ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ზაჰესი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაჰესი - კაშხალი მტკვარზე და გზატკეცილზე. მხატვარი: ილია მაშკოვი
ლენინის ძეგლი. მოქანდაკე: ივანე შადრი

ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, მდინარე მტკვარზე ქ. მცხეთასთან, მტკვრისა და არაგვის შესართავის მახლობლად. ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. 1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავწალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და რსფსრ შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) მიმართა დახმარებისათვის. ვ. ი. ლენინის ინიციატივით 1923 წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში თბილისის საბჭომ ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. 1922 წლის 10 სექტემბერს ზაჰესის მშენებლობაზე მოეწყო თბილისის მუშების შაბათობა, მონაწილეობდა 4 ათასი კაცი.

ჰესის პირველი რიგი 1927 წელს გადაეცა საექსპლოატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომიშავება 203 მლნ. კვტ.სთ შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. 1952 წელს დასრულდა ჰესის ავტომატიზაცია. 1947 წელს დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. 1927 წელს ჰესის ტერიტორიაზე დაიდგა ვ. ი. ლენინის ერთ-ერთი პირველი ძეგლი სსრკ-ში (მოქანდაკე ივანე შადრი).

2007 წლის 20 ივლისს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი) ეკონომიკური განვითარებოს სამინისტროში გამართულ აუქციონზე 41 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. “ზაჰესი” კომპანია “ბონასერა ტრეიდ ლიმიტედის” მფლობელობაში გადავიდა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 506, თბ., 1979


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები