Pop Muzik და Lemon (Perfecto Mix) წინასწარ იქნა ჩანაწერილი. ისინი ჟღერს, როდესაც ჯგუფი შემოდის სცენაზე და პირველ ბისამდე. ყველა სიმღერა დაწერილია U2-ს მიერ, ხოლო Pop Muzik-ის ავტორია რობინ სკოტი (M).
PopMart: Live from Mexico City არის ერთ-ერთი პირველი ვიდეო, გამოცემული DVD ფორმატში. მისი ნაწყვეტები პირველად გამოჩნდა PolyGram-ის სხვა DVD-ებზე, თუმცა PolyGram-მა იგი აღარ გამოსცა. Universal Music-მა 2007 წელს გამოაცხადა, რომ ფილმი სექტემბერში Island Records-ზე გამოვიდოდა. გამოვიდა DVD-ის ერთ და ორ დისკიანი ვერსიები, ისევე, როგორც Zoo TV: Live from Sydney-ს შემთხვევაში. ორივე გამოცემაში კონცერტი შეტანილია 4:3 მასშტაბით, ახლავე Dolby Digital/DTS-ის 5.1 ჟღერადობა და PCM სტერეო აუდიო. ორ დისკიან ფორმატში მეორე დისკზე შეტანილია დამატებები:
დამატებები
Please, Where the Streets Have No Name, Discothèque და If You Wear That Velvet Dress — ჩაწერილია როტერდამში, 1997 წლის 18 ივლისს
"Hold Me, Thrill Me, Kiss Me, Kill Me, Mysterious Ways და One — ჩაწერილია ედმონტონში, 1997 წლის 14 ივნისს
დამატებითი მუსიკალური ვიდეოები
Staring at the Sun (მაიამის ვერსია, რეჟისორი - მორლი სტაინბერგი)
Last Night on Earth - First Night in Hell (რემიქსი) , რეჟისორი - ჯონ ბლენდი
დოკუმენტური ფილმები
Lemon For Sale
The Road To Sarajevo
A Tour of the Tour
Last Night on Earth - One Day in Kansas
PopMart Tour - პროექციების მონტაჟი კეთრინ ოუენსის ხელმძღვანელობით
მექსიკაში ჩატარებული კონცერტის ფრაგმენტები გამოვიდა საკონცერტო ალბომზე Hasta la Vista Baby! U2 Live from Mexico City. იგი გავრცელდა მხოლოდ ჯგუფის ფან-კლუბის ჟურნალ Propaganda-ს ხელმომწერთათვის, 2000 წელს. დისკზე შეტანილია 14 სიმღერა 25-დან.