Adobe Photoshop
ვიკიპედიიდან
| Adobe Photoshop | |
|---|---|
ადობ ფოტოშოპ CS3 მაკ ოს X-ში |
|
| მწარმოებელი | Adobe Systems |
| ბოლო გამოშვება | CS3 / 16 აპრილი, 2007 |
| დაპროგრამების ენა | C++ |
| ოს | Mac OS X, Microsoft Windows |
| ჟანრი | გრაფიკული რედაქტორი |
| ვებ-გვერდი | adobe.com |
Adobe Photoshop ([əˈdəubɪ ˈfəutəʃɔp], ედო’უბი ფოტოშოპ), ან უბრალოდ ფოტოშოპი, არის გრაფიკული რედაქტორი, გამოშვებული Adobe Systems-ის მიერ. ეს პროდუქტი ამჟამად ერთ-ერთი ლიდერია ორგანზომილებიან კომპიუტერულ გრაფიკულ რედაქტორთა შორის კომერციულ სფეროში და ყველაზე ცნობილი პროგრამაა ედოუბის პროგრამებს შორის.
ფოტოშოპ CS3 გამოვიდა 2007 წლის 16 აპრილს. „CS“ ასახავს ინტეგრაციას სხვა Creative Suite პროგრამებთან და ციფრი „3“ წარმოადგენს მესამე ვერსიას. 30 აპრილს გამოვიდა ადობ ფოტოშოპ CS3 ექსტენდედი, რომელსაც გარდა იმისა რომ აქვს ძველი ფუნქციები, აგრეთვე დაემატა 3D სურათებთან მუშაობის ფუნქცია. Photoshop CS4, რომელიც ნელ-ნელა გამოდის იქნება პირველი 64 ბიტიანი პროგრამა მომხმარებელთა მიკროკომპიუტერებზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
1987 წელს ტომას კნოლმა, მიჩიგანის უნივერსიტეტის PhD-ის ფაკულტეტის სტუდენტმა, დაიწყეს პროგრამის წერა მაკინტოშზე, რათა ეჩვენებინათ გრეისკალური სურათები მონოქრომულ დისპლეიზე. ამ პროგრმას დაარქვეს დისპლეი, რომელმაც მიიპყრო ტომას კნოლის ძმის ჯონ კნოლის ყურადღება, Industrial Light & Magic-ში მომუშავის, რომელმაც ურჩია ტომას რომ ეს პროგრმა კარგად დაემუშავებინა. ტომასი ექვს თვით ჩამოშორდა სწავლებას 1988 წელს და თანამშრომლობა დაიწყო ძმასთან. მათ შექმნეს პროგრამა და დაარქვეს ImagePro. მოგვიანებით, ტომასმა გადაარქვა პროგრამას სახელი და დაარქვა ფოტოშოპი. ამავე წელს, ჯონმა მოგზაურება დაიწყო სილიკონის ველში და პრეზენტაციას უკეთებდა ამ პროგრამას, იგი წარუდგინა Apple Computer Inc.-ს და რასელ ბრაუნს, ადობის სამხატვრო დირექტორს. ორივე პრეზენტაცია წარმატებული გამოდგა, და ადობმა გადაწყვიტა რომ ეყიდა ამ პროგრამის ლიცენზია. სანამ ჯონი მუშაობდა plug-in-ებზე კალიფორნიაში, ტომასი ქალაქ ან არბორში იმყოფებოდა და პროგრამის კოდს წერდა. ფოტოშოპ 1.0 გამოიშვა 1990 წელს ექსკლუზიურად მაკინტოშისთვის.
[რედაქტირება] გამოშვებები
შემდგომ წლებში ახალ-ახალი ვერსიები გამოდიოდა. 1992 წლის ნოემბერში, მაიკროსოფტ ვინდოუსის პლატფორმაზე გამოვიდა 2.0 ვერსია, ერთი წლის შემდეგ კი SGI IRIX და Sun Solaris-ის პლატფორმებზე. 1994 წლის სექტემბერში, გამოვიდა 3.0 ვერსია, რომელშც გამოჩნდა ლეიერები და პალიტრები. 2003 წლის თებერვალში პროგრამა აღიჭურვა Camera RAW 1.x -ის პლაგინით, რომელიც საშუალებას იძლევა RAW ფორმატის ფაილები იქნეს იმპორტირებული სხვადასხვა ციფრული კამერებიდან პირდაპირ ფოტოშოპში. 2004 წლის ოქტომბერში, პროგრამას დაერქვა Adobe Photoshop CS. CS არის აბრევიატურა პროდუქტებისა Adobe Creative Suite. ლოგო ფოკუსირებულია ბუმბულის ირგვლივ, ლურჯ და მწვანე ფერებში, რომელიც ასევე გამოიყენებოდა 9.0 ვერსიაში. მეათე ვერსია ფოტოშოპ CS3-ის გამოშვებული იქნა 2007 წლის 16 აპრილს, ლურჯი იკონკით. 2008 წლის იანვარში, Wine პროგრამა) პროექტმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი Photoshop CS2-ს და დართო ნება რომ გამოყენებული იქნას ეს ვერსია ლინუქსის და სხვა უნიქსის პლატფორმებზე. ფოტოშოპი არის დაწერილი C+±ის პროგრამირების ენაზე.
