქო მანქანების მოძრაობა მიმდინარეობდა) რა დროსაც ბორდიულზე გაეჭედა და ტანკმა მოძრაობა ვეღარ განაგრძო,პოლიციელბმა კი ამ მომენტით დრო იხელთეს და იარაღით მოკლეს,ამ მოვლენას გარდა გამტაცებლისა შეეწირა ერთი პოლიციელი.

საბრძოლო ისტორია[რედაქტირება]

M60-ი რეაქტიული ჯავშნით ქუვეითში

ვიეტნამი[რედაქტირება]

ვიეტნამის ომში M-60 არ გამოიყენებოდა, თუმცა აშშ-ს არმია იყენებდა M-60-ის ბაზაზე დამზადებულ ხიდ გამდებ ტანკებს.

ისრაელი[რედაქტირება]

პირველი ომი სადაც ტანკი გამოიყენეს იყო იომ-ქიფურის ომი,ტანკს იყენებდნენ გოლანის მაღლობებზე და სინაიზე,ტანკები კი მიწოდებული იქნა აშშ-ს მიერ,ომის შემდეგ ისრაელმა თითქმის ყველა M-60-ის მოდერნიზაცია მოახდინა,ახალ ვერსიებს ეყენა რეაქტიული ჯავშანი (იგივე დინამიკური დაცვის კონტეინერები),ახალ ტანკს Magach - ი ეწოდა,Magach-ის უკანასკნელი ვერსია არის მისი 7 ვარიანტი რომელიც შეიარაღებაში დღემდე რჩება.

ქუვეითი[რედაქტირება]

აშშ-ს არმიამ M-60-ები ასევე გამოიყენა ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის დროს 1991 წელს,ერაყის შეიარაღება შედგებოდა საბჭოთა ტანკებისგან T-54, T-55, T-62, Type 69,და T-72.ამერიკული ტანკებზე ეყენა რეაქტიული ჯავშანი თუმცა ბრძოლისას მსუბუქად დაზიანდა მხოლოდ 1 M-60,ქუვეითის აეროპორტთთან.

შეჯამება[რედაქტირება]

M-60-ი საკმაოდ კარგად იბრძოდა საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ მათ შორის T-54, T-55, T-62, Type 69,და T-72,დაწყებული იომ ქიფურის ომიდან დამთავრებული ლიბანის ომამდე M-60-მა თითქმის ყველა ბრძოლა მოუგო T-54/55 ტიპის ტანკებს რომლების ეკიპაჟებიც საკმაოდ გაუწვრთნელები იყვნენ,ისრაელის ტანკები უმეტესად ნადგურდებოდა ტანკ საწინააღმდეგო რაკეტების მიერ (ეფექტურობით გამოირჩედო მალიუტკა),1982 წელს ლიბანის ომის დრო პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს უახლესი T-72 და M-60-ი,გამარჯვებული კვლავაც M-60 აღმოჩდა მათ შორი ბეირუთის ბრძოლისას სადაც 400მდე სირიული ტანკი ნონაწილეობდა,ამ ტანკების უმრავლესობა კი T-72 - ი იყო, ბრძოლაში უამრავი სირიული ტანკი განადგურდა.

ვარიანტები[რედაქტირება]

  • M60A1 - გაუძლიერდა ჯავშანი და ჰიდრავლიკა.
  • M60A1 AOS - ქვემეხზე დამონტაჟდა სპეციალური სტაბილიზატორი
  • M60A1 RISE - გაუმჯობესდა თითქმის ყველა ტანკში ჩამონტაჯებული მოწყობილობა,გარდა ამისა შეეცვალა მამოძრავებელი ჯაჭვები და გაუძლიერდა ძრავი.
  • M60A1 RISE Passive: წარმოადგენ RISE-ის ვერსია,დაუმონთაჟა შედერებით პატარა ღამის ხედვის ხელსაწყო,1980 წელს კი დამონტაჟებული რეაქტიული ჯავშანი მოეხსნა.
  • M60A1E1 - სატესტო ვერსია რომელსაც 152მმ რაკეტის მსროლელი ქვემეხი ეყენა
M728
  • M60A1E2/M60A2 - წარმოადგენს ვარკვლავთ ხომალდის გაუმჯობესებულ ვერსიას რომელსაც კოშკურაზე დამატებით 20მმ ქვემეხი უყენია.
  • M60A1E3 - პროტოტიპი რომელიც იყო M60A1E2 და ეყენა 105მმ ქვემეხი
  • M60A3 - გაუმჯობესებული M60A1.
  • M60A3 TTS - დაემატა თერმული სამიზნეები
  • M60-2000/120S - M60/Abrams - ის ჰიბრიდული ვერსია,არ იქნა შეიარაღებაში მიღებული
  • M60AVLB - ხიდგამდები ვერსია
Magach-7
  • M60 AVLM - დაჯავშნული მანქანა,რომელიც შემქნის გასანაღმვად
  • M60 Panther - გამნაღმველი ვერსია
  • M728 CEV - საინჯინრო მანქანა რომელსაც სპეციალური ამწე უყენია,ასევე ბულდოზერი და გამნაღმველი ტრალები,შეიარაღება კი 165მმ ქვემეხი M135.

ინტერნაციონალური[რედაქტირება]

  • M60T იგივე Sabra - ღრმად მოდერნიზებული M60A1 რომელიც თურქეთმა შემქნა,აღჭურვილია ახალი 120მმ ქვემეხი, ელექტრონული სტაბილიზატორით, ახალი ცეცხლის მართვის სისტემით, და ახალი ჯავშნის კონტეინერებით.
  • M60VLPD 26/70E - ესპანური ხიდგამდები.
  • M60CZ-10/25E Alacran - ესპანური საინჟირო მანქანები,სულ 38 ასეთი ტანკი შეიქმნა
  • ისრაელი ვარიანტები - ბევრი M60 იქნა მოდერნიზებული და დაუყენდა ზოგს პასიური და ზოგს რეატიული ჯავშანი,ასეთ ვარიანტს ქვია Magach 6 / Magach 7.
  • M60 Phoenix - იორდანიული მოდერნიზაცია,გაძლიერების შემდეგ გახდა შესაძლებელი ტანკს უფრო ზუსტად გაესროლა მოძრაობისას ასევე დაუმონტაჟდა 120მმ ქვემეხი და დაუყენდა სრულიად ახალი ჯავშნის სქემა.
  • Samsam (მახვილი) - ირანელების მიერ მოდერნიზებული ვერსია, დაუყენდა რეაქტიული ჯავშანი (მსგავსი როგორიცაა Kontakt-5), EFCS-3 ცეცხლის მართვის სისტემა, და ლაზერული გამაფრთხილებელი სისტემა.

ოპერატორები[რედაქტირება]

ყოფილი ოპერატორები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=M-60_Patton&oldid=2649710“-დან