9 აპრილის ტრაგედია
9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
სექციების სია |
წინაპირობა [რედაქტირება]
ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად.[1]
დაღუპულთა სია [რედაქტირება]
- აზა ადამია, 22 წლის
- ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
- ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
- ნატო გიორგაძე, 23 წლის
- თამუნა დოლიძე, 28 წლის
- თინა ენუქიძე, 70 წლის
- ნინო თოიძე, 25 წლის
- ზაირა კიკვიძე, 61 წლის
- მანანა ლოლაძე, 33 წლის
- თამარ მამულიშვილი, 50 წლის
- ვენერა მეტრეველი
- მამუკა ნოზაძე, 22 წლის
- ნანა სამარგულიანი, 41 წლის
- შალვა ქვასროლიაშვილი,
- მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
- ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
- თამარ ჭოველიძე, 16 წლის
- ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
- მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
- მანანა მელქაძე, 23 წლის
- გია ქარსელაძე, 25 წლის
ანალოგები [რედაქტირება]
ხშირად, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ, როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში, თუმცა მსგავს მოვლენებს ადგილი ჰქონდა სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც.
ბაქოს ტრაგედია – 1990 წლის 20 იანვარი [რედაქტირება]
1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში, საბჭოთა არმიის მიერ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას მძიმე ტანკებით გაისრისა და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იქნა 107 ადამიანი.
ვილნიუსის ტრაგედია – 1991 წლის 13 იანვარი [რედაქტირება]
ბაქოში სისხლიანი მოვლენების შემდეგ, სამი კვირის თავზე ვილნიუსში — 14 მოკლული (მათ შორის ერთი ტანკის მიერ გასრესილი) და 600 დაჭრილი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- რუსთავი2-ის დოკუმენტური ფილმი 9 აპრილის მოვლენებზე
- 1989 წლის 9 აპრილი, თბილისი, ფოტოგალერეა და ტრაგედიის ცოცხალი გმირების მოგონებები.
- ბაქოს მოვლენები