[რედაქტირება] თვისებები
ფოტოშოპი მკვრივად არის დაკავშირებული ადობის პროგრამებთან, მედია რედაქტორთან, ანიმაციასთან და ავტორინგთან. ფოტოშოპის ფორმატი .PSD შეიძლება ექსპორტირებული იქნას ImageReady, Adobe Illustrator, Adobe Premiere Pro, After Effects, და Adobe Encore DVD-ში. Adobe Encore DVD წარმოადგენს პროფესიონალურ პროგრამას დივიდების შესაქმნელად, რომელსაც აქვს სპეც ეფექტები, როგორიცაა ბექგრაუნდი, ტექსტურები და ა. შ. ტელევიზიისთვის, ფილმებისთვის და ნეტისთვის. მაგალითად ფოტოშოპ CS მხარს უჭერს მენიუების და ბატონების შექმნას დივიდისთვის. .PSD შეიძლება ექსპორტირებული იქნას ენკორ დივიდის პროგრამაში, მთავარია მას ქონდეს ლეიერები და ეს პროგრამა მას აღიქვამს როგორც ბატონს ან მენიუს. ფოტოშოპს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი ფერის მოდელები RGB, lab, CMYK, grayscale, ორმაგი ბიტმაპი და ორი ტონი. ფოტოშოპს აქვს შესაძლებლობა წაიკითხოს ვექტორული და რასტერული ფორმატები, როგორიც არის: .EPS, .PNG, .GIF, .JPEG, Fireworks, და ა. შ. აგრეთვე რამდენიმე მშობლიური ფორმატი:
- .PSD (ფოტოშოპის დოკუმენტი)
- .PSB (დიდი ფორმატის დოკუმენტი)
- .PDD (ფოტოშოპ დელუქსის დოკუმენტი)
[რედაქტირება] ფოტოშოპის ოჯახი
- ფოტოშოპის ოჯახში შედი სხვა პროდუქტები, ესენია:
- ფოტოშოპ CS3
- ფოტოშოპ CS3 ექსტენდედი
- ფოტოშოპის ელემენტები 6.0 მაკინტოშისთვის
- ფოტოშოპის ელემენტები 6.0 ვინდოუსისთვის
- ფოტოშოპის ელემენტები 6.0 & ადობ პრემიერის ელემენტები 4.0
- ფოტოშოპ ექსპრესს ბეტა ვერსია
- ფოტოშოპ ლაითრუმი 2
[რედაქტირება] ინტერნაციონალიზაცია და ლოკალიზაცია
[რედაქტირება] ენები
ადობ ფოტოშოპ CS3 არსებობს შემდეგ ენებზე: არაბული (შუა აღმოსავლური ვერსია), ჩინური ძირითადი, ჩინური ტრადიციონალური, ჩეხური, დანიური, დუტჩური, ინგლისური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ებრაული (შუა აღმოსავლური ვერსია), იტალიური, იაპონური, კორეული, ნორვეგიული, პოლონური, პორტუგალიური, ესპანური, შვედური.
[რედაქტირება] პლაგინები
ფოტოშოპის ფუნქციონირება შეიძლება გაფართოვდეს ედ-ონ პროგრამების დახმარებით რომლებსაც ფოტოშოპის პლაგინები ეწოდება; ისინი წარმოადგენენ მინი ედიტროს სურათების მოდიფიკაციისთვის. ყველაზე გავრცელებული სახეობა არის ფილტრები, რომლებიც სურათებს სხვადასხვა ეფექტებს აძლევენ. ეს ფილტრები მდებარეობს მენიუში „Filter“.

